კახა კახიშვილი: ყველა ობიექტური გარემოება უნდა იქნას შესწავლილი, რომელიც დანაშაულის კვლავ ჩადენის რისკს გამორიცხავს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, გათავისუფლების პროცესში ყველა ობიექტური გარემოება უნდა იქნას შესწავლილი, რომელიც დანაშაულის კვლავ ჩადენის რისკს გამორიცხავს.

მისივე განცხადებით, როცა საქმე ძალადობრივ დანაშაულს ეხება, მსჯავრდებულის შეფასების ყველაზე კარგი კრიტერიუმი ზეპირი მოსმენაა.  


ამის შესახებ მინისტრმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.


,,როგორც მინისტრს, პოლიტიკური თანამდებობის პირს, მიჭირს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე და განცხადებებზე ვისაუბრო, ვინაიდან პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ და არ მინდა, საკითხი კონფრონტაციის პირობებში გამოვიდეს. თუმცა, ვინაიდან თემა მძიმეა და საზოგადოება პასუხს ითხოვს, ამიტომ, თავს უფლება მივეცი, ამ საკითხთან მიმართებაში მოკლე განმარტება გავაკეთო", - განაცხადა კახა კახიშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით საუბრისას.


მინისტრის თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უმძიმესია, რადგან არ არის გამორიცხული, რომ  იგივე პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიამ ადამიანის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს და ამ ადამიანმა დანაშაული კვლავ ჩაიდინოს.


„ამისგან დაზღვეული არავინ არის. ამას ვერანაირად ვერ გამორიცხავ. ასი პროცენტით ვერ იტყვი, რომ ადამიანი, რომელიც თავისუფლდება, დანაშაულს აღარ ჩაიდენს და უკან არ დაბრუნდება. თუმცა, ადამიანი კარგად უნდა შეისწავლო, როდესაც მის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებ. მაგალითად, ადამიანმა თუ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა, პირობითად, ხუთი ადამიანი მოკლა და ამბობს, რომ ინანიებს, მისი გათავისუფლების საფუძველი მხოლოდ ეს ხომ ვერ იქნება?! ამიტომ, გათავისუფლების პროცესში ყველა ობიექტური გარემოება უნდა იქნას შესწავლილი, რომელიც დანაშაულის კვლავ ჩადენის რისკს გამორიცხავს. უნდა იქნას ნანახი განაჩენი, გარემოებები და ა.შ. როცა საქმე ძალადობრივ დანაშაულთან გვაქვს, ყველაზე კარგი შეფასების კრიტერიუმი ზეპირი მოსმენაა“, – განაცხადა კახიშვილმა.


დღესვე, ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვები სრულიად ლეგიტიმურია. 


ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობა 13 აპრილს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იმყოფებოდა. მკვლელობაში ბრალდებული გამრეკელაშვილის მამინაცვალია.


როგორც 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, 1972 წელს დაბადებული ვ. ბ. 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე კი მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა.


 


ირაკლი კობახიძე: საქართველოს ინტერესებს აშშ-ში, სათანადოდ წარმოადგენს ჩვენი პრემიერი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აფასებს:

საქართველოში სამედიცინო განათლების 100 წელი აღნიშნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა ბოხუა საქართველოში სამედიცინო განათლების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

ხორბლის ავტომობილებით ტრანსპორტირების აკრძალვა ერთი წლით გადაიდო

ხორბლის იმპორტიორებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გაფიცულ მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა

სემეკისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.

თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა.  

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაიხსნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ოზურგეთში რეაბილიტირებული საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საზეიმოდ გახსნა.  

გაფიცულ მძღოლებს ფინანსთა მინისტრი ხვდება

ლილოში სატვირთო ავტომანქანების მძღოლების აქციაზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მივიდა. ის ადამიანი, რომელიც შენობის სახურავზე იყო ასული და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, შენობიდან ჩამოვიდა და ამ წუთებში მინისტრს ხვდება.

სოფიო ქაცარავა: პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ვიზიტს აფასებს.

მარიამ ჯაში: ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა არგუმენტსა და კითხვას გავივლით სამინისტროს, ექსპერტთა და რექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

გიორგი ქობულიამ და ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA(ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს.

რუსთავში მარნეულის მერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის მერის თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

Accor ჯგუფი AXIS Towers-ში

Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციულ ნაწილში სენიორ აიდენ მაკოლეი თბილისში სპეციალურად AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდა.

მოძრაობის თეატრში დღეს პრემიერა გაიმართება, პირველად საქართველოში მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი „ასტიგმატისტები“

დღეს, 20 სექტემბერს, მოძრაობის თეატრში ახალი სეზონი პრემიერით, მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლით „ასტიგმატისტებით“ გაიხსნება.

ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ყველას, როგორც ჩვენს თანაგუნდელებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მთავარი კანონმდებელი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პირველი“ უცვლელად გთავაზობთ:

დუბლინში საერთაშორისო კონკურსში ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერებმა მესამე ადგილი მოიპოვეს

ირლანდიაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა დუბლინში ჩატარებული ახალგაზრდა გამომგონებლების კონკურსში გამარჯვებულ ქართველ ახალგაზრდებთან.

შსს-ში დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ყაბარდო-ბალყარეთში ეთნიკურ ნიადაგზე არეულობა გრძელდება

ყაბარდო-ბალყარეთში 19 სექტემბერს დაწყებული კონფლიქტი ღრმავდება.

ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება

სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება.

ინტერპოლის წევრი ქვეყნების საერთაშორისო შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს

ინტერპოლის წევრი ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს.

GWP კახეთის გზატკეცილზე 7.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მაგისტრალურ ქსელს სრულად აახლებს.

ჯოშ ჰამილტონი: კანაფის დაბეგვრისგან მისაღები ეკონომიკური და სოციალური სარგებელი

კანაფის დაბეგვრისგან მისაღებ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელზე TheJist.co.uk-ის რედაქტორმა ჯოშ ჰამილტონმა ვრცელი სტატია მოამზადა.