სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული შ.ტ. დამნაშავედ სცნო  სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 19, 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, ქ.თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი N34-ში მდებარე შპს „პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან, შ.ტ. - მ  ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მეუღლეს თ.ტ. - ს  დანით  გულმკერდის, მუცლისა და ზურგის არეში მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად თ.ტ. - ს გადარჩენა მოხერხდა. 


სამართალდამცველებმა შ.ტ. 2017 წლის 8 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 19, 108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ  შ.ტ.  დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ნათია თურნავა ტორონტოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტორონტოს უნივერსიტეტის მუნკის სახელობის გლობალური ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს შესახებ კვლევაზე მუშაობენ.

საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმას ნიდერლანდების პრესა ეხმაურება

გასულ წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმას მსოფლიოს ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ეხმაურებიან. მომხდარი აქტიურად შუქდება საერთაშორისო მედიაშიც.

22 თებერვალს ალბომის პრეზენტაცია "რეჩიტატივი ქალაქში" - კახა ბაკურაძის სოციალური პოეზიის პერფორმანსები გაიმართება

მოძრაობის თეატრის დამფუძნებლის კახა ბაკურაძის სოციალური პოეზიის პერფორმანსები დღევანდელ პრობლემებზე და გამოწვევებზე ერთ ალბომად გამოიცემა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას საფრანგეთის პრესა გამოეხმაურა

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას ფრანგული პრესაც გამოეხმაურა.

კახეთის რეგიონში პროფესიული განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ღვინის მწარმოებელ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“  შორის პროფესიული განათლების მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობა იწყება.

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.

ვეფხვია გულედანი: პოლიტიკოსი, რომელიც კანონს ერთხელ დაარღვევს, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს 

ა/ო საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი ექსპრემიერისა და შს ყოფილი მინისტრის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხამაურება და ამბობს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც კანონს ერთხელ დაარღვევს, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. 

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მამა მოკლა და ცხედარი გადამალა

პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ. დააკავა.

ბრიუსელში ბაზირებული წამყვანი ევროპული გამოცემა EURACTIV  საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება

ბრიუსელში ბაზირებული წამყვანი ევროპული გამოცემა EURACTIV გასული წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას შემდეგი სათაურით - „საქართველო ავრცელებს ინფორმაციას „რუსეთის მიერ განხორციელებული“ ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ“

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას იტალიური მედია აქტიურად ეხმაურება

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ- შეტევას იტალიური მედია აქტიურად ეხმაურება.

ლარი 0.34 თეთრით გაუფასურდა

21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8299 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.34 თეთრი შეადგინა.

საჩხერეში არასრულწლოვანმა მამა მოკლა

საჩხერეში 16 წლის ბიჭმა მამა მოკლა. კაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

პრემიერი გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებაზე: ეს ყველაფერი მოგონილია

"იმდენი საინტერესო რამ ხდება ჩვენს ირგვლივ, რომ რა დროს დაპირისპირებაა, საქმე გვაქვს გასაკეთებელი",- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებას უკავშირდებოდა.

 

ვახტანგ გომელაურმა დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის შვილს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის იუბილარ შვილს -ანასტასია ანთაძეს, დაბადების დღე პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. 

სპეციალური შეთავაზება Toyota C-HR-ის პოტენციური მომხმარებლებისთვის

TOYOTA C-HR - ეს ის მოდელია, რომლითაც „ტოიოტამ“ ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც მიმანიშნებელია, რომ ავტომობილის დიზაინი მოიცავს როგორც კუპეს, ისე ქროსოვერის ელემენტებს.

ჯოზეფ ბორელი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი კიბერგამძლეობის ზრდაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს გასული წლის ოქტომბერში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის გამო. 

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს ბინები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ
პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძეს და მისი მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძეს ბინები და მედლები გადასცა.

ნაძალადევის რაიონში 50-მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, კვერნაულის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.

პრემიერი: საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია საქართველო გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა

"წელიწადსა და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გია გაჩეჩილაძე: ჩიკატილო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა

„ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფიიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?“, - ამ კითხვით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას.