17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის აღსანიშნი აქცია აღარ გაიმართება

ხვალ თბილისში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აქცია აღარ გაიმართება. 

"ჩვენ ლგბტ აქტივისტები ვიღებთ ჩვენთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და ვთმობთ, აღარ გავმართავთ ხვალ აქციას" - განაცხადეს ატივისტებმა, რომლებიც რამდენიმე საათია ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდნენ. 


გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:


"მოგმართავთ ლგბტ თემის წევრებს, საქართველოს მოქალაქეებს და მათთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს საპატრიარქოს, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებსა და საქართველოში უკანონოდ მოქმედ ფაშისტურ დაჯგუფებებს.


17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელსაც ყოველწლიურად ვუერთდებით ლგბტ აქტივისტები, ჩვენი თანამოაზრეები, მეგობრები და საზოგადოების ის ნაწილი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს დღე, როგორც სიძულვილთან და აგრესიასთან - ამ საყოველთაო ბოროტებასთან ბრძოლის დღე.


შეგახსენებთ, 2013 წელს ჩვენ შემზარავი მოვლენების შემსწრე გავხდით, როდესაც ამ დღის აღსანიშნავად შეკრებილი რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მანიფესტანტი საქართველოს საპატრიარქოსა და საეჭვო პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა დაგვარბიეს. ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით, არსებობდა ნებისმიერი ჩვენგანის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, რომელზეც სამწუხაროდ არავის უფიქრია. აგრესიულ კონტრდემონსტრანტთა რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასს აღწევდა. ეს დღე უმძიმეს ტრავმად დარჩა არამხოლოდ ჩვენი, არამედ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ისტორიაში. მას შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს ჩვენ ზოგჯერ ვახერხებთ, ზოგჯერ ვერც, ხოლო ზოგჯერ ნაწილობრივ, რომ გამოვიყენოთ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლება.


მიმდინარე წელს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მათ დეკლარირებულად მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები.


თუმცა, ჩვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სოციალური მღელვარება, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში შეჭრას მოყვა. დაწყებული საპროტესტო აქციების ესკალაცია გახლდათ ის, რომ ქალაქის მთავარი გამზირი დავიკავეთ არამხოლოდ მშვიდობიანმა მანიფესტანტებმა, არამედ სრულიად უკონტროლო და კანონგარეშე მოქმედმა ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა. ხელისუფლებას დასჭირდა უპრეცედენტო ძალის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ასეული დესტრუქციული მოქალაქე, რომლებიც ხეებსაც კი გლეჯდნენ, შეეკავებინათ. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება აცილებული იქნა აქციის ორგანიზატორთა ღირსეული, პასუხისმგებლიანი საქციელით - დემონსტრაციის დროებით შეწყვეტით.


ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოსა და იმ ფაშისტურ დაჯგუფებებს, რომლებზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თანამშრომლობენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მტრის - რუსეთის სპეცსამსახურებთან.


გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. ამას ამყარებს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად შევეცადეთ მათი დაგეგმილი აქტივობები არც დროში და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას, რაც ბოლოდროინდელი მოვლენების, საერთო დაძაბულობისა და მღელვარების ფონზე აძლიერებს არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, რასაც შეიძლება გაუთვლელი დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას უახლოესი წარსულიდან, 90-იანი წლებიდან, კარგად ახსოვს, რა შედეგებამდე მივყვავართ საზოგადოებაში ქსენოფობიისა და მტრობის გაღვივებას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩათრეული ჩვენი ქვეყანა.


სწორედ ამიტომ: ვაცნობიერებთ რა ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ჩვენ, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოზატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია საქართველოს კანცელარიასთან, რათა ხელი არ შევუწყოთ დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში.


2013 წლიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ხუთ წლიანი ვადა იმისთვის, რომ ეზრუნათ და ემუშავათ ქვეყანაში არსებული ჰომოფობიისა და უთანასწორო სოიალური გარემოს აღმოსაფხვრელად, თუკი მათ ეს ნამდვილად სურდათ. ამის ნაცვლად ჩვენ სახეზე გვაქვს ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის უდიდესი საფრთხის შემცველი, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე ძალების უპრეცედენტო გაძლიერება. ხელისუფლების მიერ ერთი შეხედვით წინ გადადგმული საკანონმდებლო ნაბიჯები, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონი, მეტწილად ქმედითუუნაროა და ატარებს ფასადურ ხასიათს. მეტიც, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები თავისი განცხადებებით მუდმივად ხელს უწყობენ საზოგადოებაში ჰომოფობიის, ქსენოფობიისა და შუღლის გაღვივებას.


ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება, ოპოზიცია და სხვა პოლიტიკური ძალები ყოველდღიურ რეჟიმში ფიქრობდნენ და მუშაობდნენ ჩვენი, საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული უმწვავესი პრობლემების: უმუშევრობის, სიღარიბის, განათლების სისტემის უფუნქციობის, ჰაერის მომაკვდინებელი დაბინძურებისა თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, სახეზე გვაქვს საზოგადოებაში მტრობის გაღვივების მუდმივი მცდელობა, რათა ყურადღების გადატანა მოხდეს რეალური პრობლემებიდან - არარსებულ მტრის ხატებზე. მეტიც, მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფების გაძლიერება სწორედ სახელმწიფოს გულგრილი და უპასუხისმგებლო სოციალური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.


მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოებაში არსებული ულტრამემარჯვენე, რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების ფორმირებაში, ასევე, დაინტერესდეს მათი პოლიტიკური მიზნებითა და დაფინანსების წყაროებით.


მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ საზოგადოების დაქსაქსვის მათთვის ნაცადი მეთოდები, რომელსაც ძალაუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად იყენებენ. დათმონ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესები - ამ ეტაპზე საზოგადოებრივი სიმშვიდის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.


მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოსა და ფაშისტურ დაჯგუფებებს, შეწყვიტონ საზოგადოებაში შუღლის გაღვივება და სამოქალაქო დაპირისპირების წარმოქმნის მცდელობა.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვუწოდებთ ლგბტ თემს, ჩვენს გულანთებულ მხარდამჭერებსა და მეგობრებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს დებსა და ძმებს, არ მივცეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებს ჩვენით მანიპულირების, ერთმანეთთან გადაკიდებისა და რეალურ პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, ერთმანეთთან მტრობაში დროის ხარჯვის უფლება. ჩვენ არავისთან გვაქვს გასაყოფი რამე, ჩვენ არ ვართ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მტრები, ჩვენ ამ ქვეყნის წინსვლის, განვითარებისა და მშვიდობიანი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების შენების მომხრე ადამიანები ვართ.


მადლობას ვუხდით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ჩვენთან ერთად სჯერა, რომ საზოგადოებრივი სიმშვიდე და თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა ჩვენი უპირველესი ამოცანაა". - განაცხადეს "თანასწორობის მოძრაობის" წარმომადგენლებმა.


შეგახსენებთ, რომ ლგბტ აქტივისტები 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავდნენ.


აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი ქვეყნის მოქალაქეების დაცვაზე პასუხისმგებლობა აიღო.


თავის მხრისვ სახალხო დამცველის აპარატმა მოქალაქეებისთვის საგანგებო რეჟიმით აამუშავა ცხელი ხაზი.


სიახლეები მსგავს თემაზე

საპატრიარქო 17 მაისის ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ,,პირველი" უცვლელად გთავაზობთ:

შსს 17 მაისს საზოგადოების უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს

2018 წლის 17 მაის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგი გამართა.

ომბუდსმენი 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენი, 17 მაისს ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი აქციების მიმდინარეობისას, შესაბამის უწყებებს ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს.

მესტიის მიმართულებით არსებულ გზაზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 59-ე კმ-ზე რებილიტირებული გვირაბი გახსნა.

შსს-ს კომენტარი დიკლოს მიმართულებით რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევასთან გავრცელებულ ინფორმაციაზე

შინაგან სამეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდაბ დიკლოს მიმართულებით საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით გავრცეებულ ინფორმაციას  სიცრუეს უწოდებს.

სტიქიამ ახმეტაში ინფრასტრუქტურაც დააზიანა

უხვი ნალექის და ქარიშხლის შედეგად, სოფელ მატანში ტერტერაშვილების სახლის ერთი ნაწილი ჩამოინგრა.

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა. რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 ადამიანი, 18 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაზარალებულებზე, რომლებიც სადაზღვევო პაკეტებით არ სარგებლობენ, კომპენსაცია არ გაიცემა

სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რეგიონის გუბერნატორსა და მერებს შეხვდა, სადაც ზარალის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პრესკობის განცხადებით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. 

პირს, რომელიც 16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დააკავეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულ პირს მოსამართლემ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო შსს-მ

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ტ.ნ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-მ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

სტიქიის შედეგები კახეთში - ოთხ სოფელში აბსოლუტურად განადგურდა მოსავალი

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კახეთში ზარალს ითვლის.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში თითქმის 100 პროცენტით განადგურდა ვენახები. ერთწლიანი კულტურა და ნარგავები. დაზიანდა საზამთროსა და ნესვის ბაღები.

გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობა კაპიტალურად გამაგრდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობის მარცხენა ფლიგელის კაპიტალური გამაგრება დაიწყო.

ახმეტაში სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი უმეტესად ნარჩუნება

გარემოს დაცისა და სოფილს მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19, 20-21 აგვისტოს არამდგრადი ამინდი უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნება.

"კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნისა და მოსამზადებელი პროგრამა" ხორციელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მეორე ღონისძიება გაიმართა.

თბილისის უბნები, რომლებიც გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა

თბილისი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 18 აგვისტოს, 22:21- საათიდან 02:00 საათამდე, ძლიერი წვიმის შედეგად შემოსულია 127 შეტყობინება - ამის შესახებ უწყება ინფორმაციას "ფეიბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის და კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სიერა-ლეონეს 4 მოქალაქე დააკავეს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

 

უამინდობის გამო დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნა.

თბილისის აეროპორტში Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ვერ დაჯდა

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი ვერ დაჯდა.

19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია და იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.

ასეთი მასშტაბის სეტყვა კახეთში პირველად დაფიქსირდა

18 აგვისტოს დღის 17:00 საათიდან კახეთში შემოვიდა, უპრეცედენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში პროცესი, რომელმაც შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული  40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები.