მამუკა ბახტაძე: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ პირველი შეხვედრა აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველთან, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მამუკა ბახტაძესთან გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას.


„მსურს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ბატონ ნაკაოს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში სტუმრობისთვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. აზიის განვითარების ბანკი არის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ADB-ი მონაწილეობს ყველა წამყვან ინფრასტრუქტურულ პროექტში საქართველოში, ეს  შეეხება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს, ასევე ახალ დერეფანს ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით. ამასთან, ADB-ი აქტიურად არის ჩართული განათლების სექტორის მომავალ რეფორმაში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოში მყოფმა აზიის განვითრების ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროექტებზე, ქვეყნისათვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე.


„ქვეყანა საკმაოდ სწრაფად იზრდება, გასულ წელს ექსპორტი გაიზარდა 30%-ით და კვლავ განგრძობს ზრდას. ტურიზმის სექტორი საკმაოდ ძლიერია და მწამს, რომ ამ სექტორს აქვს დიდი პოტენციალი. ინფლაციის დონე კონტროლს ექვემდებარება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაფინანსებულია მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. მაკროეკონომიკური სტაბილურობა მიღწეულია და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ეკონომიკური რეფორმები. მეტი ინვესტიციაა საჭირო, განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიურ სფეროში, ასევე, საჭიროა ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. აზიის განვითარების ბანკი ქვეყანას დახმარებას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მშენებლობის მიმართულებით. მოხარულები ვართ, მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ სფეროებს, როგორიცაა განათლება, ასევე  გავაგრძელოთ თანამშრომლობა მმართველობითი რეფორმების გაძლიერების მიმართულებით,“ - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ.


შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.


აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.


 


შსს - მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის მითითებებს და დაიცვან მოძრაობის წესები

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

 

თბილისის მერმა აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა.

ექსპერტის შეფასებით, არასწორი და გაბუქებული ინფორმაციის კვლევაში ასახვა ძალიან ცუდია

ექსპერტი გია აბაშიძე ორგანიზაცია Freedom House-ს აკრიტიკებს.

ავტობანზე 20-ზე მეტი მანქანა ერთმანეთს მსუბუქად შეეჯახა

ავტობანზე 20-ზე მეტი ავტომობილი,  ერთმანეთს მსუბუქად შეეჯახა.

ახალციხეში ავტომობილის ინსპექტირების ცენტრთან რიგებია

ახალციხეში, ავტომობილის ინსპექტირების ცენტრთან ათობით მანქანა თავის რიგს ელის. მძღოლები ხშირად მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ ახერხებს ტექდათვალიერების გავლას. 

„სილქნეტი“ თავის მომხმარებელს განახლებულ პირობებს შესთავაზებს

გასული წლის განმავლობაში „სილქნეტმა“ მნიშვნელოვანი სიახლეები შესთავაზა მომხმარებელს. დანერგა 4.5 G ტექნოლოგია და გააუმჯობესა ინტერნეტის ხარისხი.

დავით სერგეენკო: სისხლის მარაგი შეფერხების გარეშე მიეწოდება კლინიკას

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

სერგეენკო: ,,სიხლის ბანკი" ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ ერთ-ერთი ,,სისხლის ბანკის" მიერ გაკეთებულ განცხადებას მწვავე კომენტარით პასუხობს.

აფეთქების შედეგად დაზარალებული 70 ადამიანი სასტუმროებშია განთავსებული

ამ დროისთვის სასტუმროებში, აფეთქების შედეგად დაზარალებული 70-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონი გამოიყო

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა 11 მილიონი ლარი გამოყო. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ადასტურებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად თავიანთ ოჯახის ექიმებს მიმართონ.

ჯარში ნამსახურებ პირებს სოცქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ

რუსეთში, ჯარში ნამსახურებ პირთა ნაწილს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ.

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.

გენადი არველაძე საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას(პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

ირაკლი ხმალაძე: მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს.

აკაკი ზოიძე Freedom House-ს აკრიტიკებს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ორგანიზაცია Freedom House-ს აკრიტიკებს.

ლარის კურსი

17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6634 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.
 

18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაუგრძნობს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩი დიდ დიღომში  გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

 

ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით პირველი ავიარეისი ხვალ შესრულდება

ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 18 იანვარს, პირველ რეგულარულ ავიარეისს ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით შეასრულებს.

დღე მეორე - უახლესი ფოტოები აფეთქების ადგილიდან

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღეა.