ნატო-ს დღეების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ქვემო ქართლში შეხვედრას გამართავს

17 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქვემო ქართლის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ღონისძიება ნატოს დღეების ფარგლებში გაიმართება.


მიხეილ ჯანელიძე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს და  ისაუბრებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ამ გზაზე არსებულ პროგრესზე.  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. 


ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგებიან ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი და  საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის  ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი. შეხვედრა ქ.მარნეულის მერიაში გაიმართება. 


წელს, ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსინიციატივით იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.


აღსანიშნავია, რომ 2018 წელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიალოგის წლად გამოაცხადა და ხელისუფლის წარმომადგენლებს ხალხთან, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მეტი დიალოგისკენ მოუწოდა.  


ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.


მიხეილ ბატიაშვილმა სან-ფრანცისკოში მცხოვრებ ქართულ დიასპორას განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა გააცნო

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სან-ფრანცისკოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და სტუდენტებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების, პროგრამების და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე შესახებ ესაუბრა.

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც  ფინანსური ზარალი მიაყენა მომხმარებელს.

კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანია საქართველოს ენერგო სფეროში ინვესტირებისთვის „საპარტნიორო ფონდს“ ესაუბრება

კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანია საქართველოს ენერგო სფეროში ინვესტირებისთვის „საპარტნიორო ფონდთან" მოლაპარაკებას მართავს.



მთავრობის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა ითვალისწინებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული მიმართულების პროექტების განხორციელებას.

კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა პუტინის და კიმის შეხვედრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს აპრილის მეორე ნახევარში შეხვდებიან.

გიორგი პატარაიასა და ანა წითლიძეს სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმების გადახდა დააკისრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრს ანი წითლიძესა და პარტიის პრესსამსახურის უფროსს გიორგი პატარაიას 2000-2000 ლარიანი ჯარიმების გადახდა დააკისრა.

ესტონეთის პრეზიდენტი: ტალინი მოსკოვთან დიალოგისთვის მზად არის

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდი რუსეთში ვიზიტით იმყოფება. უკანასკნელად რუსეთში ესტონეთის პრეზიდენტი 2011 წელს იმყოფებოდა.

პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

ექიმების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.

ბილაინის მომხმარებელი FlyHelp-ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფის „ვიონის“ წევრი, ავიამგზავრთა უფლებების დაცვის კომპანია FlyHelp-თან თანამშრომლობის შესახებ აცხადებს. 

სარგავი მასალის სერტიფიცირების დანერგვის პროექტი იწყება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეუროების ორგანიზაცია (FAO), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ევროკავშირის მხარდაჭერით სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროექტს იწყებს.

დავითაშვილი: ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებით მოსახლეობის არასწორი ინფორმირება ხდებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანი არის ხეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბარი.

ვოლსკი: პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება, პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ.  

შშმ პირთა დასაქმების თბილისის ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. 

პანკისის ხეობის მოსახლეობას სოფელ დუისში მინისტრები ხვდებიან

სოფელ დუისში კულტურის სახლში მოსახლეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხვდებიან.

სომხეთის პარლამენტმა სამინისტროების შემცირებას მხარი დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.

 

ქობულია: ქართველ მეზღვაურებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში და მოხარული ვარ, რომ კვიპროსთან ამ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ

საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საზღვაო სფეროში.

“ქართული ოცნების“ ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ 2012-2018 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა

განხორციელებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები:

ამინდის პროგნოზი

18-20 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9,+14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თურქეთი ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის შესვლის შეფერხებით იმუქრება

თურქეთი ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის შესვლას შეუშლის ხელს, თუ სკოპიე ანკარას თურქეთის 15 მოქალაქეს არ გადასცემს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.