სუს-მა საქმეებზე, რომელშიც, შესაძლოა, სამეგრელოს მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის მიერ შეტანილი განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

უწყებაში ამბობენ, რომ სულ ხუთი განცხადებაა შესული, რომელთა ნაწილზე გამოძიება დაიწყო, ნაწილი კი ძველ საქმეებს დაურთეს, თუმცა მოხდა სამართლებრივი რეაგირება და მიმდინარეობს გამოძიება.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. 
ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ გამოიკითხა.


მისი მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამეგრელოში ადგილობრივი მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. წითლიძე ამბობს, რომ საუბარია ოთხ საქმეზე: ყინულის სახლი, კონტრაბანდა, მეოთხე საჯარო ბაღი, თაუნ პარკი. 



მან პარტიის ადგილობრივ ოფისში რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზუგდიდში კორუფციულ გარიგებებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე კი ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებსა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობას ეხებოდა. 



თავის მხრივ, სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ინფორმაციას არ ფლობენ. გუბერნიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი მაღალჩინოსნები ამ დრომდე გამოკითხვასა და დაკითხვაზე არავის დაუბარებია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, თითოეული მათგანი მზად არის ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს.



„ნამდვილად არავის მოუმართავს დაკითხვის თაობაზე, თუმცა ნებისმიერი დასახელებული პირი, დაბარების შემთხვევაში, მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, როცა განცხადება შეაქვთ უწყებაში, თავისთავად, იწყება გამოძიება. თავად წითლიძის განცხადებები კი, მათ შორის, ბრალდებები სხვადასხვა საქმესა და ასევე, დაკითხვასთან დაბარების შესახებ ინფორმაცია, არის ტყუილი და აბსურდული. შეგვიძლია იმ ობიექტებზე, რაზეც არის საუბარი, ერთად წავიდეთ და ვნახოთ. გუბერნატორი რეგიონში არის ძლიერი ფიგურა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ამიტომ ებრძვის მას,”- თქვეს გუბერნატორის პრესსამსახურში.


გასულ კვირაში გუბერნატორმა ლევან შონიამ ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერს მურთაზ ზოდელავასა და ანა წითლიძეს „პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი“ ცნობების გავრცელებისთვის“ სასამართლოში უჩივლა.


კახა კალაძემ ლორთქიფანიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თურქეთში საქართველოს მოქალაქე ფუტკრის ნაკბენით გამოწვეული ალერგიით დაიღუპა

თურქეთის ქალაქ რიზეში საქართველოს მოქალაქე, 34 წლის მამაკაცი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითრების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში გორისას და ჩიხას ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწყობ საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ  ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს პრეზიდენტის ვან სუტუნის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით მყოფი გუანტუნის  დედაქალაქ გუანჭოუს დელეგაცია მიიღო.

არჩილ თალაკვაძე: გარბენი ,,თბილისი” ჯანსაღი ცხოვრების წესის, სოლიდარობის და ყველა თაობის ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გარბენი „თბილისი“  ყველა თაობის ჩართულობისთვის მნიშნელოვანია.

ზესტაფონში ავტოავარიის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა

ზესტაფონში მომხდარ ავარიას და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

როგორ შევამოწმოთ, აქვს თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალებას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი

საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ახალი სტანდარტების შესაბამისად, 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს.

გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმში, რომელიც 22 ივნისს  ვენაში გაიმართა.

 

გორში თაფლის ახალი საწარმო შენდება

გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გორში თაფლის ახალი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შენდება.

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

თბილისის მერიის ინიციატივით, კვირას,  24 ივნისს, პირველად გაიმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება.

ჩუღურეთის რაიონში 21 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, 21 მისამართზე სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა

გვიან ღამით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა.

სამეგრელოში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა. 

შსს-მ რუსეთის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

კახა კალაძე შეჩერებულ მშენებლობებზე: წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რომ პრობლემა მოგვარდეს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისში  მიტოვებულ მშენებლობებზე ისაუბრა.

კახა კალაძე: რამდენი მუსიკოსი ჰყავს თბილისს არავინ ითვლის და არც არავინ ზღუდავს

თბილისის მერი კახა კალაძე ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

კახა კალაძე: ათეული წლებია დედაქალაქის იერსახეს წლობით მიკრული პლაკატები და განცხადებები ამახინჯებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შენობა- ნაგებობების კედლებზე რეკლამის, საარჩევნო მასალი და სხვა სახის ინფორმაციის განთავსების წესს გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე: ხვალ, მთლიან უმრავლესობასთან იქნება შეხვედრა, რის შემდეგაც პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას

„ქართული ოცნების" ოფისში საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დასრულდა. შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

თბილისის მერი პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, თბილისის ბიჭუნათა კაპელის და ახალგაზრდული გუნდის კონცერტს დაესწრო.

მაშველებმა მთაში ჩარჩენილი, დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს

დუშეთში, ლომისის სალოცავთან, ყაზბეგის სამთო-სამაშველოს მაშველებმა მთაში ჩარჩენილი 20 წლის ტურისტი ჩამოიყვანეს.

ქუთაისში წვიმისა და სეტყვის გამო 112-ში 9 შეტყობინება შევიდა

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ქუთაისიდან 9 გამოძახება შევიდა.