პროკურატურამ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს შსს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს   და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი პერიოდულად დადიოდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც ეწეოდა მცირე სამეწარმეო საქმიანობას. 2018 წლის 20 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან დატოვა ზემოხსენებული ტერიტორია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის აგვისტოში, რის გამოც გადაწყვიტეს მისი დასჯა და წამება.

2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ი.პ. და ლ.ქ. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის კუთვნილი ავტომანქანით და ლ.ქ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შეიტანეს ხილ-ბოსტნეული. აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ.

მიზნის მისაღწევად, 2018 წლის 22 თებერვალს, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს, ი.პ.-ს და ლ.ქ.-ს ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა  და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით - ი.პ. და ლ.ქ. გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, სადაც არჩილ ტატუნაშვილს დაადეს ხელბორკილი და წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში.

არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გადაყვანამდე ლ.ქ. და ი.პ. დროებით გაათავისუფლეს, თუმცა შემდგომ კვლავ აღუკვეთეს თავისუფლება.

ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

ვინაიდან, ბრალდებულები დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი თავს არიდებენ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ (თავისუფლების უკანონო აღკვეთა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 25-1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წამებაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ).

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. 

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით. გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დავით გურწიევისთვის და ალიკ ტაბოევისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შსს - მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის მითითებებს და დაიცვან მოძრაობის წესები

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

 

თბილისის მერმა აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა.

ექსპერტის შეფასებით, არასწორი და გაბუქებული ინფორმაციის კვლევაში ასახვა ძალიან ცუდია

ექსპერტი გია აბაშიძე ორგანიზაცია Freedom House-ს აკრიტიკებს.

ავტობანზე 20-ზე მეტი მანქანა ერთმანეთს მსუბუქად შეეჯახა

ავტობანზე 20-ზე მეტი ავტომობილი,  ერთმანეთს მსუბუქად შეეჯახა.

ახალციხეში ავტომობილის ინსპექტირების ცენტრთან რიგებია

ახალციხეში, ავტომობილის ინსპექტირების ცენტრთან ათობით მანქანა თავის რიგს ელის. მძღოლები ხშირად მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ ახერხებს ტექდათვალიერების გავლას. 

„სილქნეტი“ თავის მომხმარებელს განახლებულ პირობებს შესთავაზებს

გასული წლის განმავლობაში „სილქნეტმა“ მნიშვნელოვანი სიახლეები შესთავაზა მომხმარებელს. დანერგა 4.5 G ტექნოლოგია და გააუმჯობესა ინტერნეტის ხარისხი.

დავით სერგეენკო: სისხლის მარაგი შეფერხების გარეშე მიეწოდება კლინიკას

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

სერგეენკო: ,,სიხლის ბანკი" ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ ერთ-ერთი ,,სისხლის ბანკის" მიერ გაკეთებულ განცხადებას მწვავე კომენტარით პასუხობს.

აფეთქების შედეგად დაზარალებული 70 ადამიანი სასტუმროებშია განთავსებული

ამ დროისთვის სასტუმროებში, აფეთქების შედეგად დაზარალებული 70-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონი გამოიყო

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა 11 მილიონი ლარი გამოყო. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ადასტურებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად თავიანთ ოჯახის ექიმებს მიმართონ.

ჯარში ნამსახურებ პირებს სოცქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ

რუსეთში, ჯარში ნამსახურებ პირთა ნაწილს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ.

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.

გენადი არველაძე საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას(პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

ირაკლი ხმალაძე: მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს.

აკაკი ზოიძე Freedom House-ს აკრიტიკებს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ორგანიზაცია Freedom House-ს აკრიტიკებს.

ლარის კურსი

17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6634 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.
 

18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაუგრძნობს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩი დიდ დიღომში  გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

 

ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით პირველი ავიარეისი ხვალ შესრულდება

ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 18 იანვარს, პირველ რეგულარულ ავიარეისს ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით შეასრულებს.

დღე მეორე - უახლესი ფოტოები აფეთქების ადგილიდან

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღეა.