ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულსა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდათ

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესა და მძიმე  დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო, რითაც  პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.


მოსამართლის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ბრალდებულების მხრიდან შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლისა და შესაძლო მიმალვის საფრთხე.


ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძველს ვერ ხედავდა დაცვის მხარე, მათ გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს და სასამართლოს პასპორტის ჩამორთმევა, ასევე გარკვეული შეზღუდვების დაწესება შესთავაზეს. თუმცა  ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულისა და მძიმე დანაშულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ თეიმურ ბაქრაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ზომა, პატიმრობა გამოიყენა.


 აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესს ბრალდებულების ახლობლები ესწრებოდნენ.


ისინი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები დარჩნენ.


 ვეფხია და თეიმურაზ ბაქრაძეების  პატიმრობის ვადის ათვლა  მათი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან დაიწყება.


 ბარნოვზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე წინა  სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 6 ივნისს 11:00 საათისთვის ჩაინიშნა.


 ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობა 13 აპრილს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იმყოფებოდა. მკვლელობაში ბრალდებული გამრეკელაშვილის მამინაცვალია.


როგორც 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, 1972 წელს დაბადებული ვ. ბ. 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე კი მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა.


 


 


 


 


 


 


კახა ბექაური:  მხოლოდ "რუსთავი 2" იბრძვის, რომ მათი შემოსავლები გამჭვირვალე არ იყოს 

მედიის ფინანსური გამჭვირვალობის საკითხს, რომელზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ანგარიშში საუბრობს, სოციალურ ქსელში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ეხმაურება.

ბათუმში ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში, 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს.

მედიის ფინანსურ გამჭვირვალობას, რომელზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს "რუსთავი 2"  ეწინააღმდეგება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ქართულ მედიაში არსებული მდგომარეობის შესახებ წერს.

გორში დაკარგული არასრულწლოვანი დები რუსთავში იპოვეს

დაკარგული დები, ანი და მარიამ მეგრელიშვილები პოლიციამ რუსთავში იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისროში "პირველს" განუცხადეს, რომ არასრულწლოვანი დები თავს კარგად გრძნობენ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ვინც ბრალდებულები არიან, ესენი არიან დამნაშავეები

რაც მომისმენია იქიდან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვინც ბრალდებულები არიან, ესენი არიან დამნაშავეები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ განუცხადა.

თბილისში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში მშვიდობის ხიდის მიმდებატრე ტერიტორიაზე, ცენტრალურ გზაზე გადამსვლელ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილვეველიბის თქმით, შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. 

კატერინა მატერნოვა მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების აუცილებლობაზე საუბრობს

მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების დაფინანსებისთვის.

„თბილისის ჩაის ფესტივალი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გახსნა

ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი, მთაწმინდის პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

პრემიერი: ჩვენი ვალია მუხლჩაუხრელად გავაგრძელოთ შრომა, რომ ქვეყანაში აღმოვფხვრათ სიღარიბე

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას, მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.

რომან კაკულია: მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და კომიტეტის წევრებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ახალგაზრდა მენეჯერების სკოლის მონაწილეებს შეხვდა

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტში ბელორუსიის საჯარო სამსახურის მენეჯერთა სკოლის (SYMPA) მონაწილეებს  შეხვდა.

ჭუბერში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტის, ჭუბერის თემში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, რომელზეც ზემო სვანეთის გარდა, იმერეთის, რაჭის, პანკისის, ქვემო სვანეთისა და თბილისის მაცხოვრებლებიც იმყოფებიან.

მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას შეხვდა.

ახალი ქართული სლოტი TAXI MOVIDA-მხოლოდ აჭარაბეთზე!

ქართულ ბაზარზე ახალი უნიკალური ქართული სლოტ–თამაში TAXI MOVIDA გამოჩნდა.

საქართველოს IAUP-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა

საქართველოს საქმიანი ვიზიტით IAUP-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა.

საქართველო და აზერბაიჯანი განათლების კუთხით მჭიდროდ ითანამშრომლებენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის განათლების სამინისტროები თანამშრომლობას გააღრმავებენ.

დონდუა: „მნიშვნელოვანია რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმიანებიან.

ავარია სოფელ ჩუმლაყში - დაშავებულია ოთხი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ ჩუმლაყში ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორი არასრულწლოვანი, 10 და 13 წლის მოზარდები არიან.

შსს-მ თბილისში მომხდარი ანტიკვარული ნივთების ქურდობის ფაქტი გახსნა (ვიდეო)

პოლიციამ დაკავებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ნივთები კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.

ქუთაისში გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც გარევაჭრობა აიკრძალა.

კახეთში ფერმერებს ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები ქ.გურჯაანში, კახეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს.