ცენტრალური ევროპის კულტურის პლატფორმის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლება საქართველოსთან სახალხო დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ცენტრალური ევროპის კულტურის პლატფორმის (PCCE) მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პლატფორმა 2001 წელს დაარსდა და ითვალისწინებს სახალხო და კულტურის დიპლომატიის ფარგლებში ავსტრიის, ჩეხეთის, უნგრეთის პოლონეთის და სლოვაკეთის თანამშრომლობას, არაფორმალური დიალოგის მეშვეობით კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების წახალისებას, ორმხრივი და მრავალმხრივი კულტურული პროექტების განხორციელებას. 


დავით დონდუამ აღნიშნა, რომ კულტურული დიპლომატიის საშუალებით ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.


საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს სახალხო დიპლომატიისა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტებს და ამ მიმართულებით ცენტრალური ევროპის კულტურის პლატფორმის მონაწილე ქვეყნებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.


მინისტრის მოადგილე მიესალმა საქართველოს დედაქალაქში პლატფორმის მიერ ინიცირებული პროექტის  - თბილისის ციფრული ექსპო-ს ჩატარებას და ხაზი გაუსვა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობას. 


შეხვედრაზე პლატფორმის მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში მნიშვნელოვანი ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნია და გამოთქვეს საქართველოსთან სახალხო დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი.


დავით ზალკალიანმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან.

„თბილსერვის ჯგუფმა“ კანონდარღვევით გაკრული პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“  დედაქალაქის მასშტაბით, კანონდარღვევით გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო. აღნიშნული სამუშაოები პირველ ეტაპზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მიმდინარეობს და თბილისის ათივე რაიონში განხორციელდება.  

ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარული ოლქის პირველკურსელებს შეხვდა

თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი შეხვდა მაჟორიტარული ოლქიდან ახალგაზრდებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.

გიორგი ვოლსკიმ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას სიტყვით მიმართა

ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 139-ე ასამბლეა გრძელდება, სადაც ინოვაციებსა და სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სიახლეებს განიხილავენ.

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე და მათი შვილები საქართველოს პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებენ.

გიორგი ბეგაძე ესტონეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ICC-ის გენერალურ მდივანს პიტერ პუსკაის შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბეგაძე ესტონეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ICC-ის გენერალურ მდივანს პიტერ პუსკაის და პროექტის კოორდინატორ ელენა რუტემ-ველტერს შეხვდა.

ვახტანგ ჭარაია - მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებული დანაშაულის ისეთი ფორმები, როგორიცაა - ბიზნესის რეკეტი და გამოძალვა, საქართველოში ძალიან დაბალ ნიშნულზეა

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედგენაზე ქვეყნის სუვერენულ მთავრობებს გავლენა არ აქვთ.

ირაკლი ლექვინაძე: რეიტინგში გაუმჯობესება, იმ მაჩვენებლებში წინსვლით არის გამოწვეული, რომელიც ბიზნესის წარმოების ხელსაყრელ პირობებს ქმნის

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშში საქართველოს პოზიციას დადებითად აფასებს.

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი.

ალექსი ალექსიშვილი: საქართველოს დაწინაურება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში პოზიტიური სიგნალია

საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) დირექტორი ალექსი ალექსიშვილი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს დაწინაურებას ეხმაურება.

აფხაზეთში ტყვეობიდან რუსი ბიზნესმენი კადიროვმა გაათავისუფლა

ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ივნისს გატაცებული რუსი ბიზნესმენი მაქსიმ იაკოვლევი ტყვეობიდან რუსეთის მიერ ხელდასმული ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

სოფიო ქაცარავა: ქალი კანდიდატის გამარჯვება ევროპული ღირებულებების, თანასწორობის და პლურალიზმის უფრო გამყარებას შეუწყობს ხელს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მიერ შექმნილი ქალი ელჩებისა და პარლამენტარების არაფორმალური ფორმატის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა ქალ ელჩებთან წინასაარჩევნოდ სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, პრეზიდენტის წინადადება განიხილოს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია  პრეზიდენტის წინადადებასხმაურება.

მესტიაში ჯომარდობისას ტურისტი დაიღუპა

მესტიაში, ჯომარდობისას უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის ქალია.

გიორგი კახიანი: არც ერთი ნორმა არ აკონკრეტებს მთავრობის ვალდებულებას, პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი განიხილოს მის სხდომაზე

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება.

აშშ-ში საქართველოს ელჩის შეფასებით, საერთაშორისო რეიტინგები მოწმობს, რომ ქვეყანა წინ მიიწევს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის შეფასებით, საერთაშორისო რეიტინგები მოწმობს, რომ ქვეყანა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით ყოველწლიურად წინ მიიწევს.

გამოძიებამ ქერჩის აფეთქებაზე საქმის კვალიფიკაცია შეცვალა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქერჩის ტექნიკურ კოლეჯში მომხდარი აფეთქების საქმე გადააკვალიფიცირა.

კახა ქემოკლიძე: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მკვლელობების და პოლიციური ძალების სანდოობის ხარისხის მიმართულებით, სამინისტროს დადებითი მაჩვენებლები აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის  დირექტორმა კახა ქემოკლიძემ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ  გამოქვეყნებულ ანგარიშში სამინისტროს მიმართულებით არსებული პოზიტიური  მაჩვენებლები შეაფასა:

თბილისის 8 რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ეკა ბესელია: ასე იოლად ნუ შევეგუებით, რომ ქვეყანა ფარული ჩანაწერებით ცხოვრობდეს

„უკანონო ჩანაწერის მოპოვება, შენახვა, გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული, დასჯადი და ამ წესს ნუ გადავაბიჯებთ”

ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა საკუთრების უფლების დაცვისა და ბიზნესის კეთების უსაფრთხოების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები სწორად შეაფასა

ბიზნესმა საკუთრების უფლების დაცვისა და ბიზნესის კეთების უსაფრთხოების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები სწორად შეაფასა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.