გიორგი გახარია: მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.

"ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვერასოდეს ვერ ვიქნებით მძიმე დანაშაულებზე შეწყალების ასე ფართო გამოყენების მომხრე. ეს არის ერთმნიშვნელოვანი ფაქტი, ჩვენ ეს პოზიცია გვაქვს და ყველგან გვექნება დაფიქსირებული. მაგრამ ჩვენი მიდგომა არ არის ის, რომ ერთი კონკრეტული ან რამდენიმე მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ ავაწყოთ რაღაც სისტემური ცვლილებები. ჩვენ ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ ასეთ აქცენტებს, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამართული მუშაობა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება"- განაცხადა მინისტრმა.


გიორგი გახარიამ ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ კონკრეტული შემთხვევის გამოძიება აუცილებელია დასრულდეს რაც შეიძლება მალე. 


"ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, გამოძიება უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება მალე. მოგეხსენებათ, რომ მსჯავრი წარდგენილია სხვა მუხლით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი", - დასძინა მან.


სამცხე-ჯავახეთს უკრაინიდან 14 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია

უკრაინული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ორდღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთში იმყოფებიან. ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები მათ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აცნობენ.

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N10-ში, N15-სა და ბროლოსანის ქუჩა N31-ში სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა. მსგავსი ტიპის სამუშაოები ამ დროისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირის N26-ში ხორციელდება.

ზაზა დავითაია: შალვა შავგულიძე დღეს ჩემი დამსჯელებისა და დამპატიმრებლების გვერდით დგას

ეს განცხადება „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დაპატიმრების დროს გააკეთა.

მიხეილ ბატიაშვილმა სან-ფრანცისკოში მცხოვრებ ქართულ დიასპორას განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა გააცნო

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სან-ფრანცისკოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და სტუდენტებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების, პროგრამების და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე შესახებ ესაუბრა.

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც  ფინანსური ზარალი მიაყენა მომხმარებელს.

კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანია საქართველოს ენერგო სფეროში ინვესტირებისთვის „საპარტნიორო ფონდს“ ესაუბრება

კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანია საქართველოს ენერგო სფეროში ინვესტირებისთვის „საპარტნიორო ფონდთან" მოლაპარაკებას მართავს.



მთავრობის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა ითვალისწინებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული მიმართულების პროექტების განხორციელებას.

კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა პუტინის და კიმის შეხვედრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს აპრილის მეორე ნახევარში შეხვდებიან.

გიორგი პატარაიასა და ანა წითლიძეს სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმების გადახდა დააკისრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრს ანი წითლიძესა და პარტიის პრესსამსახურის უფროსს გიორგი პატარაიას 2000-2000 ლარიანი ჯარიმების გადახდა დააკისრა.

ესტონეთის პრეზიდენტი: ტალინი მოსკოვთან დიალოგისთვის მზად არის

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდი რუსეთში ვიზიტით იმყოფება. უკანასკნელად რუსეთში ესტონეთის პრეზიდენტი 2011 წელს იმყოფებოდა.

პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

ექიმების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.

ბილაინის მომხმარებელი FlyHelp-ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფის „ვიონის“ წევრი, ავიამგზავრთა უფლებების დაცვის კომპანია FlyHelp-თან თანამშრომლობის შესახებ აცხადებს. 

სარგავი მასალის სერტიფიცირების დანერგვის პროექტი იწყება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეუროების ორგანიზაცია (FAO), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ევროკავშირის მხარდაჭერით სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროექტს იწყებს.

დავითაშვილი: ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებით მოსახლეობის არასწორი ინფორმირება ხდებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანი არის ხეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბარი.

ვოლსკი: პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება, პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ.  

შშმ პირთა დასაქმების თბილისის ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. 

პანკისის ხეობის მოსახლეობას სოფელ დუისში მინისტრები ხვდებიან

სოფელ დუისში კულტურის სახლში მოსახლეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხვდებიან.

სომხეთის პარლამენტმა სამინისტროების შემცირებას მხარი დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.

 

ქობულია: ქართველ მეზღვაურებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში და მოხარული ვარ, რომ კვიპროსთან ამ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ

საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საზღვაო სფეროში.

“ქართული ოცნების“ ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ 2012-2018 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა

განხორციელებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები: