თეიმურაზ ბაქრაძისთვის პატიმრობის შეფარდებას დაცვის მხარე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს

მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატი, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ  გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

 

ადვოკატი მიიჩნევს, რომ თეიმურაზ ბაქრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.


 ოთარ ხურციძე ირწმუნება, რომ ვეფხია ბაქრაძე თეიმურაზ ბაქრაძესთან სახლში დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მივიდა და ღამე იქ არ გაუთევია.


 შეკითხვაზე ვეფხია ბაქრაძემ თეიმურაზ  ბაქრაძის სახლში გამოიცვალა თუ არა სისხლიანი ტანსაცმელი ადვოკატს ზუსტი პასუხი არ აქვს.


„ვერ გეტყვით, საქმის მასალებიდან გამომდინარე ალბათ, იქ გამოიცვალა, მაგრამ თეიმურაზთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს“,-განაცხადა ოთარ ხურციძემ.


 მისივე მტკიცებით, თეიმურაზ ბაქრაძემ დანაშაულის შესახებ დაკავებამდე ერთი-ორი საათით ადრე შეიტყო.


 „დაკავების შემდეგ თეიმურაზ ბაქრაძემ ყველანაირად ითანამშრომლა გამოძიებასთან“,-აცხადებს ოთარ ხურციძე.


ადვოკატის ინფორმაციით,  სისხლიან ტანსაცმელთან დაკავშირებით თეიმურაზ ბაქრაძეს ვეფხია ბაქრაძემ უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სადღაც თხრილში ჩავარდა.


ამას გარდა, ადვოკატი აღნიშნავს, რომ თეიმურაზ ბაქრაძეს მისი ან ვეფხია ბაქრაძის მამხილებელი არანაირი მტკიცებულება არ გაუნადგურებია.


 შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.


 ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობა 13 აპრილს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იმყოფებოდა. მკვლელობაში ბრალდებული გამრეკელაშვილის მამინაცვალია.


როგორც 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, 1972 წელს დაბადებული ვ. ბ. 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე კი მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა.


 


 


 


 


 


 


 


 


ზაზა დავითაია: შალვა შავგულიძე დღეს ჩემი დამსჯელებისა და დამპატიმრებლების გვერდით დგას

ეს განცხადება „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დაპატიმრების დროს გააკეთა.

მიხეილ ბატიაშვილმა სან-ფრანცისკოში მცხოვრებ ქართულ დიასპორას განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა გააცნო

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სან-ფრანცისკოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და სტუდენტებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების, პროგრამების და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე შესახებ ესაუბრა.

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც  ფინანსური ზარალი მიაყენა მომხმარებელს.

კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანია საქართველოს ენერგო სფეროში ინვესტირებისთვის „საპარტნიორო ფონდს“ ესაუბრება

კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანია საქართველოს ენერგო სფეროში ინვესტირებისთვის „საპარტნიორო ფონდთან" მოლაპარაკებას მართავს.



მთავრობის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა ითვალისწინებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული მიმართულების პროექტების განხორციელებას.

კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა პუტინის და კიმის შეხვედრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს აპრილის მეორე ნახევარში შეხვდებიან.

გიორგი პატარაიასა და ანა წითლიძეს სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმების გადახდა დააკისრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრს ანი წითლიძესა და პარტიის პრესსამსახურის უფროსს გიორგი პატარაიას 2000-2000 ლარიანი ჯარიმების გადახდა დააკისრა.

ესტონეთის პრეზიდენტი: ტალინი მოსკოვთან დიალოგისთვის მზად არის

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდი რუსეთში ვიზიტით იმყოფება. უკანასკნელად რუსეთში ესტონეთის პრეზიდენტი 2011 წელს იმყოფებოდა.

პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

ექიმების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.

ბილაინის მომხმარებელი FlyHelp-ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფის „ვიონის“ წევრი, ავიამგზავრთა უფლებების დაცვის კომპანია FlyHelp-თან თანამშრომლობის შესახებ აცხადებს. 

სარგავი მასალის სერტიფიცირების დანერგვის პროექტი იწყება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეუროების ორგანიზაცია (FAO), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ევროკავშირის მხარდაჭერით სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროექტს იწყებს.

დავითაშვილი: ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებით მოსახლეობის არასწორი ინფორმირება ხდებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანი არის ხეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბარი.

ვოლსკი: პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება, პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ.  

შშმ პირთა დასაქმების თბილისის ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. 

პანკისის ხეობის მოსახლეობას სოფელ დუისში მინისტრები ხვდებიან

სოფელ დუისში კულტურის სახლში მოსახლეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხვდებიან.

სომხეთის პარლამენტმა სამინისტროების შემცირებას მხარი დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.

 

ქობულია: ქართველ მეზღვაურებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში და მოხარული ვარ, რომ კვიპროსთან ამ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ

საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საზღვაო სფეროში.

“ქართული ოცნების“ ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ 2012-2018 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა

განხორციელებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები:

ამინდის პროგნოზი

18-20 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9,+14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თურქეთი ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის შესვლის შეფერხებით იმუქრება

თურქეთი ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის შესვლას შეუშლის ხელს, თუ სკოპიე ანკარას თურქეთის 15 მოქალაქეს არ გადასცემს.