მსოფლიოს წამყვანი ონკოლოგები "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გუნდს უერთდებიან

ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში ბევრი ჩვენი თანამემამულე წარმატებით მოღვაწეობს და წამყვანი როლიც აკისრია.

ალექსი ბაიდოშვილი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ერთ-ერთია იმ წარმატებული ექიმებიდან, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად საკუთარ ძალღონეს არ იშურებენ.


- ბატონო ალექსი, გვიამბეთ, რა ეტაპი გაიარეთ იმისთვის რომ წარმატებულ ექიმად შემდგარიყავით?


- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. აქვე დავამთავრე სკოლა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, თუმცა შემდგომ სწავლის ახლიდან დაწყება მომიწია ჰოლანდიაში, რადგან ქართული დიპლომი არ აღიარეს. ჩემი მიზანი სამედიცინო სფეროში სპეციალიზაცია და PHD, ანუ მეცნიერული კვლევების ჩატარება იყო. 2004 წელს დავასრულე სწავლა ქალაქ ამსტერდამის Vrije Universiteit-ის სამედიცინო ფაკულტეტზე და მივიღე სრული სამედიცინო განათლება. 2009 წელს კი რეზიდენტურის სრული კურსი დავამთავრე ამსტერდამის VU Medical Center-ის პათოლოგიის დეპარტამენტში და ჰოლანდიაში დავრეგისტრირდი, როგორც ექიმი სპეციალისტი – პათოლოგი-ანატომი.


- ლაბორატორიას (LabPON), რომელშიც თქვენ ხელმძღვანელობთ ციფრული პათოლოგიის ჯგუფს, ამ კუთხით პირველი ლაბორატორია გახდა მსოფლიოში. რამდენად უზრუნველყოფს ეს კვლევა სიზუსტეს?


- მეამაყება, რომ ჩემმა პროექტმა ამხელა წარმატება მოუტანა მას. ჩვენ მართლაც პირველი ლაბორატორია გავხდით მსოფლიოში, რომელიც სრულიად ახალი ტექნოლოგიებით მუშაობს. ეს კი იმას ნიშნავს რომ გაცილებით უფრო ჩქარა, ეფექტურად და ობიექტურად დაისმევა დიაგნოზები პათოლოგიაში. ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა კი, ზუსტი დიაგნოსტიკის საწინდარია.


- უნდა აღინიშნოს ის რომ საქართველოში დასმული დიაგნოზი, ზოგჯერ არ ემთხვევა საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევის შედეგებს. რა ეტაპზეა საქართველოში პათოლოგიის ცენტრის შექმნა?


- სადღეისოდ საქართველოში ზუსტი დიაგნოსტირების პრობლემა გვაქვს, მაგრამ სამედიცინო კორპორაცია ევექსი უკვე აშენებს მეგალაბს, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის დიაგნოზს და მალე აღარ დაგვჭირდება უცხოეთში ანალიზების გაგზავნა. ამისთვის კი კვალიფიციური პერსონალია საჭირო. ჩვენ ამაზეც ვიზრუნეთ, ქართველი კოლეგები საზღვარგარეთ გავგზავნეთ, საიდანაც დიდი გამოცდილებით დაბრუნდებიან და შეძლებენ, პაციენტებს სრული დახმარება აღმოუჩინონ. ახალი თაობა, რომელმაც განათლების ნაწილი ევროპაში მიიღო, მათ შორის ჩვენს ლაბორატორიაში, არის საქართველოს მომავალი იმედი. ჩვენი ამბიციაა, რომ მასალა სხვა სახელმწიფოებიდან საქართველოში შემოვიდეს გადასამოწმებლად და ეს რეალურია. ჩვენ ეს შეგვიძლია და აუცილებლად გავაკეთებთ.


- მოგვიყევით ევექსთან თქვენი თანამშრომლობის შესახებ. როგორ აპირებთ მუშაობას და რას შესთავაზებთ ქართველ პაციენტებს?


- თანამშრომლობა ევექსთან რამდენიმე წლის წინ შედგა. მოგეხსენებათ, ევროპაში მყოფმა ქართველმა ექიმებმა ერთობლივად შევქმენით ასოციაცია GIMPHA (ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია) , რომლის პრეზიდენტიც გახლავართ. ჩვენი ასოციაცია ყოველწლიურად ატარებს კონფერენციებს, რომელშიც მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები და მათი უცხოელი კოლეგები. ჩვენს ერთ-ერთ კონფერენციას „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა და სწორედ მაშინ გავიცანით ერთმანეთი. მოლაპარაკებების შემდგომ, ჩვენი ინტერესები დაემთხვა. ისინი დამპირდნენ იმ პროექტის განხორციელებას, რომლის შექმნისთვისაც უკვე ათეული წელია ვიბრძვი. მინდა საქართველოში პათოლოგია გავაუმჯობესო, სადაც გვექნება კარგი ლაბორატორია, თანამედროვე მაღალი ხარისხის დიაგნოზებით. ასევე ვცდილობთ გავაუმჯობესოთ რეგიონული ლაბორატორიები, რათა ისინი არ ჩამორჩნენ დედაქალაქისას და პაციენტებმა შეძლონ თავიანთ რეგიონში მკურნალობა.


დღეს მე „სამედიცინო კორპორაცია ევექსში“ პათომორფოლოგიურ სამსახურს ვხელმძღვანელობ. ხშირ შემთხვევებში, როცა არის გაურკვევლობა პათოლოგიურ დიაგნოსთან დაკავშირებით, ჩემი კოლეგები საქართველოდან მასალას მიგზავნიან, და მე ჩემს ევროპელ პათოლოგ-ანატომებთან ერთად განვიხილავ და ვუგზანი ჩვენს დასკვნას.


 


-რას ურჩევდით დამწყებ კოლეგებს?


-სამედიცინოს სტუდენტებს რომ კითხოთ, შეიძლება რამდენიმე იყოს, ვინც გეტყვით რომ პათოლოგ-ანატომობა უნდა, რადგან ისინი თითქმის მედიცინის ამ მიმართულებას არ იცნობენ. პათოლოგ-ანატომია თავისი ფუნქციით ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესეო და მრავალფეროვანი პროფესიაა. გარდა ამისა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან დიაგნოზებს ვსვამთ, ამასთანავე მკურნალობის რჩევებსაც ვაძლევთ ჩენს კოლეგებს. პათოლოგ-ანატომია ის პროფესიაა, სადაც სპეციალისტი მუდმივად ვითარდება, სულ ახალი ხდება და მოსაწყენი ნამდვილად არ არის.


პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული 6000-მდე პრაქტიკოსი  პენსიონერი პედაგოგი ფულად ჯილდოს ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს

ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი  დასრულდა!

 

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების" გამო, ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს.

რომან გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოზე: ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს

„ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს“, - საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ სქელში სტრასბურგის სასამართლოზე საუბრობს.

შსს-მ ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ბ.ქ. დააკავეს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზბეკეთში პრეზენტაცია გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში ადგილობრივი წამყვანი ტურ-ოპერატორებისათვის პრეზენტაცია გამართა.

აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას გეგმავს.

გიორგი შენგელია კომბინატში ადგილობრივებს შეხვდა

ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია, პირველ მოადგილე გიგა ფარულავასა და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთანერთად, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ავთანდილ წერეთლის ბრალის წარდგენაზე: "ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ"

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი, პროკურატურის მიერ, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას საგამოძიებო უწყების მხრიდან დაშანტაჟებას უწოდებს.

პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

ზუგდიდში ლგბტქი თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

"არა გარყვნილების პროპაგანდას" - ამ დევიზით ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ხელმოწერებს აგროვებენ.

აბონენტის უპასუხისმგებლობა და აფეთქების საფრთხე - საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

კომპანია „თბილისის ენერჯის“ ცხელ ხაზზე ნაძალადევის რაიონიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ მანჯგალაძის ქუჩის #31-ში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის შრომითი მიგრაციის შესახებ მოლაპარაკება შედგა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების ოფიციალური რაუნდი გაიმართა.

შორენა შავერდაშვილი: იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს გვარამიას ამ განცხადებაში...

„იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს გვარამიას ამ განცხადებაში...“ - ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.

პროკურატურამ ავთო წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენის დადგენილება გამოიტანა

გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ავთო წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენის დადგენილება გამოიტანა.

სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 8 სახლის მშენებლობას ახორციელებს.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა ბექას ქუჩიდან შეიზღუდება

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის გადაღებებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა ბექას ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მონაკვეთს მოიცავს.

ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

პოლიციამ იმერეთში ძარცვის ფაქტზე 1 პირი დააკავა

პოლიციამ იმერეთში ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი. 

ბაკურ სვანიძე: მერაბიშვილი რომ აძლევდა „ვიორსტკას“, მაშინ არ უგრძნია შეზღუდვები

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

თბილისის მეტროში მოძრაობა განახლდა

თბილისი მეტროში მოძრაობა აღდგა. დაზიანებული მატარებელი ჩიხში გადაივანეს.

ბაკურიანსა და წაღვერში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბაკურიანისა და დაბა წაღვერის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.