იაპონიაში ქართული ღვინო წარადგინეს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ’’Wine and Gourmet Japan 2018” ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია „საქართველო - ღვინის აკვანი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა. ღონისძიებას იაპონელი ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.


ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: „ვინაგორა“, „შუმი“, „ვაინმენი“, „ჩიგოგიძის ღვინოები“, „ბესინი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „შილდა“, „მეღვინეობა დანიელი“, „მილდიანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მეღვინეობა ხარება“, „გიუაანი“, „მარანული“, „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“ და GWS.


გამოფენასა და ქართული ღვინის დეგუსტაციას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო.


"’Wine and Gourmet Japan"-ზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და იმპორტიორები აზიის რეგიონიდან, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას იაპონიასა და მის მეზობელ ქვეყნებში.


რამდენიმე ქართულმა კომპანიამ გამოფენის მსვლელობის დროს შეძლო მოეძიებინა ახალი იმპორტიორი, რამდენიმემ კი მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორთან დაიწყო.


„Wine and Gourmet Japan“ არის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და პროფესიონალური გამოფენა აზიის მასშტაბით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
ღვინის ეროვნული სააგენტო იაპონიაში აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს 2015 წლიდან ახორციელებს, რის შედეგადაც გაიზარდა როგორც ქართული ღვინის კომპანიების მხრიდან იაპონიის ბაზრის მიმართ ინტერესი, ისე იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი.


მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, იაპონიაში ექსპორტირებულია 53 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 230%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინო იაპონიაში გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებზე ყოველ წელს არის წარმოდგენილი. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე იმართება ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაციები.


 


სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, ბრალდებულების დ. თ.-სა და ე. ბ.-ს მიმართ.

ზაზა სარალიძე: ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულმა ზუსტად იცის, რა მოხდა ფარდულში

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ინციდენტის დღეს მოვლენების ეპიცენტრში იყო და ზუსტად იცის, რა მოხდა ფარდულში, - ამის შესახებ მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

ცრუ ჩვენების მიცემის გამო დაკავებული დ.ღ-ს დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ-ს დედა პირველ კომენტარს აკეთებს.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალური განცხადებას ავრცელებს.

თელავსა და სიღნაღში სასამართლოთა განახლებული შენობა და ახალი ფლიგელი გაიხსნა

თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების მიზნით ახალი ფლიგელის მშენებლობა დასრულდა.

თიანეთში ძლიერმა ქარმა ასწლოვანი კაკლის ხეები მოგლიჯა

თიანეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ დულუზაურებში ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხეები წააქცია.
მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის თქმით, ასევე დაზიანებულია სახლები, ელექტრო-ბოძები და ღობეები.

სინოპტიკოსები მდინარეებში წყლის დონის მატებასა და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურებას ვარაუდობენ

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თბილისის მერის მოადგილემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე „ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალურ სამიტს დაესწრო და პანელში სახელწოდებით „ღია მმართველობა ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე“ მიიღო მონაწილეობა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

სოფიო ქაცარავა: ჩემთვის მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების მიმართ შეურაცხყოფა

ჩემთვის მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების მიმართ შეურაცხყოფა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოფიო ქაცარავა ყოფილი თანაგუნდელის დავით ჭიჭინაძის ,,ქართული ოცნებიდან" გარიცხვას.

ქუთაისში დამწვარი საცხოვრებელი კორპუსის გადასახურ მასალას მერია იყიდის

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაზარალებული კორპუსის მოსახლეობას ქალაქის მერია გადასახურ მასალას შეუძენს.

სოფო კილაძე - ქვეყანაში ყველაზე მთავარი გამოწვევა არის სოციალური და ეკონომიკური უფლებები

ქვეყანაში ყველაზე მთავარი გამოწვევა არის სოციალური და ეკონომიკური უფლებები, - ამის შესახებ სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დავით ზალკალიანი ევროკომისარს სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა

ევროკომისარი სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან თანამშრომლობას და უსაფრთხოებისთვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელოვან როლსრეგიონში. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეორგანიზაციის პროცესში ახალ ვაკანსიებზე კონკურსს აცხადებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი ცხადდება.

მაია ცქიტიშვილი: აუცილებელია დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა  

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ყოფილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ტექნიკური დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდა.

მამუკა მდინარაძე: რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდით, პასუხი არ გაგვეცა ბატონი დავითისთვის,თუმცა მან აქედან შესაბამისი დასკვნები ვერ გამოიტანა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის ფაქტს გამოეხმაურა.

,,საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა“ - გერმანიის მთავრობამ კანონპროექტი დაამტკიცა

გერმანიის ფედერალური მთავრობის კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას ითვალისწინებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონი

ირმა ქავთარაძემ საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტიორ კომპანიებს ენერგომარკირების სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ენერგომარკირების საკითხზე. 

დავით ზალკალიანის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ევროკავშირში ვიზიტი ადასტურებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობას  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი და გამართული მაღალი დონის შეხვედრები შეაფასა.

ეკატერინე გალდავა: კომპანიის რეგიონული ფილიალების საქმიანობა უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს 

,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმატებული საქმიანობისთვის რეგიონულმა ფილიალებმა მნიშნელოვანი როლი უნდა შეასრულონ’’