მკვლელობა ნაძალადევში - ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ამის შესახებ „პირველს“ უწყებიდან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ.ჩ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. მის ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივნისს, გამთენიისას, თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1984 წელს დაბადებულ დ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მახლობლად შენიშნეს. ლ.ჩ.-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო დაწესებულებაში იქნა მოთავსებული, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.


მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ექიმებისგან ინფორმაცია მიიღეს, რომ ბრალდებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, იგი დაუყოვნებლივ დააკავეს.


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.


თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.


სიახლეები მსგავს თემაზე

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გარდაცვლილს სასიკვდილო დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. დაჭირილია მეორე ახალგაზრდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ დირექტორობის 8 კანდიდატი დაამტკიცა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე 9 კანდიდატიდან აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ 8 კანდიდატი დაამტკიცა.

ქუთაისის პროკურატურასთან მორაგბეების აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან მორაგბეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.   

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება

შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს.

თბილისში, მაღაზიაში ამწე შევარდა - დაშავებულია სამი ადამიანი

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ამწე მაღაზიის ვიტრინას დაეჯახა, დაშავებულია სამი ადამიანი მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

ლევან დავითაშვილი გორში სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სეტყვისაგან დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად გორში ჩავიდა.

ზესტაფონში ორი მუშა დაშავდა

ზესტაფონში, "საქართველოს რკინიგზის" ერთ-ერთ ობიექტში მომხდარი ინცინდენტის შედეგად 2 თანამშრომელი დაშავდა.

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულმა დეპუტატმა ბათუმის საკრებულოში თანამდებობა დატოვა

ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგებს ტოვებს. 

ნათია თურნავა - მოხარული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენს ქალაქებში ქართული წარმოების ელექტრომობილები გამოჩნდება

ნათია თურნავა დღეს ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებელ კომპანია „აი გრუპის“ და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტზე უსმენენ

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

სომეხი კათოლიკოსის ხმაურიანი განცხადება ყარაბაღთან დაკავშირებით

სომხური სამოციქულო ეკლესიის კილიკიის კათოლიკოსმა, არამ I-მა „მთიანი ყარაბაღის“ საკითხთან დაკავშირებით, ანთელიას კათედრალში განცხადება გააკეთა.

სენაკში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაქურდეს

სენაკში რძის გადამამუშავებელი საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს. კომპანიის დირექტორის ნონა ქადარიას ინფორმაციით, შენობიდან 16 ათასი ლარის ღირებულების დანადგარებია გატანილი, დარჩენილი კი დაზიანებულია.

პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლების დელეგაცია მიიღო.

პატრიარქის ფონდი გაქურდეს

პატრიარქის ფონდი გაქურდეს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

 

სააკაშვილს, მერაბიშვილს და კოდუას გელაშვილისთვის 215 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს,  ვანო მერაბიშვილს,ერეკლე კოდუას, შსს და ფინანსთა სამინისტროს ვალერი გელაშვილისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

ეკონომიკის მინისტრი გაფიცულ მაღაროებლებს შეხვდება

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიიღო და უახლოეს საათებში ჭიათურაში ჩავად და გაფიცულ მაღაროებლებთან მედიაციის პროცესში უშუალოდ ჩაერთვება.

აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ მიმართული რუსული კამპანია

2014 წელს, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე ახალი ენერგეტიკული დოქტრინა გამოქვეყნდა, რომელიც უახლოეს 2014-2020 წლებში რუსეთის მოქმედების სტრატეგიას გულისხმობდა.

 

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

გორში, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. თავად იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს. 

სოფლის მეურნეობის მინისტრი სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვერდად გაემგზავრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გორის მუნიციპალიტეტში სეტყვისაგან დაზრალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად უკვე გაემგზავრა.

ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიაში ვიზიტი განხორციელდა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ და  ავტოტრასნპორტის წარმოების პროცესს გაეცნენ.   

„დიდი ვალსი“ ლიბერთისგან დაიწყო

26 მაისს ლიბერთის ინიციატივით თბილისში, განახლებულ გოძიაშვილის ბაღის ტერიტორიაზე სპეციალურად უფროსი თაობისთვის ცეკვების პირველი საღამო გაიმართა.

მთაწმინდის გამგეობა რამდენიმე ავარიული შენობის გამაგრებას დააფინანსებს

მთაწმინდის გამგეობამ რაიონში კიდევ რამდენიმე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების პროექტი დააფინანსა.