"მან ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა"-დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერის გადადგომის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი კვირიკაშვილს  გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის. ქუმსიშვილის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ბევრი სასიკეთო რეფორმა განახორციელა:


„მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს, ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა ჩვენს ქვეყანაში, 2,8%–იანი ეკონომიკური ზრდით ჩაიბარა ქვეყანა და 6,5%–იანი ზრდით დატოვა. მჯერა, რომ ის პოზიტიური პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაიწყო, შეუქცევადია“, – წერს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ოთხშაბათს საღამოს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებამდე კვირიკაშვილმა მისი პრემიერობის პერიოდში გატარებული ეკონომიკური რეფორმები და მიღწევები შეაფასა.


გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობას უკავშირდება რამდენიმე ეკონომიკური რეფორმა, მათ შორის 4 პუნქტიანი გეგმა. მის დროს გაიხსნა ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა და დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა. 2017 წლიდან დაიწყო ეკონომიკის გამოცოცხლება. გაიზარდა ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ვიზიტორთა რაოდენობამ  7.55 მილიონს გადააჭარბა.


წინა წლებთან შედარებით დაჩქარდა ეკონომიკური ზრდა და 5%-ს მიაღწია, ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც 2018 წლის 1 იანვირდან ამოქმედდა. რეინვესტირებული მოგება გათავისუფლდა გადასახადებისგან. გახხორციელდა სამინისტროების ოპტიმიზაცია. 2017 წელს შევიდა ძალაში ვიზალიბერალიზაციაც. 2016 წელს კი ამოქმედდა პირველი ქარის ელექტროსადგური, რომელმაც ჩართვიდან დღემდე 126 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა.


თავის ბოლო ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა რომ 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მისი და უმრავლესობის წევრების აზრები ერთმანეთს არ დაემთხვა.


კონსტიტუციის მიხედვით პრემიერ-მინისტრთან ერთად თანამდებობას ტოვებს ყველა მინისტრი თუმცა ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ისინი მინისტრის მოვალეობის ფუნქციას შეასრულებენ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება კი პირველ ვიცე-პრემიერს ეკისრება, ეს თანამდებობა ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ეკავა. უმრავლესობამ უნდა წარადგინოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, რომელიც თავის მხრივ მინისტრების კანდიდატებს წარადგენს. ახალ მთავრობას ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს და პრეზიდენტმაც ხელმოწერით დაადასტუროს.


მსგავს თემაზე:


გიორგი კვირიკაშვილი გადადგა


გიორგი კვირიკაშვილი: ვეცადე, ყველა მოქალაქის პრემიერი ვყოფილიყავი


პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, მინისტრებს უფლებამოსილებები შეუწყდათ


პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა


სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის.

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ხანძარია

თბილისში, მოსკოვის გამზირზე კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოში იწვის საბურავები და პენოპლასტი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 100კვ. ფართი. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია ხვალ, 22 ოქტომბერს, 12:30 საათზეგაიმართება.

რუსთავში აფეთქებისას დაშავებული 2 მოზარდი თბილისში გადმოიყვანეს

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვი, რვა წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი, თბილისში გადმოიყვანეს. ისინი მკურნალობას ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში გააგრძელებენ.

კახა კალაძე ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალს დაესწრო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი გრძელდება. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად დაესწრო.

დიდუბის რაიონში წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის გამზირზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. 

ლაშა ნაცვლიშვილი მირზა სუბელიანის ბრალდებაზე: პატიმარს თავისუფლებიდან არ პასუხობენ

პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს დიდი გამოხმაურება მოყვა. 

 

 

ოკაცეს კანიონი დროებით დაიხურა

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონი დაიხურა.

სალომე ზურაბიშვილი - საოკუპაციო ხაზი უნდა მოვშალოთ და დავიბრუნოთ ნამდვილი საზღვრები

უნდა დავინახოთ, განვსაზღვროთ, სად არის ჩვენი მომავალი, როგორ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა, – ასეთი განცხადება გააკეთა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ნაძალადევში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულები ორ სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილნი. აქედან ერთის, 7 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ვლადიკავკაზში, ჰიდრომეტალურგიულ ქარხანაში ხანძარია - არის მსხვერპლი

ვლადიკავკაზში, ჰიდრომეტალურგიულ ქარხანაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მეხანძრეა. ის ქარხნის სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

შსს-მ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული გ.გ. და 1976 წელს დაბადებული ვ.ხ. დააკავეს.

მარიამ ჯაში და ეკა ბესელია ფოთში პედაგოგებსა და აღმზრდელებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფოთში საჯარო სკოლის პედაგოგებსა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისაღმზრდელებს შეხვდნენ.

დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვია - რუსთავში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარ აფეთქებაზე, რა დროსაც 10 ადამიანი დაშავდა, გამოძიება დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილი - უნდა მივაღწიოთ, რომ ყველა მოქალაქემ თქვას, აი, ამ ქვეყანაში მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ

ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ექვს წელიწადში თქვას, აი, მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ, – ასე მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გლდანში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.

ძლიერი აფეთქება რუსთავში - დაშავებულია ათამდე ადამიანი

აფეთქება მოხდა რუსთავში, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან ამ წუთებში ,,ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

ჩუღურეთის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ჯავახიშვილის ქუჩაზე აკაციის ნერგები დაირგო.

ამინდის პროგნოზი

საქართველოს ცალკეულ რაიონში 21-22 ოქტომბერს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

ოკუპანტებმა ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცეს

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს.  გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.