ვანისა და ხონის არჩევნებს ორი კანდიდატი გამოეთიშა

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 9 კანდიდატიდან 7 დარჩა. მაჟორიტარობის ორი კანდიდატი არჩევნებს გამოეთიშა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის კახაბერ მჟავანაძის განცხადებით, „თავისუფალი საქართველოდან” შოთა მაქაცარიამ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან” გიორგი ხალიჩავამ, გადაწყვეტილება „ახალი ქრისტიან დემოკრატების” კანდიდატის, მამუკა ტუსკაძის სასარგებლოდ მიიღეს.


გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანდიდატურა მოიხსნა „პატრიოტთა ალიანსიდან” გიორგი ხურციძემ, მაგრამ საოლქო კომისიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საოლქო კომისიას მხოლოდ ორმა კანდიდატმა მიმართა.


შუალედურ არჩევნებში ვანი-ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება შვიდ კანდიდატს შორის მოუწევს.


„ტრადიციონალისტები“- ამირან ქართველიშვილი,


„ევროპული საქართველო”- გიგი უგულავა,


„პატრიოტთა ალიანსიდან” გიორგი ხურციძე,


პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველო”- გიორგი ლილუაშვილი,


„ახალი ქრისტიან დემოკრატები”- მამუკა ტუსკაძე,


დამოუკიდებელი კანდიდატი- ტარიელ კოპალიანი,


„ქართული ოცნება”- გივი ჭიჭინაძე.


შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.


გაფიცულ მძღოლებს ფინანსთა მინისტრი ხვდება

ლილოში სატვირთო ავტომანქანების მძღოლების აქციაზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მივიდა. ის ადამიანი, რომელიც შენობის სახურავზე იყო ასული და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, შენობიდან ჩამოვიდა და ამ წუთებში მინისტრს ხვდება.

სოფიო ქაცარავა: პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ვიზიტს აფასებს.

მარიამ ჯაში: ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა არგუმენტსა და კითხვას გავივლით სამინისტროს, ექსპერტთა და რექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

გიორგი ქობულიამ და ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA(ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს.

რუსთავში მარნეულის მერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის მერის თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

Accor ჯგუფი AXIS Towers-ში

Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციულ ნაწილში სენიორ აიდენ მაკოლეი თბილისში სპეციალურად AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდა.

მოძრაობის თეატრში დღეს პრემიერა გაიმართება, პირველად საქართველოში მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი „ასტიგმატისტები“

დღეს, 20 სექტემბერს, მოძრაობის თეატრში ახალი სეზონი პრემიერით, მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლით „ასტიგმატისტებით“ გაიხსნება.

ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ყველას, როგორც ჩვენს თანაგუნდელებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მთავარი კანონმდებელი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პირველი“ უცვლელად გთავაზობთ:

დუბლინში საერთაშორისო კონკურსში ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერებმა მესამე ადგილი მოიპოვეს

ირლანდიაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა დუბლინში ჩატარებული ახალგაზრდა გამომგონებლების კონკურსში გამარჯვებულ ქართველ ახალგაზრდებთან.

შსს-ში დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ყაბარდო-ბალყარეთში ეთნიკურ ნიადაგზე არეულობა გრძელდება

ყაბარდო-ბალყარეთში 19 სექტემბერს დაწყებული კონფლიქტი ღრმავდება.

ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება

სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება.

ინტერპოლის წევრი ქვეყნების საერთაშორისო შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს

ინტერპოლის წევრი ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს.

GWP კახეთის გზატკეცილზე 7.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მაგისტრალურ ქსელს სრულად აახლებს.

ჯოშ ჰამილტონი: კანაფის დაბეგვრისგან მისაღები ეკონომიკური და სოციალური სარგებელი

კანაფის დაბეგვრისგან მისაღებ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელზე TheJist.co.uk-ის რედაქტორმა ჯოშ ჰამილტონმა ვრცელი სტატია მოამზადა.

ეკატერინე გალდავამ ანაკლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა დაათვალიერა

დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონებში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობები შენდება.

ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საჯად კარიმი ხელმძღვანელობდა.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება“

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს მნიშვნელოვნად შეესაბამება“.

მძღოლმა აქციაზე საწვავი გადაისხა

თბილისში ხორბლის გადამზიდავების პროტესტი გრძელდება.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და ბენზინი გადაისხა, მაგრამ ცეცხლი არ მოეკიდა და დაზიანებები ჯოხით მიიყენა.

 

აშშ-ის დეპარტამენტი: საქართველოს უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით“.

აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშში გაბრიელ სალოსის ქუჩის სპეცოპერაცია მოხვდა – „საქართველოს შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე”

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ქვეყნების 2017 წლის ანგარიშები გამოაქვეყნა.