გიორგი შარვაშიძემ "თსუ-ჰიუნდაის" წევრები დააჯილდოვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის ,,თსუ-ჰიუნდაის“ წევრები რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

„თსუ-ჰიუნდი“ “ა” ლიგის გამარჯვებული გახდა და 2018-2019 წლების სეზონში სუპერლიგაში ითამაშებს.
თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-ს კალათბურთელებს ტრადიციის ღირსეულად გაგრძელება და წარმატება უსურვა:


„წელიწადნახევრის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეერთიანებინა ჩვენი და ჰიუნდაის საკალათბურთო გუნდები, რაც აღმოჩნდა სწორი სტრატეგიული სვლა. იმედია „თსუ-ჰიუნდაის“ სპორტსმენები მიაღწევენ იმ დიდ წარმატებას, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა ჩვენ კალათბურთელებს - დაწყებული 1924 წლიდან, როცა უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა პირველი საკალათბურთო გუნდები. წლების განმავლობაში თსუ იყო ქვეყნის ჩემპიონი. ამიტომ ჩვენ ძალიან მაღალი თამასა გვაქვს მოთხოვნების. ვიმედოვნებ, რომ ამ გაერთიანებით წარმატებებს მივაღწევთ.“
,,თსუ და ჰიუნდაის ურთიერთობა დაიწყო წელიწადნახევრის წინ. ჩვენ წინა წელს მეორე ადგილი დავიკავეთ სუპერლიგაში, წელს კი გავიმარჯვეთ, წარმატებით დავასრულეთ ,,ა“ ლიგის ჩემპიონატი და სუპერლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. დიდი შრომა ჩაიდო ამ წარმატებაში. მიხარია, რომ თსუ დაუბრუნდა სუპერლიგას და დიდ კალათბურთს,“- აღნიშნა ,,ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორმა დავით გიორგობიანმა.


„ჩვენ გუნდს საკმაოდ სერიოზული გეგმები აქვს დასახული და, იმედია, მომავალში წარმატებით გავაგრძელებთ სვლას სუპერლიგაში. ,,თსუ-ჰიუნდაი“ იქნება ერთ-ერთი მოწინავე პოზიციის მქონე გუნდი. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი“, – განაცხადა „თსუ-ჰიუნდაის“ კალათბურთელმა სანდრო სანაძემ.


მესტიის მიმართულებით არსებულ გზაზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 59-ე კმ-ზე რებილიტირებული გვირაბი გახსნა.

შსს-ს კომენტარი დიკლოს მიმართულებით რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევასთან გავრცელებულ ინფორმაციაზე

შინაგან სამეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდაბ დიკლოს მიმართულებით საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით გავრცეებულ ინფორმაციას  სიცრუეს უწოდებს.

სტიქიამ ახმეტაში ინფრასტრუქტურაც დააზიანა

უხვი ნალექის და ქარიშხლის შედეგად, სოფელ მატანში ტერტერაშვილების სახლის ერთი ნაწილი ჩამოინგრა.

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა. რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 ადამიანი, 18 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაზარალებულებზე, რომლებიც სადაზღვევო პაკეტებით არ სარგებლობენ, კომპენსაცია არ გაიცემა

სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რეგიონის გუბერნატორსა და მერებს შეხვდა, სადაც ზარალის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პრესკობის განცხადებით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. 

პირს, რომელიც 16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დააკავეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულ პირს მოსამართლემ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო შსს-მ

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ტ.ნ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-მ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

სტიქიის შედეგები კახეთში - ოთხ სოფელში აბსოლუტურად განადგურდა მოსავალი

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კახეთში ზარალს ითვლის.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში თითქმის 100 პროცენტით განადგურდა ვენახები. ერთწლიანი კულტურა და ნარგავები. დაზიანდა საზამთროსა და ნესვის ბაღები.

გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობა კაპიტალურად გამაგრდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობის მარცხენა ფლიგელის კაპიტალური გამაგრება დაიწყო.

ახმეტაში სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი უმეტესად ნარჩუნება

გარემოს დაცისა და სოფილს მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19, 20-21 აგვისტოს არამდგრადი ამინდი უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნება.

"კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნისა და მოსამზადებელი პროგრამა" ხორციელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მეორე ღონისძიება გაიმართა.

თბილისის უბნები, რომლებიც გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა

თბილისი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 18 აგვისტოს, 22:21- საათიდან 02:00 საათამდე, ძლიერი წვიმის შედეგად შემოსულია 127 შეტყობინება - ამის შესახებ უწყება ინფორმაციას "ფეიბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის და კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სიერა-ლეონეს 4 მოქალაქე დააკავეს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

 

უამინდობის გამო დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნა.

თბილისის აეროპორტში Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ვერ დაჯდა

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი ვერ დაჯდა.

19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია და იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.

ასეთი მასშტაბის სეტყვა კახეთში პირველად დაფიქსირდა

18 აგვისტოს დღის 17:00 საათიდან კახეთში შემოვიდა, უპრეცედენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში პროცესი, რომელმაც შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული  40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები.