შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 მაისს დედაქალაქში დაგეგმილი მსვლელობების გამო, საავტომობილო ქუჩებზე გამოწვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს დაგეგმილ აქციებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით, დილის 08:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება პავლე ინგოროყვას და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩებზე.


დღის განმავლობაში, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება შემდეგ ქუჩებსა და მოედნებზე: ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე; ასევე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების მოედანზე, ოპერის, პარლამენტის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე.


დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 13:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება: კოსტავას ქუჩაზე - მეტროსადგურ "რუსთაველამდე", ვარდების მოედანზე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, გალაქტიონის ხიდის მარჯვენა პანდუსზე, რუსთაველის გამზირზე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ამსვლელ ყველა ქუჩაზე, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ჩამომსვლელ ყველა ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩებზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსებზე, ავლაბრის მოედანსა და მესხიშვილის ქუჩაზე.


17 მაისს, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქების მსურველ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს მოვუწოდებთ, რომ თან იქონიონ თავისი მედიასაშუალების წარმომადგენლობითი ბარათები (ე.წ. "პრესკარტა"). წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან იმ ტერიტორიებზე, სადაც მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდული იქნება.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასასვლელად, მედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან არსებული კიბის საშუალებით.
ჟურნალისტებმა შეკითხვების შემთხვევაში უნდა მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თბილისში 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის აღსანიშნი აქცია აღარ გაიმართება.


17 მაისი ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დაცვის დღეა. წელს უკვე მეხუთედ აღნიშნავს ჩვენი ხალხი ამ ზეიმს. სამების საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობა კიდევ ერთხელ დალოცავს შეკრებილთ, მიულოცავს ამაღლების დღესასწაულს და აკურთხებს სრულიად საქართველოს.


 


სიახლეები მსგავს თემაზე

საპატრიარქო 17 მაისის ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ,,პირველი" უცვლელად გთავაზობთ:

17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის აღსანიშნი აქცია აღარ გაიმართება

ხვალ თბილისში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აქცია აღარ გაიმართება. 

მესტიის მიმართულებით არსებულ გზაზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 59-ე კმ-ზე რებილიტირებული გვირაბი გახსნა.

შსს-ს კომენტარი დიკლოს მიმართულებით რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევასთან გავრცელებულ ინფორმაციაზე

შინაგან სამეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდაბ დიკლოს მიმართულებით საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით გავრცეებულ ინფორმაციას  სიცრუეს უწოდებს.

სტიქიამ ახმეტაში ინფრასტრუქტურაც დააზიანა

უხვი ნალექის და ქარიშხლის შედეგად, სოფელ მატანში ტერტერაშვილების სახლის ერთი ნაწილი ჩამოინგრა.

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა. რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 ადამიანი, 18 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაზარალებულებზე, რომლებიც სადაზღვევო პაკეტებით არ სარგებლობენ, კომპენსაცია არ გაიცემა

სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რეგიონის გუბერნატორსა და მერებს შეხვდა, სადაც ზარალის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პრესკობის განცხადებით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. 

პირს, რომელიც 16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დააკავეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულ პირს მოსამართლემ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო შსს-მ

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ტ.ნ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-მ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

სტიქიის შედეგები კახეთში - ოთხ სოფელში აბსოლუტურად განადგურდა მოსავალი

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კახეთში ზარალს ითვლის.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში თითქმის 100 პროცენტით განადგურდა ვენახები. ერთწლიანი კულტურა და ნარგავები. დაზიანდა საზამთროსა და ნესვის ბაღები.

გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობა კაპიტალურად გამაგრდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობის მარცხენა ფლიგელის კაპიტალური გამაგრება დაიწყო.

ახმეტაში სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი უმეტესად ნარჩუნება

გარემოს დაცისა და სოფილს მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19, 20-21 აგვისტოს არამდგრადი ამინდი უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნება.

"კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნისა და მოსამზადებელი პროგრამა" ხორციელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მეორე ღონისძიება გაიმართა.

თბილისის უბნები, რომლებიც გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა

თბილისი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 18 აგვისტოს, 22:21- საათიდან 02:00 საათამდე, ძლიერი წვიმის შედეგად შემოსულია 127 შეტყობინება - ამის შესახებ უწყება ინფორმაციას "ფეიბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის და კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სიერა-ლეონეს 4 მოქალაქე დააკავეს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

 

უამინდობის გამო დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნა.

თბილისის აეროპორტში Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ვერ დაჯდა

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი ვერ დაჯდა.

19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია და იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.

ასეთი მასშტაბის სეტყვა კახეთში პირველად დაფიქსირდა

18 აგვისტოს დღის 17:00 საათიდან კახეთში შემოვიდა, უპრეცედენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში პროცესი, რომელმაც შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული  40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები.