საქართველოს ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტს შორის თანამშრომლობა გრძელდება.

წელს   Welcome to Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია  გაიმართება. აღნიშნული პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.


 


2018 წელს Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორები საინტერესო და მეტი შესაძლებლობებით დატვირთულ საკონკურსო წელს ჰპირდებიან ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს. დაჯილდოების ახალი ნომინაციები, ჟიურის განახლებული შემადგენლობა და ყველა სიახლე პროექტის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ, ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენციაზე გაჟღერდება.


 


ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში ორი წელია წარმატებით არსებობს საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი ნომინაცია:  „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესში“ და მეორე ნომინაცია, რომელიც გასულ წელს შეიქმნა სპეციალურად ქალი მეწარმეებისთვის - „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“. აღნიშნული ნომინციების გამარჯვებულები, მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პრიზებით დაჯილდოვდნენ საქართველოს ბანკის მიერ გასულ წელს. საქართველოს ბანკი წლევანდელ მონაწილეებსაც განსაკუთრებულ პრიზს გადასცემს. გამარჯვებულების ვინაობა, ტრადიციულად ყოველწლიურ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე საზეიმო ღონისძიებაზე გაჟღერდება, დეკემბერში. ხოლო მანამდე ივნისის დასაწყისში, სასტუმრო ბილტმორ თბილისში გაიმართება ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია, Welcome to Georgia-ს ფარგლებში, რომელიც მოიცავს: პანელური დისკუსიებს; B2B შეხვედრებს და საინტერესო, სასარგებლო პრეზენტაციებს, პრაქტიკულ მაგალითებს  ბაზრის წამყვანი მიმწოდებლებისა და პროფესიონალებისგან და უახლეს ინფორმაციას ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მიმდინარე პროექტების შესახებ.                               


 


 


კახა ბექაური:  მხოლოდ "რუსთავი 2" იბრძვის, რომ მათი შემოსავლები გამჭვირვალე არ იყოს 

მედიის ფინანსური გამჭვირვალობის საკითხს, რომელზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ანგარიშში საუბრობს, სოციალურ ქსელში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ეხმაურება.

ბათუმში ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში, 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს.

მედიის ფინანსურ გამჭვირვალობას, რომელზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს "რუსთავი 2"  ეწინააღმდეგება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ქართულ მედიაში არსებული მდგომარეობის შესახებ წერს.

გორში დაკარგული არასრულწლოვანი დები რუსთავში იპოვეს

დაკარგული დები, ანი და მარიამ მეგრელიშვილები პოლიციამ რუსთავში იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისროში "პირველს" განუცხადეს, რომ არასრულწლოვანი დები თავს კარგად გრძნობენ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ვინც ბრალდებულები არიან, ესენი არიან დამნაშავეები

რაც მომისმენია იქიდან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვინც ბრალდებულები არიან, ესენი არიან დამნაშავეები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ განუცხადა.

თბილისში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში მშვიდობის ხიდის მიმდებატრე ტერიტორიაზე, ცენტრალურ გზაზე გადამსვლელ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილვეველიბის თქმით, შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. 

კატერინა მატერნოვა მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების აუცილებლობაზე საუბრობს

მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების დაფინანსებისთვის.

„თბილისის ჩაის ფესტივალი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გახსნა

ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი, მთაწმინდის პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

პრემიერი: ჩვენი ვალია მუხლჩაუხრელად გავაგრძელოთ შრომა, რომ ქვეყანაში აღმოვფხვრათ სიღარიბე

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას, მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.

რომან კაკულია: მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და კომიტეტის წევრებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ახალგაზრდა მენეჯერების სკოლის მონაწილეებს შეხვდა

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტში ბელორუსიის საჯარო სამსახურის მენეჯერთა სკოლის (SYMPA) მონაწილეებს  შეხვდა.

ჭუბერში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტის, ჭუბერის თემში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, რომელზეც ზემო სვანეთის გარდა, იმერეთის, რაჭის, პანკისის, ქვემო სვანეთისა და თბილისის მაცხოვრებლებიც იმყოფებიან.

მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას შეხვდა.

ახალი ქართული სლოტი TAXI MOVIDA-მხოლოდ აჭარაბეთზე!

ქართულ ბაზარზე ახალი უნიკალური ქართული სლოტ–თამაში TAXI MOVIDA გამოჩნდა.

საქართველოს IAUP-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა

საქართველოს საქმიანი ვიზიტით IAUP-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა.

საქართველო და აზერბაიჯანი განათლების კუთხით მჭიდროდ ითანამშრომლებენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის განათლების სამინისტროები თანამშრომლობას გააღრმავებენ.

დონდუა: „მნიშვნელოვანია რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმიანებიან.

ავარია სოფელ ჩუმლაყში - დაშავებულია ოთხი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ ჩუმლაყში ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორი არასრულწლოვანი, 10 და 13 წლის მოზარდები არიან.

შსს-მ თბილისში მომხდარი ანტიკვარული ნივთების ქურდობის ფაქტი გახსნა (ვიდეო)

პოლიციამ დაკავებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ნივთები კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.

ქუთაისში გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც გარევაჭრობა აიკრძალა.

კახეთში ფერმერებს ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები ქ.გურჯაანში, კახეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს.