თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელებას უარყოფს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, იუსტიციის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა დასახელდეს, უარყოფს.

ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.


გარდა ამისა, უმრავლესობის დეპუტატი ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის.


,,პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მის მიერ გაწეული სამსახურისთვის. ჩემთვის პატივი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში მასთან მუშაობა.


რაც შეეხება ცვლილებებს, ჩემთვის მთავარია, როგორი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობის ურთიერთობა პარლამენტთან. მთავრობა მეტად უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანისთან. ბევრად უფრო დინამიური და აქტიური უნდა იყოს პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა ღიად, საზოგადოების თვალწინ, სწორედ საპარლამენტო პლატფორმებზე. 


თუ ჩვენ შევძლებთ და შევქმნით რეალურ, პასუხისმგებლიან, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულ დისკუსიას და პროცესს პარლამენტში, შედეგებიც ხელშესახები იქნება ყველა სფეროში.


მე პირადად სწორედ ამ კრიტერიუმით ვაპირებ მთავრობის ახალი შემადგენლობის შეფასებას.


რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჩემს როლს და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, გაძლიერებაში ვხედავ", - წერს ჩუგოშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა. 


 


ბათუმში EBRD მხარდაჭერით ახალი საწარმო გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან ერთად შპს „ნოვა“-ს ინფრასტრუქტურა მოინახულა და განახლებული საწარმო გახსნა.

სეტყვით დაზარალებულებს მთავრობა ბანკებთან უშუამდგომლებს

გორის მუნიციპალიტეტში სეტყვით დაზარალებული სოფლების მოსახლეობასთან შესახვედრად გორში ჩავიდა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ტყიბულში კაცი შახტში ნანგრევებში მოჰყვა

ტყიბულში შუა ხნის ასაკის კაცი კერძო შახტში რამდენიმე მეტრის სირღრმეზე ნანგრევეში მოჰყვა.

“საქართველოს რკინიგზა” ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

დღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, უბედური შემთხვევა მოხდა.

ლარი მცირედით გაუფასურდა

27 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.09 თეთრი შეადგინა.
 

პომპეო: საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

„აღასრულე სამართალი", „ნუ იქნები მიკერძოებული“ - სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

„აღასრულე სამართალი”, „ნუ იქნები მიკერძოებული, იყავი ობიექტური“, – ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სხდომის დაწყებამდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სააპელაციო სასამართლოსთან აქციას გამართეს.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ დირექტორობის 8 კანდიდატი დაამტკიცა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე 9 კანდიდატიდან აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ 8 კანდიდატი დაამტკიცა.

ქუთაისის პროკურატურასთან მორაგბეების აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან მორაგბეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.   

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება

შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს.

თბილისში, მაღაზიაში ამწე შევარდა - დაშავებულია სამი ადამიანი

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ამწე მაღაზიის ვიტრინას დაეჯახა, დაშავებულია სამი ადამიანი მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

ლევან დავითაშვილი გორში სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სეტყვისაგან დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად გორში ჩავიდა.

ზესტაფონში ორი მუშა დაშავდა

ზესტაფონში, "საქართველოს რკინიგზის" ერთ-ერთ ობიექტში მომხდარი ინცინდენტის შედეგად 2 თანამშრომელი დაშავდა.

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულმა დეპუტატმა ბათუმის საკრებულოში თანამდებობა დატოვა

ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგებს ტოვებს. 

ნათია თურნავა - მოხარული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენს ქალაქებში ქართული წარმოების ელექტრომობილები გამოჩნდება

ნათია თურნავა დღეს ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებელ კომპანია „აი გრუპის“ და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტზე უსმენენ

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

სომეხი კათოლიკოსის ხმაურიანი განცხადება ყარაბაღთან დაკავშირებით

სომხური სამოციქულო ეკლესიის კილიკიის კათოლიკოსმა, არამ I-მა „მთიანი ყარაბაღის“ საკითხთან დაკავშირებით, ანთელიას კათედრალში განცხადება გააკეთა.

სენაკში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაქურდეს

სენაკში რძის გადამამუშავებელი საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს. კომპანიის დირექტორის ნონა ქადარიას ინფორმაციით, შენობიდან 16 ათასი ლარის ღირებულების დანადგარებია გატანილი, დარჩენილი კი დაზიანებულია.

პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლების დელეგაცია მიიღო.

პატრიარქის ფონდი გაქურდეს

პატრიარქის ფონდი გაქურდეს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

 

სააკაშვილს, მერაბიშვილს და კოდუას გელაშვილისთვის 215 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს,  ვანო მერაბიშვილს,ერეკლე კოდუას, შსს და ფინანსთა სამინისტროს ვალერი გელაშვილისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.