ყოფილი მთავარი პროკურორი დღეს მოწმის სახით გამოკითხვაზე იმყოფებოდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დღეს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი მ.ზ. მოწმის სახით გამოიკითხა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მიერ დასმული კითხვები უკავშირდებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს, „ტელეიმედის“ მაუწყებლობის გათიშვის ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, სხვადასხვა სამართალდამცავი უწყებების თანამდებობის პირთა და წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების საქმიანობაში განხორციელებული უკანონო ჩარევის ფაქტებს, რომელთა შედეგადაც „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და „ტელეიმედს“ 2007 წლის 8 ნოემბრის თარიღით შეუჩერა სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოძიების კითხვები შეეხებოდა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის მქონე პირების დავალებით, მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეების მიერ განხორციელებული ზეწოლითა და სახელმწიფო რესურსების არაკანონიერად გამოყენებით, გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილის ყველა ძირითადი ქონების, მათ შორის 2008 წლის 19 თებერვალს, „ტელეიმედისა“ და „რადიოიმედის“, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების კონტროლს ქვეშ უკანონოდ გადასვლის ფაქტებს.

შეგახსენებთ, რომ მ.ზ. 2007 წლის 7-8 ნოემბერს, მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსის, ხოლო 2008 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობებზე.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.

 

 


დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მამა მოკლა და ცხედარი გადამალა

პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ. დააკავა.

ბრიუსელში ბაზირებული წამყვანი ევროპული გამოცემა EURACTIV  საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება

ბრიუსელში ბაზირებული წამყვანი ევროპული გამოცემა EURACTIV გასული წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას შემდეგი სათაურით - „საქართველო ავრცელებს ინფორმაციას „რუსეთის მიერ განხორციელებული“ ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ“

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას იტალიური მედია აქტიურად ეხმაურება

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ- შეტევას იტალიური მედია აქტიურად ეხმაურება.

ლარი 0.34 თეთრით გაუფასურდა

21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8299 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.34 თეთრი შეადგინა.

საჩხერეში არასრულწლოვანმა მამა მოკლა

საჩხერეში 16 წლის ბიჭმა მამა მოკლა. კაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

პრემიერი გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებაზე: ეს ყველაფერი მოგონილია

"იმდენი საინტერესო რამ ხდება ჩვენს ირგვლივ, რომ რა დროს დაპირისპირებაა, საქმე გვაქვს გასაკეთებელი",- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებას უკავშირდებოდა.

 

ვახტანგ გომელაურმა დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის შვილს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის იუბილარ შვილს -ანასტასია ანთაძეს, დაბადების დღე პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. 

სპეციალური შეთავაზება Toyota C-HR-ის პოტენციური მომხმარებლებისთვის

TOYOTA C-HR - ეს ის მოდელია, რომლითაც „ტოიოტამ“ ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც მიმანიშნებელია, რომ ავტომობილის დიზაინი მოიცავს როგორც კუპეს, ისე ქროსოვერის ელემენტებს.

ჯოზეფ ბორელი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი კიბერგამძლეობის ზრდაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს გასული წლის ოქტომბერში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის გამო. 

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს ბინები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ
პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძეს და მისი მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძეს ბინები და მედლები გადასცა.

ნაძალადევის რაიონში 50-მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, კვერნაულის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.

პრემიერი: საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია საქართველო გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა

"წელიწადსა და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გია გაჩეჩილაძე: ჩიკატილო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა

„ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფიიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?“, - ამ კითხვით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვა იგეგმება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.

2 ლარად მოგებული 14 280 ლარი!

ამჯერადაც, მოგებული ბილეთი ბათუმში გაიყიდა!

მდინარაძე ოპოზიციაზე: პირობას ვაძლევთ რევოლუციურ სცენარს ვერ განავითარებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით  მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება თუ ვერ შედგა 2020 წლის არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება.

პრემიერი კიბერშეტევაზე: ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის წევრს, საქართველოს შეეფერება 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, კიბერსივრცე არ არის მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცველი, ეს არის გლობალური გამოწვევა. 

 
უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის პროცესი ახალ ფაზაში გადადის

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან ინტენსიური შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანი უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფაა უნივერსიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით.  

გია გაჩეჩილაძე: მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მხრიდან ძალიან უცნაური განცხადებები კეთდება.

პრემიერი: დანაშაულის დაფიქსირებისას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია

"ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც "ევროპული საქართველოს" ოფისთან ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციას ეხებოდა.