ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი იყო არასერიოზული თავის განცხადებაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი განცხადება, რომელიც პრეზიდენტმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა, არასერიოზული იყო.

„ის არ იყო მკაცრი, ის იყო არასერიოზული თავის განცხადებაში - არასერიოზულ განცხადებებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება სერიოზული კომენტარის გაკეთება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


„ამაზე მართლა გული მტკივა, როდესაც სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად გარანტი რაღაცეების, გარანტი, მათ შორის კონსტიტუციური სისტემის, თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ მაინც, არ შეიძლება ის ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. შესაბამისად, მე არ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.


ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საპარლამენტო დემოკრატიაში მთავრობის ცვლილება ჯანსაღი მოვლენაა. მისი თქმით, მთავარია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, ქვეყნის წინსვლა გრძელდება.


„საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო დემოკრატია და ამ სისტემაში ეს არის უცხო ხილი, სამწუხაროდ ჩვენთვის. ჩვენგვიწევდა ცხოვრება საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში 90-იანი წლებიდან, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უცხო მოვლენაა ესდემოკრატიული პროცესები. საპარლამენტო დემოკრატიაში, საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობის ცვლილება არის ნორმალური, ჯანსაღიმოვლენა. ჩვენ, გახსოვთ, რომ ვსაუბრობდით გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. იყო დისკუსიები, მმართველ გუნდში და ზუსტად ამდისკუსიების შედეგი იყო ის განცხადება, რომელიც გაკეთდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს არის ჯანსაღი პროცესი, ეს არის ნორმალურიპროცესი. მთავრია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან მოყოლებული, გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა ყველა მიმართულებით. დემოკრატიის კუთხით ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ამ ექვსი წლის განმავლობაში. გახსოვთ რა სიტუაცია იყო 2012წლამდე და 2012 წლის შემდეგ. ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან სერიოზული მაჩვენებლები. გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალიეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეგიონის მასშტაბით ეკონომიკის თვალსაზრისით. ასევე, სოციალურ მხარეს რაც შეეხება, გახსოვთ რაცვლილებები განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაში. ზოგადად, სოციალურ სისტემაში. რამდენად გაიზარდა ამ სფეროს დაფინანსებაბიუჯეტიდან და რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქაც გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა. ჩვენ გამოვირჩევით სტაბილურობის და უსაფრთხოებისმაღალი ხარისხით და ეს ფუნდამენტური წინსვლა განსაკუთრებით საგრძნობია 2008 წლის მოვლენებისფონზე. ყველა მიმართულებით „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ეს განვითარება არის უზრუნველყოფილი სხვადასხვა მთავრობის პირობებში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და ახალი სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბების საკითხს დღეს საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს. მისივე თქმით, მთავარია, რომ შენარჩუნდეს მიღწევები და მთლიანად გამოსწორდეს ის გარკვეული ხარვეზები, რაც მმართველი გუნდის საქმიანობაში იყო.


„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავრობის ცვლილება, ეს არის ნორმალური მოვლენა საპარლამენტო დემოკრატიაში. ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ.ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა. დღეს შეიკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა, სადაც განიხილება ახალი კანდიდატის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საკითხი, შესაბამისად, განიხილება ასევე ახალი სამთავრობო გუნდის საკითხი. ჩამოყალიბდება სამთავრობო გუნდიდა გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენთვის მთავარია, რომ ისმიღწევები, რაც გვაქვს, შევინარჩუნოთ და ის გარკვეული ხარვეზები,რაც იყო გუნდის საქმიანობაში, მთლიანად გამოვასწოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ახალი სამთავრობოგუნდის პირობებში”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებული პრიორიტეტია მჭიდრო კომუნიკაცია პარლამენტსა და მთავრობას შორის.


„ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მჭიდრო კომუნიკაციის და თანამშრომლობის არსებობა პარლამენტსა და მთავრობას შორის და მედარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ამ სულისკვეთებაზე იქნება აგებული ურთიერთობები პარლამენტსა და ახალ მთავრობას შორის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


პრეზიდენტი: მოვუწოდებ მმართველ პარტიას, პრემიერად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს


გიორგი მარგველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი კარგი პრემიერ-მინისტრი იყო


პრეზიდენტი: გიორგი კვირიკაშვილთან მუშაობა ყველაზე კომფორტული იყო


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი 3 ივნისს გამოცხადდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანის მიმართ, განაჩენი 3 ივნისს, 12:00 საათზე გამოცხდდება.

დიდუბეში სპორტული მოედნების განახლება მიმდინარეობს

დიდუბესა და დიღმის მასივში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სპორტული მოედნები სამ მისამართზე უკვე განახლდა.

"ფონდში ნაღდი ფული არ არის, თუ ვინმეს ხურდა დაუვარდებოდა, მადლობას ვეტყოდით"

საპატრიარქოს ფოდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ფონდიდან წაღებული არაფერია. 

 

ბათუმში EBRD მხარდაჭერით ახალი საწარმო გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან ერთად შპს „ნოვა“-ს ინფრასტრუქტურა მოინახულა და განახლებული საწარმო გახსნა.

სეტყვით დაზარალებულებს მთავრობა ბანკებთან უშუამდგომლებს

გორის მუნიციპალიტეტში სეტყვით დაზარალებული სოფლების მოსახლეობასთან შესახვედრად გორში ჩავიდა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ტყიბულში კაცი შახტში ნანგრევებში მოჰყვა

ტყიბულში შუა ხნის ასაკის კაცი კერძო შახტში რამდენიმე მეტრის სირღრმეზე ნანგრევეში მოჰყვა.

“საქართველოს რკინიგზა” ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

დღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, უბედური შემთხვევა მოხდა.

ლარი მცირედით გაუფასურდა

27 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.09 თეთრი შეადგინა.
 

პომპეო: საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

„აღასრულე სამართალი", „ნუ იქნები მიკერძოებული“ - სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

„აღასრულე სამართალი”, „ნუ იქნები მიკერძოებული, იყავი ობიექტური“, – ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სხდომის დაწყებამდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სააპელაციო სასამართლოსთან აქციას გამართეს.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ დირექტორობის 8 კანდიდატი დაამტკიცა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე 9 კანდიდატიდან აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ 8 კანდიდატი დაამტკიცა.

ქუთაისის პროკურატურასთან მორაგბეების აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან მორაგბეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.   

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება

შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს.

თბილისში, მაღაზიაში ამწე შევარდა - დაშავებულია სამი ადამიანი

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ამწე მაღაზიის ვიტრინას დაეჯახა, დაშავებულია სამი ადამიანი მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

ლევან დავითაშვილი გორში სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სეტყვისაგან დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად გორში ჩავიდა.

ზესტაფონში ორი მუშა დაშავდა

ზესტაფონში, "საქართველოს რკინიგზის" ერთ-ერთ ობიექტში მომხდარი ინცინდენტის შედეგად 2 თანამშრომელი დაშავდა.

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულმა დეპუტატმა ბათუმის საკრებულოში თანამდებობა დატოვა

ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგებს ტოვებს. 

ნათია თურნავა - მოხარული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენს ქალაქებში ქართული წარმოების ელექტრომობილები გამოჩნდება

ნათია თურნავა დღეს ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებელ კომპანია „აი გრუპის“ და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტზე უსმენენ

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

სომეხი კათოლიკოსის ხმაურიანი განცხადება ყარაბაღთან დაკავშირებით

სომხური სამოციქულო ეკლესიის კილიკიის კათოლიკოსმა, არამ I-მა „მთიანი ყარაბაღის“ საკითხთან დაკავშირებით, ანთელიას კათედრალში განცხადება გააკეთა.

სენაკში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაქურდეს

სენაკში რძის გადამამუშავებელი საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს. კომპანიის დირექტორის ნონა ქადარიას ინფორმაციით, შენობიდან 16 ათასი ლარის ღირებულების დანადგარებია გატანილი, დარჩენილი კი დაზიანებულია.