კახა კალაძე: ევროკავშირის ნახევარმილიონიანი გრანტი ბიზნეს აქსელერატორის შექმნას მოხმარდება

თბილისის მერიამ მოიპოვა ნახევარი მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომელიც ბიზნეს აქსელერატორის შექმნას მოხმარდება -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის 100 დღის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

კალაძემ სხვა საკითხებთან ერთად, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებაზეც ისაუბრა.

 

„ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოვიპოვეთ ევროკავშირის ნახევარმილიონიანი გრანტი, რომელიც ბიზნეს აქსელერატორის შექმნას მოხმარდება. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სტარტაპებს. ძალიან ბევრ ახალგაზრდას  აქვს სურვილი, ბიზნესი წამოიწყოს. შესაბამისად, ეს თანხა მათ გადამზადებას მოხმარდება, რათ მივცეთ სწორი მიმართულება, რომ თავიანთი ბიზნეს პროექტები განახორციელონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, თბილისის მერია შეუერთდა ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება დაიწყო.

 

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, გამგეობებში შეიქმნა ახალი მიმართულება, რომელიც ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების გაძლიერებას, მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 

„პირველი ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მოსახლეობას წარვუდგინეთ არის „შენი იდეა ქალაქის მერს“. ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, კონკრეტული პროექტები, ხედვები წარმოადგინოს, თუ რა შეიძლება განხორციელდეს დედაქალაქში. შესაბამისად, შეიქმნა ეს პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ, კონკრეტული პროექტები დედაქალაქის მერს ელექტრონულად წარმოუდგინონ. წარმოდგენილი პროექტებისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ხმის მიცემის შემდეგ, აღნიშნულ პროექტებს განვიხილავთ და ვიმსჯელებთ, როგორ შევუწყოთ ხელი კონკრეტული პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა შეწყვიტოს უკანონო ქმედებები.

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - შესაბამისად მოწოდება, რომ "ის უნდა გაგრძელდეს” რელევანტური არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოწოდებები არარელევანტურია.

სეს : საქართველოში ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

საქართველოში ანთრაქსის იგივე ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ "პირველს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, წელს, 41-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტი - „აბიტურიენტების მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან".

კაჭრეთში ტყე იწვის

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა.

ოკუპირებული გაგრის სოფელი აიბღა რუსეთის ტერიტორიად მიუთითეს

ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას მთის კალთაზე მდებარე გაგრის რაიონის ნაწილი რუსეთის რეესტრის ბაზაში შეტანილია, როგორც რუსეთის ტერიტორია.

"ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიას"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმებას, საქართველოს რეგიონების ანექსის პროცესის გაგრძელებას უწოდებს.

სოხუმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებიც დააკვირდებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში, 25 აგვისტოსთვის დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც 10 კანდიდატი მონაწილეობს, 50 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

ჩინეთის ელჩი: ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში

ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით ამერიკასთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმა შეიქმნა

კულტურული კუთვნილების დაცვისა და შენარჩუნების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმების ამოქმედების მიზნით, საქართველოსა და აშშ -ს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო საქონლის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

თბილისში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა სავალდებულო მარკირების გარეშე 540 ლიტრი ლუდის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


 

პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო „მოქსიში“ საერთო საპრეზენტაციო ღონისძიება გამართეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

პოლიციამ თბილისში 114 გრამი ჰეროინი ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის მოქალაქე 1966 წელს დაბადებული ე.ჰ. დააკავეს.

უშგულში საპროტესტო აქცია განახლდა

მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში მოსახლეობამ აქცია განაახლა და გზა ჩაკეტა.

შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა  

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული რ.ს. დამნაშავედ ცნო.

შირაქის ქუჩის N11-ში ახალი სკვერი მოეწყო

ისნის რაიონში, შირაქის ქუჩის N11- ის მიმდებარედ ახლი სკვერი მოეწყო. პროექტი ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით განახორციელა.

შსს-ს თანამშრომლებმა საერთაშორისო ტურნირში 9 ოქროს მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ ,,მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 9 ოქროს მედალი მოიპოვეს.

ზაზა გაბუნია საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა.

პრომეთეს მღვიმეში თანამედროვე განათების სისტემა მონტაჟდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

საქართველოი 37 000 ლარის მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი გამოვლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა და ორ პირს ბრალი წარუდგინა.