ლევან გოგიჩაიშვილი: “სამართლიანი თამაშის წესებმა დღეს კონკრეტული შედეგი გამოიღო”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ფინანსთა მინისტრის ახალ ინიციატვებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამართლიანი თამაშის წესებმა დღეს კონკრეტული შედეგი გამოიღო და ერთ-ერთმა ბანკმა თავისი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე 12000 ათას ადამიანს ახალი შეთავაზება გაუკეთა. დეპუტატის თქმით, მსგავსი შეთავაზება დღევანდელ დღემდე არ გაუკეთებიათ.


„მთავარია სამართლიანი თამაშის წესები, ეს არის აქსიომა, რომლის გარეშეც ჩვენ, როგორც სახელმწიფოდ ვერასდროს შევდგებით. ახლა იწყება ახალი ეტაპი. დადგა ახალი ეკონომიკური რეალობა. საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც ხვდებიან, რომ ბევრი რამ შესაცვლელია. ახლა მთავარია სამართლიანი თამაშის წესები შემოვიღოთ“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


მისივე თქმით, ქვეყანაში არ არსებობს კონკურენციის ხარისხი და იგი სრულად ეთანხმება მამუკა ბახტაძის ინიციატივას ეკონომიკური რეფორმის გატარების აუცილებლობის შესახებ. როგორც საპარლამენო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ მიმართულებით საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, რომლიდან გამოსვლასაც მთელი რიგი რეფორმები დასჭირდა.


ლევან გოგიჩაიშვილმა ფინანსთა მინისტრისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძეს აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება, იგი საკუთარი ინიციატივით გეგმავს პარლამენტში მისვლას, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მიმდინარე პროცესს და ტრანსფორმაცია მოსახლეობისთვის უმტკივნეულოდ ჩაივლის.


„ეს არის დემოკრატიული პროცესი. ჩვენ ხელს კი არ ვუგრიხავთ ვინმეს, არამედ ვხსნით დისკუსიას“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში სიღარიბე დამარცხდეს, ამისათვის კი დროა სამართლიანი თამაშის წესები შემოვიღოთ.


„უნდა გაიზარდოს იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც გადასახადებსაც გადაიხდიან და მოსახლეობასაც დაასაქმებენ. ჩვენ გვაქვს კომპლექსური გეგმა, რომლითაც ძალიან სერიოზულ გარღვევას გავაკეთებთ ეკონომიკაში“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


სამცხე-ჯავახეთს უკრაინიდან 14 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია

უკრაინული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ორდღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთში იმყოფებიან. ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები მათ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აცნობენ.

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N10-ში, N15-სა და ბროლოსანის ქუჩა N31-ში სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა. მსგავსი ტიპის სამუშაოები ამ დროისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირის N26-ში ხორციელდება.

ზაზა დავითაია: შალვა შავგულიძე დღეს ჩემი დამსჯელებისა და დამპატიმრებლების გვერდით დგას

ეს განცხადება „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დაპატიმრების დროს გააკეთა.

მიხეილ ბატიაშვილმა სან-ფრანცისკოში მცხოვრებ ქართულ დიასპორას განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა გააცნო

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სან-ფრანცისკოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და სტუდენტებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების, პროგრამების და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე შესახებ ესაუბრა.

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც  ფინანსური ზარალი მიაყენა მომხმარებელს.

კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანია საქართველოს ენერგო სფეროში ინვესტირებისთვის „საპარტნიორო ფონდს“ ესაუბრება

კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანია საქართველოს ენერგო სფეროში ინვესტირებისთვის „საპარტნიორო ფონდთან" მოლაპარაკებას მართავს.



მთავრობის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა ითვალისწინებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული მიმართულების პროექტების განხორციელებას.

კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა პუტინის და კიმის შეხვედრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს აპრილის მეორე ნახევარში შეხვდებიან.

გიორგი პატარაიასა და ანა წითლიძეს სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმების გადახდა დააკისრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრს ანი წითლიძესა და პარტიის პრესსამსახურის უფროსს გიორგი პატარაიას 2000-2000 ლარიანი ჯარიმების გადახდა დააკისრა.

ესტონეთის პრეზიდენტი: ტალინი მოსკოვთან დიალოგისთვის მზად არის

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდი რუსეთში ვიზიტით იმყოფება. უკანასკნელად რუსეთში ესტონეთის პრეზიდენტი 2011 წელს იმყოფებოდა.

პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

ექიმების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.

ბილაინის მომხმარებელი FlyHelp-ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფის „ვიონის“ წევრი, ავიამგზავრთა უფლებების დაცვის კომპანია FlyHelp-თან თანამშრომლობის შესახებ აცხადებს. 

სარგავი მასალის სერტიფიცირების დანერგვის პროექტი იწყება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეუროების ორგანიზაცია (FAO), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ევროკავშირის მხარდაჭერით სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროექტს იწყებს.

დავითაშვილი: ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებით მოსახლეობის არასწორი ინფორმირება ხდებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანი არის ხეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბარი.

ვოლსკი: პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება, პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ.  

შშმ პირთა დასაქმების თბილისის ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. 

პანკისის ხეობის მოსახლეობას სოფელ დუისში მინისტრები ხვდებიან

სოფელ დუისში კულტურის სახლში მოსახლეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხვდებიან.

სომხეთის პარლამენტმა სამინისტროების შემცირებას მხარი დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.

 

ქობულია: ქართველ მეზღვაურებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში და მოხარული ვარ, რომ კვიპროსთან ამ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ

საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საზღვაო სფეროში.

“ქართული ოცნების“ ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ 2012-2018 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა

განხორციელებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები: