პრემიერ-მინისტრმა თელავში ბატონის მუზეუმი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, ბატონის მუზეუმი გახსნა.

მუზეუმის მშენებლობა რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.


„დღეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა! კახეთს, კონკრეტულად კი თელავს, შეემატა ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და კულტურული სივრცე - მეფეთა სასახლის შემდეგ უკვე ბატონის ციხის მუზეუმი, რომელიც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძგელის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. მე მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თელაველებისთვის ერეკლე მეორის სახელი, მისდამი პატივის მიგება და პირველ რიგში, თელაველებს გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს. ვულოცავ, რა თქმა უნდა, მთელ საქართველოს! თელავის ბატონის ციხე უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის საშუალებას აძლევს მომავალ თაობებს მიეახლონ ისტორიას, ხელით შეეხონ მას, სათანადო პატივი  მიაგონ ჩვენს უდიდეს წინაპრებს. ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე ამ კომპლექსს შეემატა მუზეუმი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიითაა მოწყობილი და 65 000 ექსპონატია დაცული მის სივრცეში. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაჰკანკალებდნენ თითოეულ ექსპონატს და დღევანდელ დღეს, უკვე მომავალ თაობას შემოუნახეს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი, რთული პერიოდის განმავლობაში დაიცვეს ექსპონატები და მართლაც, გმირული საქციელი ჩაიდინეს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.


პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს, როგორც ქვეყნის განვითარების მთავარ პარტნიორს,საქართველოში არაერთი კულტურული-მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენის ხელშეწყობისთვის და აღნიშნა, რომ ახალი მუზეუმი ტურისტების ერთ-ერთ მთავარ მიზიდულობის ცენტრად იქცევა.


„როგორც მითხრეს, რამდენიმე ათეული ათასი, მაქსიმუმ სამოცდაათი-ოთხმოცი ათასი ტურისტი ჩამოვა ამ ახალ მუზეუმში, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რიცხვი იქნება ასეულობით ათასი, გამომდინარე იმ სიმდიდრიდან, რაც ამ მუზეუმში და მეფეთა სასახლეშია დაცული და ასევე, გამომდინარე თელავის სტუმართმოყვარეობიდან, იმ უამრავი, უმდიდრესი კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლიდან რომელიც აქ არის, იმ ახალი ინფრასტრუქტურიდან, რომელიც შეიქმნა ამ ძეგლების მიმდებარედ. მე მინდა, მსოფლიო ბანკს მადლობა გადავუხადო დართლოს კომპლექსისთვის, გარეჯის კომპლექსისთვის, ალავერდის მიმდებარე ინფრასტრუქტურის გალამაზებისთვის. სულ ორიოდე დღის წინ გვქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებთან, რომლებიც საქართველოში ბრძანდებოდნენ და მათ აღნიშნეს ის უმნიშვნელოვანესი პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მსოფლიო ბანკს, როგორც საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორს,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბატონის სასახლის კომპლექსში მუზეუმის გახსნით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი  ერეკლე მეფის ხსოვნას, რომლის სახელსაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი უკავშირდება.


„დღევანდელი დღე, ყველაზე მეტად ალბათ არის ერეკლე მეფისთვის პატივის მიგების კიდევ ერთი დღე. იგი გახლდათ მეფე, რომლის მთელი ცხოვრებაც იყო არჩევანი - 15 წლის ასაკიდან მოყოლებული, როდესაც მან გაუძლო უდიდეს ზეწოლას ნადირ შაჰის მხრიდან და მიუხედავად ამ ზეწოლისა, მეფე თეიმურაზის შემდეგ იყო მეორე მეფე, ბევრი თაობის მეფეების შემდეგ, რომელიც ქრისტიან, მირონცხებულ მეფედ მოევლინა საქართველოს. იგი იყო უდიდესი მეფე, რომლის სახელსაც უკავშირდება თუ ყველაზე რთული არა, ალბათ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება. იგი იყო მეფე, რომელმაც გააკეთა ურთულესი არჩევანი ქრისტიანობის სასარგებლოდ, რომელმაც ყველაზე კარგად უწყოდა, რომ საქართველოს, ქართველი კაცის სულიერი ბუნების დედაბოძი იყო ქრისტიანობა და როგორც კი ეს დედაბოძი დაინგრეოდა, საქართველოს იდენტობა გაქრებოდა დედამიწის ზურგიდან. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ამ უდიდეს მეფეს და ჩვენთვის ათმაგად სასიხარულოა ამ ახალი, ულამაზესი მუზეუმის გახსნა, აქ, ბატონის სასახლეში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


პროექტის ფარგლებში, აგრეთვე კეთილმოეწყო ტერიტორია, როგორც მუზეუმის, ასევე ბატონის სასახლის მხარეს.


მუზეუმში გაკეთდა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეშიც გამოფენილია: არქეოლოგიური დაეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო  აღჭურვილობის  ნიმუშები, ხელნაწერები  და  რარიტეტული  გამოცემები. ასევე,მოეწყო დროებითი საგამოფენო სივრცე და გალერეა, რომელშიც მრავლად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის ფერწერული ნამუშევრები.


სამუზეუმო ექსპონატები დღეს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელ სარა მაიკლთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ გაგი ბუაძესთან და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაათვალიერა.


ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონ ლარამდეა.


სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის.

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ხანძარია

თბილისში, მოსკოვის გამზირზე კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოში იწვის საბურავები და პენოპლასტი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 100კვ. ფართი. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია ხვალ, 22 ოქტომბერს, 12:30 საათზეგაიმართება.

რუსთავში აფეთქებისას დაშავებული 2 მოზარდი თბილისში გადმოიყვანეს

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვი, რვა წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი, თბილისში გადმოიყვანეს. ისინი მკურნალობას ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში გააგრძელებენ.

კახა კალაძე ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალს დაესწრო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი გრძელდება. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად დაესწრო.

დიდუბის რაიონში წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის გამზირზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. 

ლაშა ნაცვლიშვილი მირზა სუბელიანის ბრალდებაზე: პატიმარს თავისუფლებიდან არ პასუხობენ

პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს დიდი გამოხმაურება მოყვა. 

 

 

ოკაცეს კანიონი დროებით დაიხურა

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონი დაიხურა.

სალომე ზურაბიშვილი - საოკუპაციო ხაზი უნდა მოვშალოთ და დავიბრუნოთ ნამდვილი საზღვრები

უნდა დავინახოთ, განვსაზღვროთ, სად არის ჩვენი მომავალი, როგორ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა, – ასეთი განცხადება გააკეთა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ნაძალადევში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულები ორ სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილნი. აქედან ერთის, 7 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ვლადიკავკაზში, ჰიდრომეტალურგიულ ქარხანაში ხანძარია - არის მსხვერპლი

ვლადიკავკაზში, ჰიდრომეტალურგიულ ქარხანაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მეხანძრეა. ის ქარხნის სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

შსს-მ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული გ.გ. და 1976 წელს დაბადებული ვ.ხ. დააკავეს.

მარიამ ჯაში და ეკა ბესელია ფოთში პედაგოგებსა და აღმზრდელებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფოთში საჯარო სკოლის პედაგოგებსა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისაღმზრდელებს შეხვდნენ.

დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვია - რუსთავში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარ აფეთქებაზე, რა დროსაც 10 ადამიანი დაშავდა, გამოძიება დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილი - უნდა მივაღწიოთ, რომ ყველა მოქალაქემ თქვას, აი, ამ ქვეყანაში მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ

ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ექვს წელიწადში თქვას, აი, მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ, – ასე მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გლდანში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.

ძლიერი აფეთქება რუსთავში - დაშავებულია ათამდე ადამიანი

აფეთქება მოხდა რუსთავში, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან ამ წუთებში ,,ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

ჩუღურეთის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ჯავახიშვილის ქუჩაზე აკაციის ნერგები დაირგო.

ამინდის პროგნოზი

საქართველოს ცალკეულ რაიონში 21-22 ოქტომბერს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

ოკუპანტებმა ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცეს

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს.  გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.