ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონება ნახევარ მილიონ ლარად შეაფასა

უზენაესი სასამართლო სახელმწიფოსთან  და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე მიმდინარე დავას დაასრულებს.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მომდევნო სხდომამდე ეძელევა გონივრული ვადა როლანდ ბლადაძესთან წარმოებული მოლაპარაკებები მორიგების საფუძველზე დაარსულოს.


იმ შემთხვევაში, თუკი სამინისტრო 4 მაისის სხდომაზე დავა მორიგებით არ დასრულდება, სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს და გადაწყვეტილებას მიიღებს.


 


2018 წლის 26 აპრილის სასამართლო სხდომაზე სასამართლომ უახლესი ინფორმაცია მიიღო მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების საკითხებთან დაკავშირებით. საქმეზე სიახლეს წარმოადგენს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის დასკვნა, რომელიც თანახმადაც, ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა #37, ბინა #8-ში მდებარე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული უძრავ ქონების - 277.91 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულებამ აპრილის თვის მდგომარეობით, შეადგინა 473 559 ლარი, ხოლო იგივე ქონება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოტომასალებში ასახული რემონტის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით - 497 459 ლარი. ამასთან, სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა როლანდ ბლადაძის მიმართ შეთავაზებული ალტერნატიული ფართების სადღეისო საბაზრო ღირებულების საექსპერტო დასკვნებიც. კერძოდ, კომერციული ფართი 171 კვ.მ მდებარე ბათუმში შეფასებულ იქნა 520 353 ლარის ოდენობით, სამი ბინა შავი კარსაკის მდგომარეობით, მდებარე ქ. თბილისში ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქუჩაზე შემდეგი მონაცემებით -  165 კვ.მ ფართით (მე-11 სართული) 261 512 ლარის ოდენობით, 252 კვ.მ. ფართით 399 866 ლარის ოდენობით და 160 კვ.მ. ფართით 261 512 ლარის ოდენობით (მე-12 სართულზე). სამინისტროს პოზიციით, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის დროს რეგისტრირებულ მონაცემებში დაფიქსირებულია 215 კვ.მ ფართი, შეთანხმებაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით და მისი საბაზრო ღირებულების დადგენის საფუძველზე. ამასთან, სამინისტრომ აღნიშნა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ მეტი კვადრატული მეტრი ფართის გადაცემის შემთხვევაში, უნდა ანაზღაურებულიყო სხვაობა და დაუშვა ის გარემოებაც, რომ თავად მოახდენდა ალტერნატიული ფართების გასხვისებას და როლანდ ბლადაძის მიმართ ფულადი სახით 497 459 ლარის გადაცემას.


 


სასამართლომ მოისმინა როლანდ ბალდაძისა და მისი წარმომადგენლის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის საბოლოო პოზიციები დავის მორიგებით დასრულებასა და მის პირობებზე.


როლანდ ბლადაძის განცხადებით, სახელმწიფოს უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩამორთმეული ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული უარს ამბობდა სახელმწიფო მიმართ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ორგანოებში ყოველგვარ სარჩელზე, საჩივარსა და მიმართვაზე, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დამოკიდებულებები საჭიროებდა სწორი სამართლებრივი და პოლიტიკური დასკვნების გაკეთებას. ამასთან, სასამართლოს სრული ინფორმაცია მიეწოდა იმის შესახებ, რომ როლანდ ბლადაძის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობდა სადარბაზო ფართი 13.0 კვ.მ და მანსარდი 59.31 კვ.მ ფართით, რომლის მარეგისტრირებელ ორგანოში გატარება, სახელმწიფოს მაშინდელი პოლიტიკური დევნის პირობებში, ვეღარ მოხერხდა და მის მფლობელობაში, თავიდანვე არსებობდა საცხოვრებელი ფართი 277.91 კვ. მ ფართობით, რომელი დასაბუთებაც სარწმუნოდ მიიჩნია საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა.


როლანდ ბლადაძემ უარი განაცხადა ალტერნატიული ფართების სახელმწიფოს მხრიდან გასვისების პროცესსა და ფინანსურად დაკმაყოფილებაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი შეიცავდა რისკებსა და დროში გახანგრძლივებულ პროცესს.


