ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება

საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, დღეს ახალი სატრანსპორტო კვანძი მოწყობის  სამუშაოები იწყება. 

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ეს მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც თბილისში, სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვისა და საგზაო  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ არის მიმართული. 

„დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ეს არის ახალი სატრანსპორტო კვანძი, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე. ამ პროექტის განხორციელება დაახლოებით, 2 მილიონ 700 ათასი ლარი ეღირება. სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, რომელიც  აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს, განტვირთავს საცობებს საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში და ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეამცირებს. მსგავსი პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეების კომფორტი და მათი ურბანული საჭიროებები ქალაქში მოწესრიგდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.   

მისივე თქმით, პროექტი, მასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების მიუხედავად, აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

„შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე, როგორც ეს 50 წლის წინ იყო, როცა დედაქალაქში რამდენიმე მანქანა დადიოდა. გვიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. მხოლოდ ახალი სატრანსპორტო კვანძების მშენებლობით, არსებულ სატრანსპორტო, მათ შორის, საცობების პრობლემებს ვერ გადავჭრით, თუმცა ამ მხრივ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. როდესაც 

ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, ნებართვების გაცემაზე უარის თქმა, ასევე, ხეების გადარგვა და მოჭრაც, რამაც შეიძლება მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

 


ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

,,ვეღარაფრით გამაკვირვებს ვერც ერთი „დიდი პატრიოტი“ - პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს

რუსეთში გამართულ კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს.

ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოსმეხუთე სხდომა გაიმართა.

პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს სამუშაო ჯგუფი თემაზე - პარლამენტის ეფექტიანობის და გამჭვირვალობის გაძლიერება კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

ზვიად კვაჭანტირაძე: „თეუჩეჟ ყატი დღესაც არის ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს ჭეშმარიტი დესპანი“

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩერქეზი მხატვრის თეუჩეჟ ყატის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელიც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ გახსნა.

დეპუტატები ტურიზმის შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობენ

საქართველოს პარლამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ტურიზმის შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობს.

ციხელაშვილი: დღეს ყველა მიხვდა, რომ 10 წლის წინ საქართველოში შემოჭრა, ეს იყო ევროპაზე თავდასხმა

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე შედგა დისკუსია თემაზე „უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად“.

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“ საზეიმოდ დაიხურა

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“ საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.

რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე - თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის შესაძლო გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და რეკრუტის მიერ გაკეთებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

გიორგი ქობულია - საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის საელჩოების მუშაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო და მოხსენება გააკეთა საქართველოს ელჩების კონფერენციაზე.

ელჩების კონფერენციის ფარგლებში სოციალური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს

ელჩების კონფერენციის ფარგლებში გრძელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმღვანელთა შეხვედრების ციკლი მთავრობის წევრებთან. კონფერენციის მესამე პანელი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს მიეძღვნა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტის უახლოეს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტის უახლოეს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელა.

ლევან დავითაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2018“-ში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში - „ელჩების კონფერენცია 2018“ მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ჯაში: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა ექნება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის რეფორმის პირველი ეტაპის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

„საპარტნიორო ფონდმა" და ჯგუფმა „სოსიეტე ჟენერალმა" სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს

„საპარტნიორო ფონდს“ ევროპის ერთერთი უმსხვილესი კომერციული ბანკის, „სოსიეტე ჟენერალის“ ბიზნესის განვითარების რეგიონული ხელმძღვანელი, ალი ახმედოვი ეწვია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტს აქვეყნებს

სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში" შესატანი ცვლილებების პროექტს აქვეყნებს.

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტ ჯონათან მერფის შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირისა გაეროს განვითარების პროგრამის მოწვევით მყოფ საერთაშორისო ექსპერტთან - ჯონათან მერფისთან.

„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად საქველმოქმედო სადილი გამართა

„სილქნეტის“ მიერ გამართული საქველმოქმედო სადილი საზოგადოებაში ფონდის ცნობადობის ამაღლებასა და დაჭრილ მეომართა ზრუნვის საქმეში სხვადასხვა კომპანიების, ბიზნესმენების და საზოგადოების წევრთა ჩართულობას ისახავდა მიზნად.

ელჩების კონფერენციაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარე „ელჩების კონფერენცია 2018-ის ფარგლებში“ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვის მიზნით მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

ზუგდიდში მესტიის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით განხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდში მესტიის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით განხორციელდება.