TI ზუგდიდში არსებულ პარკირების სიტემაში კორუფციის რისკებს ხედავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ზუგდიდში არსებულ პარკირების სიტემაში კორუფციის ნიშნებსა და რისკებს ხედავს.

ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი.


კვლევის თანახმად, კომპანია “თაუნ პარკთან” მუნიციპალიტეტის ხელშეკრულება არაერთ ხარვეზს შეიცავს, კომპანიის მიერ პარკირების საფასურის გადახდის განსაზღვრული მეთოდი კი უკიდურესად გაუმჭვირვალეა და ქმნის კორუფციის რისკებს.


„მიუხედავად იმისა, რომ “თაუნ პარკმა“ დაიწყო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პარკირება ზუგდიდის ქუჩებში დღემდე პრობლემად რჩება პარკირების საფასურის გადახდის სისტემის გაუმართაობის გამო - საფასურის გადახდის ეფექტიანი, გამჭვირვალე და კანონით დადგენილი სისტემის არარსებობა ქმნის კორუფციისა და ფინანსური რესურსების არაეფექტურად განკარგვის რისკებს. ასევე, მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე არაეფექტიანი მონიტორინგი აფერხებს პარკირების სისტემის სრულფასოვნად გამართვას“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ კვლევაში.


ამავე კვლევაში მოცემულია აუქციონის ისტორია, რომელშიც მხოლოდ ერთი მონაწილე „თაუნ პარკი“ მონაწილეობდა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ნოდარ ესათია არის შპს “მწვანე ოცნების” 20%-იანი წილის მფლობელი, ამავე კომპანიაში 20%-იან წილს ფლობს დავით შენგელიას შვილი მარინა შენგელია.


კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია პარკირების საფასურის გადახდაზე, რომელიც ორგანიზაციის ინფორმაციით, ბუნდოვანია.


„პარკირების მეთვალყურეებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ ყოველდღიურად უწევთ განსაზღვრული თანხის გადაცემა სს “თაუნ პარკისათვის”. თანხის რაოდენობა ადგილმდებარეობის მიხედვით 10-დან 40 ლარამდე მერყეობს, რამდენიმე ლოკაციაზე (მაგალითად, კედიას ქუჩაზე) კი პარკირების მეთვალყურემ პარკინგის 8 ადგილის სანაცვლოდ სს “თაუნ პარკს” დღეში 30 ლარი უნდა გადაუხადოს; როგორც პარკირების მეთვალყურეებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, მათ ფიქსირებული ხელფასი არ აქვთ, მათი გასამრჯელო დღის მანძილზე მძღოლებიდან მიღებულ თანხასა და სს “თაუნ პარკისათვის” გადასახდელ თანხას შორის სხვაობაა. ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ არ არის გამოყოფილი პარკინგის სპეციალური ადგილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


აქვე განმარტებულია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლები არაერთხელ ეცადნენ სს “თაუნპარკის” წარმომადგენლებთან გასაუბრებას, თუმცა უშედეგოდ.


ორგანიზაციის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის საკრებულომ ეფექტურად გააკონტროლოს, ასრულებს თუ არა სს “თაუნ პარკი” ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამასთან, საკრებულომ ახალი დადგენილება უნდა მიიღოს, რომელშიც ის ხარვეზები იყოს ასახული, რომელზეც კვლევაშია საუბარი.


ამავე რეკომენდაციით, ცვლილებები უნდა შევიდეს მუნიციპალიტეტსა და სს “თაუნ პარკს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, სრულად უნდა შეიცვალოს პარკირების საფასურის გადახდის სისტემაც, კერძოდ: დადგინდეს პარკირების საფასურის გადახდის გამჭვირვალე სისტემა; განისაზღვროს, თუ რა მოცულობის თანხა უნდა გადაიხადოს მძღოლმა ერთჯერადი პარკირებისთვის, ასევე დადგინდეს საფასური პარკირების ერთკვირიანი, ერთთვიანი და უფრო ხანგრძლივი აბონემენტისათვის; პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი უნდა იყოს უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით;


მესტიის მიმართულებით არსებულ გზაზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 59-ე კმ-ზე რებილიტირებული გვირაბი გახსნა.

შსს-ს კომენტარი დიკლოს მიმართულებით რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევასთან გავრცელებულ ინფორმაციაზე

შინაგან სამეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდაბ დიკლოს მიმართულებით საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით გავრცეებულ ინფორმაციას  სიცრუეს უწოდებს.

სტიქიამ ახმეტაში ინფრასტრუქტურაც დააზიანა

უხვი ნალექის და ქარიშხლის შედეგად, სოფელ მატანში ტერტერაშვილების სახლის ერთი ნაწილი ჩამოინგრა.

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა. რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 ადამიანი, 18 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაზარალებულებზე, რომლებიც სადაზღვევო პაკეტებით არ სარგებლობენ, კომპენსაცია არ გაიცემა

სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რეგიონის გუბერნატორსა და მერებს შეხვდა, სადაც ზარალის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პრესკობის განცხადებით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. 

პირს, რომელიც 16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დააკავეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულ პირს მოსამართლემ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო შსს-მ

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ტ.ნ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-მ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

სტიქიის შედეგები კახეთში - ოთხ სოფელში აბსოლუტურად განადგურდა მოსავალი

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კახეთში ზარალს ითვლის.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში თითქმის 100 პროცენტით განადგურდა ვენახები. ერთწლიანი კულტურა და ნარგავები. დაზიანდა საზამთროსა და ნესვის ბაღები.

გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობა კაპიტალურად გამაგრდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობის მარცხენა ფლიგელის კაპიტალური გამაგრება დაიწყო.

ახმეტაში სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი უმეტესად ნარჩუნება

გარემოს დაცისა და სოფილს მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19, 20-21 აგვისტოს არამდგრადი ამინდი უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნება.

"კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნისა და მოსამზადებელი პროგრამა" ხორციელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მეორე ღონისძიება გაიმართა.

თბილისის უბნები, რომლებიც გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა

თბილისი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 18 აგვისტოს, 22:21- საათიდან 02:00 საათამდე, ძლიერი წვიმის შედეგად შემოსულია 127 შეტყობინება - ამის შესახებ უწყება ინფორმაციას "ფეიბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის და კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სიერა-ლეონეს 4 მოქალაქე დააკავეს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

 

უამინდობის გამო დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნა.

თბილისის აეროპორტში Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ვერ დაჯდა

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი ვერ დაჯდა.

19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია და იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.

ასეთი მასშტაბის სეტყვა კახეთში პირველად დაფიქსირდა

18 აგვისტოს დღის 17:00 საათიდან კახეთში შემოვიდა, უპრეცედენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში პროცესი, რომელმაც შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული  40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები.