17 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

ამაღლება - ქრისტიანული დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად. 

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.


წმინდა სახარების მიხედვით ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.


იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა "სასუფევლის საიდუმლოებებს", რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.


აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.


ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში "სულიწმიდის მოფენამდე". აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად. ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის, იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა). დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამაღლების რიტუალური წესები, რომელთაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება.


ქართულ საეკლესიო მხატვრობაში ქრისტეს ამაღლების მხატვრული კომპოზიცია კარგადაა შემონახული დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიაში (X ს.) და ზემო კრიხის (ამბროლაურის რაიონი) ეკლესიაში (XI ს.).


საქართველოს მთიან რაიონებში ამაღლება ემთხვევა დიდ დღეობას, რომელიც საქონლის სოფლიდან ალპურ საძოვრებზე გადარეკვასთანაა დაკავშირებული. ამაღლების დღესასწაულზე ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს წარმართულ სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებას, ბარაქიანობას და სხვა.


სიახლეები მსგავს თემაზე

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ისა.

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე და მათი შვილები საქართველოს პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებენ.

გიორგი ბეგაძე ესტონეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ICC-ის გენერალურ მდივანს პიტერ პუსკაის შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბეგაძე ესტონეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ICC-ის გენერალურ მდივანს პიტერ პუსკაის და პროექტის კოორდინატორ ელენა რუტემ-ველტერს შეხვდა.

ვახტანგ ჭარაია - მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებული დანაშაულის ისეთი ფორმები, როგორიცაა - ბიზნესის რეკეტი და გამოძალვა, საქართველოში ძალიან დაბალ ნიშნულზეა

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედგენაზე ქვეყნის სუვერენულ მთავრობებს გავლენა არ აქვთ.

ირაკლი ლექვინაძე: რეიტინგში გაუმჯობესება, იმ მაჩვენებლებში წინსვლით არის გამოწვეული, რომელიც ბიზნესის წარმოების ხელსაყრელ პირობებს ქმნის

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშში საქართველოს პოზიციას დადებითად აფასებს.

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი.

ალექსი ალექსიშვილი: საქართველოს დაწინაურება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში პოზიტიური სიგნალია

საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) დირექტორი ალექსი ალექსიშვილი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს დაწინაურებას ეხმაურება.

აფხაზეთში ტყვეობიდან რუსი ბიზნესმენი კადიროვმა გაათავისუფლა

ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ივნისს გატაცებული რუსი ბიზნესმენი მაქსიმ იაკოვლევი ტყვეობიდან რუსეთის მიერ ხელდასმული ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

სოფიო ქაცარავა: ქალი კანდიდატის გამარჯვება ევროპული ღირებულებების, თანასწორობის და პლურალიზმის უფრო გამყარებას შეუწყობს ხელს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მიერ შექმნილი ქალი ელჩებისა და პარლამენტარების არაფორმალური ფორმატის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა ქალ ელჩებთან წინასაარჩევნოდ სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, პრეზიდენტის წინადადება განიხილოს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია  პრეზიდენტის წინადადებასხმაურება.

მესტიაში ჯომარდობისას ტურისტი დაიღუპა

მესტიაში, ჯომარდობისას უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის ქალია.

გიორგი კახიანი: არც ერთი ნორმა არ აკონკრეტებს მთავრობის ვალდებულებას, პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი განიხილოს მის სხდომაზე

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება.

აშშ-ში საქართველოს ელჩის შეფასებით, საერთაშორისო რეიტინგები მოწმობს, რომ ქვეყანა წინ მიიწევს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის შეფასებით, საერთაშორისო რეიტინგები მოწმობს, რომ ქვეყანა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით ყოველწლიურად წინ მიიწევს.

გამოძიებამ ქერჩის აფეთქებაზე საქმის კვალიფიკაცია შეცვალა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქერჩის ტექნიკურ კოლეჯში მომხდარი აფეთქების საქმე გადააკვალიფიცირა.

კახა ქემოკლიძე: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მკვლელობების და პოლიციური ძალების სანდოობის ხარისხის მიმართულებით, სამინისტროს დადებითი მაჩვენებლები აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის  დირექტორმა კახა ქემოკლიძემ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ  გამოქვეყნებულ ანგარიშში სამინისტროს მიმართულებით არსებული პოზიტიური  მაჩვენებლები შეაფასა:

თბილისის 8 რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ეკა ბესელია: ასე იოლად ნუ შევეგუებით, რომ ქვეყანა ფარული ჩანაწერებით ცხოვრობდეს

„უკანონო ჩანაწერის მოპოვება, შენახვა, გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული, დასჯადი და ამ წესს ნუ გადავაბიჯებთ”

ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა საკუთრების უფლების დაცვისა და ბიზნესის კეთების უსაფრთხოების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები სწორად შეაფასა

ბიზნესმა საკუთრების უფლების დაცვისა და ბიზნესის კეთების უსაფრთხოების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები სწორად შეაფასა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

ლარის კურსი

17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6838 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6855 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.17 თეთრი შეადგინა.
 

ეკა ბესელია: პარლამენტის წევრს არასამუშაო დღეებში პატიმართან ვიზიტი არ ეკრძალება

პარლამენტის წევრს არასამუშაო დღეებში პატიმართან ვიზიტი არ ეკრძალება, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ იმყოფებოდა ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან არასამუშაო დღეს.

ბათუმში ვეტერანთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

დღეს ვეტერანების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში შიდა აუდიტის სემინარი გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში 15 ოქტომბერს შიდა აუდიტის სემინარი გაიმართა.