ამასთან, როლანდ ბლადაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიმართ ვერ ექნებოდა რაიმე სახის ფინანსური ვალდებულებები, თუკი მიიღებდა მეტობით ფართს, ხოლო სასამართლომ შენიშნა, რომ სახელმწიფოს ზედმეტობით გადაცემული ფართი შემთხვევაში, უნდა ეფიქრა მოქალაქის ერთგვარ მორალურ კომპენსირებაზე, რომელიც გამოიხატა უკანონო დევნაში, ქონების ჩამორთემვაში და როლანდ ბლადაძის მოთხოვნის უფლების დათმობაში სამომავლო დავებთან დაკავშირებით.


როლანდ ბლადაძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხხვევაში, მათი საბაზრო ღირებულებების მიუხედავად, თუკი უპირობოდ სახელმწიფოს მიერ გადაცემულ იქნებოდა შავი კარსაკის მდგომარეობით, მდებარე ორი საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქუჩაზე შემდეგი მონაცემებით 252 კვ.მ. ფართი და 160 კვ.მ. ფართი (მე-12 სართულზე). სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მოსალოდნელი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უნდა ეფიქრა როლანდ ბლადაძის საბოლოო წინადადებაზე და აღნიშნა, რომ თუკი 4 მაისამდე არ იქნება მიღწეული შეთანხება, საქმე არსებითად განიხილება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებაც.


 


საქმეს ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და ზურაბ ძლიერიშვილი განიხილავენ. საქმეზე 4 მაისის სხდომა 14:00 საათზე განახლდება.


ვახტანგ გომელაურმა დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის შვილს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის იუბილარ შვილს -ანასტასია ანთაძეს, დაბადების დღე პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. 

სპეციალური შეთავაზება Toyota C-HR-ის პოტენციური მომხმარებლებისთვის

TOYOTA C-HR - ეს ის მოდელია, რომლითაც „ტოიოტამ“ ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც მიმანიშნებელია, რომ ავტომობილის დიზაინი მოიცავს როგორც კუპეს, ისე ქროსოვერის ელემენტებს.

ჯოზეფ ბორელი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი კიბერგამძლეობის ზრდაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს გასული წლის ოქტომბერში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის გამო. 

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს ბინები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ
პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძეს და მისი მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძეს ბინები და მედლები გადასცა.

ნაძალადევის რაიონში 50-მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, კვერნაულის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.

პრემიერი: საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია საქართველო გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა

"წელიწადსა და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გია გაჩეჩილაძე: ჩიკატილო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა

„ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფიიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?“, - ამ კითხვით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვა იგეგმება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.

2 ლარად მოგებული 14 280 ლარი!

ამჯერადაც, მოგებული ბილეთი ბათუმში გაიყიდა!

მდინარაძე ოპოზიციაზე: პირობას ვაძლევთ რევოლუციურ სცენარს ვერ განავითარებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით  მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება თუ ვერ შედგა 2020 წლის არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება.

პრემიერი კიბერშეტევაზე: ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის წევრს, საქართველოს შეეფერება 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, კიბერსივრცე არ არის მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცველი, ეს არის გლობალური გამოწვევა. 

 
უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის პროცესი ახალ ფაზაში გადადის

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან ინტენსიური შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანი უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფაა უნივერსიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით.  

გია გაჩეჩილაძე: მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მხრიდან ძალიან უცნაური განცხადებები კეთდება.

პრემიერი: დანაშაულის დაფიქსირებისას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია

"ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც "ევროპული საქართველოს" ოფისთან ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციას ეხებოდა.

გიორგი გახარია: ღირსეული პოლიციელი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში, ბათუმში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს, ასევე პატრულ - ინსპექტორ ავთანდილ მჟავანაძეს ბათუმში საჩუქრად ბინები გადაეცათ.

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 7 ფაქტი აღიკვეთა.

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ბალახს უკიდია.

კობა გვენეტაძემ სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მაროკოს დედაქალაქ რაბათში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

ვახტანგ გომელაური: პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ასეთი კიბერშეტევა არ მოხდეს 

"ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა", - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრა გაიმართა 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა  რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება.