ირაკლი კობახიძე: სწორი იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება სამთავრობო გუნდიდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, დღეს, უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე დასახელდება.

„სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური, გამოცდილება ჰქონდეს, კანდიდატს",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე იქნება მიღებული.


“ჯერ-ჯერობით არასწორი იქნება განცხადების გაკეთება. ხუთ საათზე შეიკრიბება მმართველი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებულ ფორმატში და იქ იქნება მიღებული დღესვე, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების თაობაზე.


რაც შეეხება კრიტერიუმებს, მე ვფიქრობ, ლოგიკურია ის მსჯელობა, რომ სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური, ასე ვთქვათ გამოცდილება ჰქონდეს, განსაკუთრებული გამოცდილება ამ მიმართულებით კანდიდატს. შესაბამისად, ალბათ ესეც იქნება კრიტერიუმები. ყოველშემთხვევაში მე ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული ხუთი საათის სხდომაზე, რომელიც გაიმართება გაფართოებულ ფორმატში. ეს იქნება უმრავლესობის გაფართოებული სხდომა. დაესრწებიან ასევე პოლიტსაბჭოს სხვა წევრები. მთავრობის წევრები”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


„როდესაც დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ის შემოგვთავაზებს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაერთოს პარლამენტი ამ დისკუსიაში და განხილვაში. პირველ რიგში, დავუტოვოთ ეს კონსტიტუციური უფლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელიც ასახელებს მთავრობის ახალ შემადგენლობას და ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ კომენტარების გაკეთება როტაციის თაობაზე, სამთავრობო ცვლილებების თაობაზე”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა გუშინ, 13 ივნისს დატოვა.


პრეზიდენტი: მოვუწოდებ მმართველ პარტიას, პრემიერად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს


მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება

შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს.

თბილისში, მაღაზიაში ამწე შევარდა - დაშავებულია სამი ადამიანი

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ამწე მაღაზიის ვიტრინას დაეჯახა, დაშავებულია სამი ადამიანი მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

ლევან დავითაშვილი გორში სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სეტყვისაგან დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად გორში ჩავიდა.

ზესტაფონში ორი მუშა დაშავდა

ზესტაფონში, "საქართველოს რკინიგზის" ერთ-ერთ ობიექტში მომხდარი ინცინდენტის შედეგად 2 თანამშრომელი დაშავდა.

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულმა დეპუტატმა ბათუმის საკრებულოში თანამდებობა დატოვა

ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგებს ტოვებს. 

ნათია თურნავა - მოხარული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენს ქალაქებში ქართული წარმოების ელექტრომობილები გამოჩნდება

ნათია თურნავა დღეს ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებელ კომპანია „აი გრუპის“ და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტზე უსმენენ

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

სომეხი კათოლიკოსის ხმაურიანი განცხადება ყარაბაღთან დაკავშირებით

სომხური სამოციქულო ეკლესიის კილიკიის კათოლიკოსმა, არამ I-მა „მთიანი ყარაბაღის“ საკითხთან დაკავშირებით, ანთელიას კათედრალში განცხადება გააკეთა.

სენაკში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაქურდეს

სენაკში რძის გადამამუშავებელი საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს. კომპანიის დირექტორის ნონა ქადარიას ინფორმაციით, შენობიდან 16 ათასი ლარის ღირებულების დანადგარებია გატანილი, დარჩენილი კი დაზიანებულია.

პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლების დელეგაცია მიიღო.

პატრიარქის ფონდი გაქურდეს

პატრიარქის ფონდი გაქურდეს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

 

სააკაშვილს, მერაბიშვილს და კოდუას გელაშვილისთვის 215 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს,  ვანო მერაბიშვილს,ერეკლე კოდუას, შსს და ფინანსთა სამინისტროს ვალერი გელაშვილისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

ეკონომიკის მინისტრი გაფიცულ მაღაროებლებს შეხვდება

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიიღო და უახლოეს საათებში ჭიათურაში ჩავად და გაფიცულ მაღაროებლებთან მედიაციის პროცესში უშუალოდ ჩაერთვება.

აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ მიმართული რუსული კამპანია

2014 წელს, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე ახალი ენერგეტიკული დოქტრინა გამოქვეყნდა, რომელიც უახლოეს 2014-2020 წლებში რუსეთის მოქმედების სტრატეგიას გულისხმობდა.

 

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

გორში, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. თავად იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს. 

სოფლის მეურნეობის მინისტრი სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვერდად გაემგზავრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გორის მუნიციპალიტეტში სეტყვისაგან დაზრალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად უკვე გაემგზავრა.

ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიაში ვიზიტი განხორციელდა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ და  ავტოტრასნპორტის წარმოების პროცესს გაეცნენ.   

„დიდი ვალსი“ ლიბერთისგან დაიწყო

26 მაისს ლიბერთის ინიციატივით თბილისში, განახლებულ გოძიაშვილის ბაღის ტერიტორიაზე სპეციალურად უფროსი თაობისთვის ცეკვების პირველი საღამო გაიმართა.

მთაწმინდის გამგეობა რამდენიმე ავარიული შენობის გამაგრებას დააფინანსებს

მთაწმინდის გამგეობამ რაიონში კიდევ რამდენიმე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების პროექტი დააფინანსა.

 

პენტაგონი უკრაინას ხომალდ საწინაარმდეგო სისტემას მიაწვდის

ვაშინგტონი მზად არის, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება იმ მიზნით გაზარდოს, რომ სამხედრო-საზღვაო ძალებმა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ აღმოსავლეთ-უკრაინელ სეპარატისტებს შესაბამისი წინააღმდეგობა გაუწიონ.

თამარ ჩუგოშვილი აშშ-ის კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აშშ-ის კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თბილისს გუშინ ეწვივნენ.