ომბუდსმენი 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენი, 17 მაისს ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი აქციების მიმდინარეობისას, შესაბამის უწყებებს ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს.

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დაკავშირების შესაძლებლობა ექნებათ.


"17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს უკავშირდება.


საქართველოში ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები მჭიდრო კავშირშია ლგბტ+ ადამიანების მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის მაჩვენებელთან. სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თანასწორობის უფლების რეალიზაციის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს სწორედ ლგბტ+ ადამიანები წარმოადგენენ. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და წინასწარგანწყობები ყოველდღიური რისკის ქვეშ აყენებენ მათ მიერ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების გამოყენებას, როგორიცაა განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა სფეროში მომსახურების მიღებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება. 


გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ის ძირითადი ღირებულებებია, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია ძალადობისაგან დაცლილი, თანასწორუფლებიანი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბება.


აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას, რათა შესაძლებელი იყოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა.


2018 წლის 17 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით - 1481", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.


2018 წლის 17 მაისს საზოგადოების უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.


სიახლეები მსგავს თემაზე

საპატრიარქო 17 მაისის ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ,,პირველი" უცვლელად გთავაზობთ:

შსს 17 მაისს საზოგადოების უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს

2018 წლის 17 მაის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგი გამართა.

შსს - მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის მითითებებს და დაიცვან მოძრაობის წესები

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

 

თბილისის მერმა აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა.

ექსპერტის შეფასებით, არასწორი და გაბუქებული ინფორმაციის კვლევაში ასახვა ძალიან ცუდია

ექსპერტი გია აბაშიძე ორგანიზაცია Freedom House-ს აკრიტიკებს.

ავტობანზე 20-ზე მეტი მანქანა ერთმანეთს მსუბუქად შეეჯახა

ავტობანზე 20-ზე მეტი ავტომობილი,  ერთმანეთს მსუბუქად შეეჯახა.

ახალციხეში ავტომობილის ინსპექტირების ცენტრთან რიგებია

ახალციხეში, ავტომობილის ინსპექტირების ცენტრთან ათობით მანქანა თავის რიგს ელის. მძღოლები ხშირად მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ ახერხებს ტექდათვალიერების გავლას. 

„სილქნეტი“ თავის მომხმარებელს განახლებულ პირობებს შესთავაზებს

გასული წლის განმავლობაში „სილქნეტმა“ მნიშვნელოვანი სიახლეები შესთავაზა მომხმარებელს. დანერგა 4.5 G ტექნოლოგია და გააუმჯობესა ინტერნეტის ხარისხი.

დავით სერგეენკო: სისხლის მარაგი შეფერხების გარეშე მიეწოდება კლინიკას

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

სერგეენკო: ,,სიხლის ბანკი" ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ ერთ-ერთი ,,სისხლის ბანკის" მიერ გაკეთებულ განცხადებას მწვავე კომენტარით პასუხობს.

აფეთქების შედეგად დაზარალებული 70 ადამიანი სასტუმროებშია განთავსებული

ამ დროისთვის სასტუმროებში, აფეთქების შედეგად დაზარალებული 70-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონი გამოიყო

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა 11 მილიონი ლარი გამოყო. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ადასტურებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად თავიანთ ოჯახის ექიმებს მიმართონ.

ჯარში ნამსახურებ პირებს სოცქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ

რუსეთში, ჯარში ნამსახურებ პირთა ნაწილს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ.

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.

გენადი არველაძე საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას(პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

ირაკლი ხმალაძე: მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს.

აკაკი ზოიძე Freedom House-ს აკრიტიკებს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ორგანიზაცია Freedom House-ს აკრიტიკებს.

ლარის კურსი

17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6634 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.
 

18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაუგრძნობს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩი დიდ დიღომში  გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

 

ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით პირველი ავიარეისი ხვალ შესრულდება

ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 18 იანვარს, პირველ რეგულარულ ავიარეისს ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით შეასრულებს.

დღე მეორე - უახლესი ფოტოები აფეთქების ადგილიდან

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღეა.