დიმიტრი ქუმსიშვილმა კორეის დელეგაციასთან ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს, რომლებიც სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს დაისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც კორეასა და საქართველოს გააჩნიათ ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.


 


ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს, იყო ის საინვესტიციო  ინტერესი, რომელიც კორეულ მხარეს აქვს საქართველოში ენერგეტიკისდარგში, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებისა და  მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით. აღინიშნა, რომ ამ სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანიპროექტი, რომელსაც საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად კორეული კომპანია K-Water უკვე ახორციელებს, სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე მშენებარე „ნენსკრა ჰესია,“ რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ. აშშ დოლარია. ქართული მხარის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსადმი ის ინტერესი, რომელიც მსხვილიკორეული კომპანიის “SK E&C”-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს რამდენიმე დღის წინ პირველ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრაზე.


 


პირველმა ვიცე-პრემიერმა კორეელ სტუმრებს გააცნო ის ეკონომიკური რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნესის ხელშეწყობისა და ახალიინვესტიციების მოზიდვის კუთხით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭროხელშეკრულებები, რაც კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს საქართველოს ეკონომიკის სექტორებში  მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის.


 


კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.  დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად კორეულ მხარესთან გამართულშეხვედრას საპარტნიორო ფონდიდან დავით საგანელიძე და ნათია თურნავა, ასევე   ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.


51-ე სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

51-ე სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ თანამდებობა დატოვა.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული 6000-მდე პრაქტიკოსი  პენსიონერი პედაგოგი ფულად ჯილდოს ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს

ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი  დასრულდა!

 

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების" გამო, ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს.

რომან გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოზე: ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს

„ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს“, - საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ სქელში სტრასბურგის სასამართლოზე საუბრობს.

შსს-მ ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ბ.ქ. დააკავეს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზბეკეთში პრეზენტაცია გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში ადგილობრივი წამყვანი ტურ-ოპერატორებისათვის პრეზენტაცია გამართა.

აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას გეგმავს.

გიორგი შენგელია კომბინატში ადგილობრივებს შეხვდა

ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია, პირველ მოადგილე გიგა ფარულავასა და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთანერთად, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ავთანდილ წერეთლის ბრალის წარდგენაზე: "ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ"

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი, პროკურატურის მიერ, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას საგამოძიებო უწყების მხრიდან დაშანტაჟებას უწოდებს.

პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

ზუგდიდში ლგბტქი თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

"არა გარყვნილების პროპაგანდას" - ამ დევიზით ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ხელმოწერებს აგროვებენ.

აბონენტის უპასუხისმგებლობა და აფეთქების საფრთხე - საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

კომპანია „თბილისის ენერჯის“ ცხელ ხაზზე ნაძალადევის რაიონიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ მანჯგალაძის ქუჩის #31-ში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის შრომითი მიგრაციის შესახებ მოლაპარაკება შედგა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების ოფიციალური რაუნდი გაიმართა.

შორენა შავერდაშვილი: იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს გვარამიას ამ განცხადებაში...

„იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს გვარამიას ამ განცხადებაში...“ - ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.

პროკურატურამ ავთო წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენის დადგენილება გამოიტანა

გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ავთო წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენის დადგენილება გამოიტანა.

სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 8 სახლის მშენებლობას ახორციელებს.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა ბექას ქუჩიდან შეიზღუდება

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის გადაღებებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა ბექას ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მონაკვეთს მოიცავს.

ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

პოლიციამ იმერეთში ძარცვის ფაქტზე 1 პირი დააკავა

პოლიციამ იმერეთში ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი. 

ბაკურ სვანიძე: მერაბიშვილი რომ აძლევდა „ვიორსტკას“, მაშინ არ უგრძნია შეზღუდვები

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

თბილისის მეტროში მოძრაობა განახლდა

თბილისი მეტროში მოძრაობა აღდგა. დაზიანებული მატარებელი ჩიხში გადაივანეს.