მამუკა ბახტაძე: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 30 მლნ ლარით გაზარდოს ტრანსფერი თბილისისთვის

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 30 მლნ ლარით გაზარდოს ტრანსფერი თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე დედაქალაქის მერთან ერთად განხილულ იქნა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის შესახებ.


დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი თბილისის მერიას საშუალებას მისცემს, მიმდინარე წელსვე განახორციელოს 2019-2020 წლებისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მომდევნო ორი წლის ბიუჯეტში გამოუთავისუფლებს ფინანსურ რესურსს, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.


„აღნიშნული თანხა მოხმარდება თბილისში საავტომობილო გზების რეაბილიტაციას. აღნიშნული პროგრამა უნდა დასრულებულიყო შემდეგი 2 წლის განმავლობაში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთი მხრივ, გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კაპიტალური პროექტების საკმაოდ ეფექტური ათვისება, მივიღეთ გადაწყვეტილება, წელსვე დავაკორექტიროთ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამატებით 30 მლნ ლარით. შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტს, ექნება საშუალება დაიწყოს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების პროექტირება. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ წლებში, ჩვენ გამოვათავისუფლებთ თანხებს, რომელიც უნდა მოხმარდებოდა გზების რეაბილიტაციას, მივმართავთ სპორტული ობიექტების ასაშენებლად,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ამ მიმართულებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საქართველოს რეგიონებშიც. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ გვაქვს საშუალება, გაზრდილი დაფინანსებიდან, რომელსაც მთავრობა მიიღებს საერთაშორისო ფინანსური ინტიტუტებიდან, დიდი ნაწილი მოხმარდეს მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას.


„მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სტუმრად იმყოფება მსოფლიო ბანკის დელეგაცია. ეს არის ისტორიული ვიზიტი, ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია ჩამოსულია საქართველოში. უახლოეს მომავალში, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში, მსოფლიო ბანკში მოხდება გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება პორტფელი. შედეგად, ჩვენ მსოფლიო ბანკში შემავალი ფინანსური ორგანიზაციების მეშვეობით, გვექნება დამატებითი ფინანსური რესურსი მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც მიმართული იქნება განათლების რეფორმის მხარდასაჭერად, ამავე დროს, საქართველოში სპორტული ცხოვრების წახალისებისთვის",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.


დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს.


შსს - მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის მითითებებს და დაიცვან მოძრაობის წესები

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

 

თბილისის მერმა აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა.

ექსპერტის შეფასებით, არასწორი და გაბუქებული ინფორმაციის კვლევაში ასახვა ძალიან ცუდია

ექსპერტი გია აბაშიძე ორგანიზაცია Freedom House-ს აკრიტიკებს.

ავტობანზე 20-ზე მეტი მანქანა ერთმანეთს მსუბუქად შეეჯახა

ავტობანზე 20-ზე მეტი ავტომობილი,  ერთმანეთს მსუბუქად შეეჯახა.

ახალციხეში ავტომობილის ინსპექტირების ცენტრთან რიგებია

ახალციხეში, ავტომობილის ინსპექტირების ცენტრთან ათობით მანქანა თავის რიგს ელის. მძღოლები ხშირად მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ ახერხებს ტექდათვალიერების გავლას. 

„სილქნეტი“ თავის მომხმარებელს განახლებულ პირობებს შესთავაზებს

გასული წლის განმავლობაში „სილქნეტმა“ მნიშვნელოვანი სიახლეები შესთავაზა მომხმარებელს. დანერგა 4.5 G ტექნოლოგია და გააუმჯობესა ინტერნეტის ხარისხი.

დავით სერგეენკო: სისხლის მარაგი შეფერხების გარეშე მიეწოდება კლინიკას

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

სერგეენკო: ,,სიხლის ბანკი" ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ ერთ-ერთი ,,სისხლის ბანკის" მიერ გაკეთებულ განცხადებას მწვავე კომენტარით პასუხობს.

აფეთქების შედეგად დაზარალებული 70 ადამიანი სასტუმროებშია განთავსებული

ამ დროისთვის სასტუმროებში, აფეთქების შედეგად დაზარალებული 70-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონი გამოიყო

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა 11 მილიონი ლარი გამოყო. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ადასტურებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად თავიანთ ოჯახის ექიმებს მიმართონ.

ჯარში ნამსახურებ პირებს სოცქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ

რუსეთში, ჯარში ნამსახურებ პირთა ნაწილს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ.

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.

გენადი არველაძე საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას(პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

ირაკლი ხმალაძე: მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს.

აკაკი ზოიძე Freedom House-ს აკრიტიკებს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ორგანიზაცია Freedom House-ს აკრიტიკებს.

ლარის კურსი

17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6634 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.
 

18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაუგრძნობს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩი დიდ დიღომში  გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

 

ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით პირველი ავიარეისი ხვალ შესრულდება

ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 18 იანვარს, პირველ რეგულარულ ავიარეისს ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით შეასრულებს.

დღე მეორე - უახლესი ფოტოები აფეთქების ადგილიდან

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღეა.