მიხეილ ჯანელიძე: ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობამდე საქართველოს ევროპული გზა მიიყვანს

გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს, არის სწორედ საქართველოს ევროპული გზა, ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

“ბათუმის კონფერენცია ჩამოყალიბდა პლატფორმად, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯები და ის გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს - ეს არის სწორედ საქართველოს ევროპული გზა”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპულ გზა” გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო განუხრელად მიუყვება ევროპულ გზას, რომელიც წინაპრებმა საუკუნეების წინ განსაზღვრეს. მისი შეფასებით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა სრულიად ახალ ეტაპზეა და დღეს საქართველო ისე ახლოსაა ევროპულ ოჯახთან როგორც არასდროს.


“საქართველო აღიარებულია ლიდერად ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში. ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, კულტურის, ენერგეტიკის, გარემოს, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, უსაფრთხოების და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და სხვა სფეროებში, მრავალ მნიშვნელოვან მიმართულებაზე ევროკავშირის დახმარება - ეს ევროინტეგრაციით განპირობებული სიკეთეების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია” - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.


სიტყვით გამოსვლისას ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის თაობაზე, რაც მისი თქმით საქართველოს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა ამ მიმართულებით მაქსიმალურად იქნება გამოყენებული როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები, ასევე ახალი შესაძლებლობები და გაკეთდება იმაზე მეტი, ვიდრე ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს.


მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის, ევროპარლამენტში გაკეთებული მოხსენებისთვის, რომელიც ეხებოდა რეზოლუციას სახელწოდებით “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ”. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მოხსენებაში მკაფიოდ დაფიქსირდა ევროკომისიის ხედვა კონფლიქტთან და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით.


,,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი კვლავაც განაგრძობს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების - ანექსიისკენ ნაბიჯების გადადგმას. მიუხედავად აღნიშნულისა საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ერთსულოვანი მხარდაჭერით. არსებული გამოწვევების ფონზე, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის როლის ზრდა რეგიონში", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორია. მისი თქმით ქვეყნის მოლოდინია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სანათადოდ იქნება შეფასებული და ასახული ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში.


მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველო ევროკავშირს შორის სექტორულ თანამშრომლობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა უმაღლესი დონის ფორმატის შექმნას, რომელიც მისი თქმით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სექტორული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ეს ფაქტი ცალსახად მეტყველებს ევროკავშირის და კერძოდ, ევროკომისიის დიდ ინტერესზე, გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან. ჯანელიძის განცხადებით ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ გასული წლის განმავლობაში აქტიურად იმუშავა.


“მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო წარმატებით და ღირსეულად გაივლის ამ ევროპულ გზას და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ​.


ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ მიმდინარეობს.


სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის.

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ხანძარია

თბილისში, მოსკოვის გამზირზე კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოში იწვის საბურავები და პენოპლასტი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 100კვ. ფართი. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია ხვალ, 22 ოქტომბერს, 12:30 საათზეგაიმართება.

რუსთავში აფეთქებისას დაშავებული 2 მოზარდი თბილისში გადმოიყვანეს

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვი, რვა წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი, თბილისში გადმოიყვანეს. ისინი მკურნალობას ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში გააგრძელებენ.

კახა კალაძე ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალს დაესწრო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი გრძელდება. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად დაესწრო.

დიდუბის რაიონში წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის გამზირზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. 

ლაშა ნაცვლიშვილი მირზა სუბელიანის ბრალდებაზე: პატიმარს თავისუფლებიდან არ პასუხობენ

პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს დიდი გამოხმაურება მოყვა. 

 

 

ოკაცეს კანიონი დროებით დაიხურა

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონი დაიხურა.

სალომე ზურაბიშვილი - საოკუპაციო ხაზი უნდა მოვშალოთ და დავიბრუნოთ ნამდვილი საზღვრები

უნდა დავინახოთ, განვსაზღვროთ, სად არის ჩვენი მომავალი, როგორ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა, – ასეთი განცხადება გააკეთა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ნაძალადევში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულები ორ სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილნი. აქედან ერთის, 7 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ვლადიკავკაზში, ჰიდრომეტალურგიულ ქარხანაში ხანძარია - არის მსხვერპლი

ვლადიკავკაზში, ჰიდრომეტალურგიულ ქარხანაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მეხანძრეა. ის ქარხნის სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

შსს-მ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული გ.გ. და 1976 წელს დაბადებული ვ.ხ. დააკავეს.

მარიამ ჯაში და ეკა ბესელია ფოთში პედაგოგებსა და აღმზრდელებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფოთში საჯარო სკოლის პედაგოგებსა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისაღმზრდელებს შეხვდნენ.

დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვია - რუსთავში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარ აფეთქებაზე, რა დროსაც 10 ადამიანი დაშავდა, გამოძიება დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილი - უნდა მივაღწიოთ, რომ ყველა მოქალაქემ თქვას, აი, ამ ქვეყანაში მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ

ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ექვს წელიწადში თქვას, აი, მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ, – ასე მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გლდანში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.

ძლიერი აფეთქება რუსთავში - დაშავებულია ათამდე ადამიანი

აფეთქება მოხდა რუსთავში, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან ამ წუთებში ,,ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

ჩუღურეთის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ჯავახიშვილის ქუჩაზე აკაციის ნერგები დაირგო.

ამინდის პროგნოზი

საქართველოს ცალკეულ რაიონში 21-22 ოქტომბერს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

ოკუპანტებმა ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცეს

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს.  გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.