გიორგი ჩერქეზიშვილი: წამყვანი ქუვეითური ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლა, ტურიზმის კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე მეტყველებს

ქუვეითის ავიაკომპანია „Jazeera Airways“-მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.

ამასთან დაკავშირებით სასტუმრო „რედისონში“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი, ავიაკომპანიის მენეჯმენტი, საქართველოში ,,Jazeera Airways’’-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია ,,ვოიაჟერი“, ეკონომიკის სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“, „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“, „საქაერონავიგაციისა“ და „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„ქუვეითიდან ფრენები  2017 წელს დაიწყო. ეს არის უკვე მესამე კომპანია, რომელიც საავიაციო მიმოსვლას განახორციელებს თბილისსა და ქუვეითს შორის. ჩვენ მივესალმებით ერთ -ერთი წამყვანი ავიაკომპანიის შემოსვლას საქართველოში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტურიზმის კუთხით საქართველოსა და ქუვეითს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალია, რომელიც ასევე დადებითად აისახება საერთაშორისო ვაჭრობაზეც“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბოლო წლებში ძალიან დინამიური ზრდა გვაქვს საავიაციო სფეროში. „მაგალითად, 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი გაიზარდა  32 პროცენტით, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ტურისტული სეზონი დაიწყო და მგზავრების ზრდასთან ერთად ფართოვდება როგორც ჩვენი აეროპორტების ინფრასტრუქტურა, ასევე მომსახურების შესაძლებლობები“ - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.


მისივე ინფორმაციით, საქართველოსა და ქუვეითს შორის მგზავრთნაკადი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად ყურის არაბული ქვეყნებიდან 53%-ით.


ქუვეითის ავიაკომპანია, პირველ ეტაპზე,  ელ-ქუვეითი-თბილისის მარშრუტზე კვირაში სამჯერ, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შემდეგი განრიგით იფრენს:


ელ-ქუვეითი- თბილისი-ელ-ქუვეითი : 14:50 -18:20


თბილისი- ელ-ქუვეითი - თბილისი :    19:10-20:45


„Jazeera Aiways“-ით ფრენისას ეკონომკლასის მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ  გადაიტანონ   30 კგ,    ხოლო ბიზნესკლასის მგზავრებს - 50 კგ ბარგი.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენლების განცხადებით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები 2016 წლის მარტიდან მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანია „Jazeera Airways“-მა ელ-ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი ააშენა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მგზავრებს კიდევ უფრო დახვეწილ მომსახურებას სთავაზობს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე 9 Airbus A320 ტიპის ავიახომალდს ფლობს და ის წარმოადგენს პირველ ავიაკომპანიას ახლო აღმოსავლეთში,  რომელიც 11 ივნისიდან ფრენებს A320neo ბორტით  ასრულებს.


 


მესტიის მიმართულებით არსებულ გზაზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 59-ე კმ-ზე რებილიტირებული გვირაბი გახსნა.

შსს-ს კომენტარი დიკლოს მიმართულებით რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევასთან გავრცელებულ ინფორმაციაზე

შინაგან სამეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდაბ დიკლოს მიმართულებით საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით გავრცეებულ ინფორმაციას  სიცრუეს უწოდებს.

სტიქიამ ახმეტაში ინფრასტრუქტურაც დააზიანა

უხვი ნალექის და ქარიშხლის შედეგად, სოფელ მატანში ტერტერაშვილების სახლის ერთი ნაწილი ჩამოინგრა.

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა. რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 ადამიანი, 18 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაზარალებულებზე, რომლებიც სადაზღვევო პაკეტებით არ სარგებლობენ, კომპენსაცია არ გაიცემა

სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რეგიონის გუბერნატორსა და მერებს შეხვდა, სადაც ზარალის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პრესკობის განცხადებით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. 

პირს, რომელიც 16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დააკავეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულ პირს მოსამართლემ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო შსს-მ

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ტ.ნ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-მ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

სტიქიის შედეგები კახეთში - ოთხ სოფელში აბსოლუტურად განადგურდა მოსავალი

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კახეთში ზარალს ითვლის.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში თითქმის 100 პროცენტით განადგურდა ვენახები. ერთწლიანი კულტურა და ნარგავები. დაზიანდა საზამთროსა და ნესვის ბაღები.

გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობა კაპიტალურად გამაგრდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობის მარცხენა ფლიგელის კაპიტალური გამაგრება დაიწყო.

ახმეტაში სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი უმეტესად ნარჩუნება

გარემოს დაცისა და სოფილს მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19, 20-21 აგვისტოს არამდგრადი ამინდი უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნება.

"კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნისა და მოსამზადებელი პროგრამა" ხორციელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მეორე ღონისძიება გაიმართა.

თბილისის უბნები, რომლებიც გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა

თბილისი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 18 აგვისტოს, 22:21- საათიდან 02:00 საათამდე, ძლიერი წვიმის შედეგად შემოსულია 127 შეტყობინება - ამის შესახებ უწყება ინფორმაციას "ფეიბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის და კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სიერა-ლეონეს 4 მოქალაქე დააკავეს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

 

უამინდობის გამო დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნა.

თბილისის აეროპორტში Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ვერ დაჯდა

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი ვერ დაჯდა.

19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია და იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.

ასეთი მასშტაბის სეტყვა კახეთში პირველად დაფიქსირდა

18 აგვისტოს დღის 17:00 საათიდან კახეთში შემოვიდა, უპრეცედენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში პროცესი, რომელმაც შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული  40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები.