ოკუპირებული აფხაზეთი მუნდიალთან დაკავშირებით, ე.წ. უვიზო რეჟიმს აწესებს

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში, უცხოელებისთვის ე.წ. უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

შესაბამის ე.წ. განკარგულებას ხელი დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი.


"რუსეთის ტერიტორიაზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, 15 ივნისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით, უცხოელ მოქალაქეებს ნება მიეცეთ ტურისტული მიზნებისთვის შემოვიდნენ აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე ვიზების მიღების აუცილებლობის გარეშე“, - ნათქვამია ე.წ. განკარგულებაში.


დოკუმენტში მითითებულია, რომ "ბრძანება არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე".


ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.


რაულ ხაჯიმბა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, გახსნის ცერემონიას დაესწრებიან.


 


„ფრესკომ“ შრომითი უფლებების დარღვევის უარყოფაზე სასამართლო დავა წააგო

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია „ფრესკოს“ სარჩელი Facebook-ის გვერდ „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორ გიორგი ლაბაძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით.

ახალგაზრდა აქტივისტები ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აქციას მართავენ

თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. 

ქუთაისში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა

ქუთაისის სპორტის სასახლეში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა.

აკაკი საღირაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან „შუა დერეფნის“ გაციფროვნების შესაძლებლობებზე ისაუბრა

შვედეთში მიმდინარე გაეროს საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მახტარ დიოპთან.

ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიოს მხრიდან ვხედავთ

"კიბერშეტევა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა".

რუსეთის საგარეო უწყება კიბერშეტევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ოფიციალური მოსკოვი კიბერშეტავასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს.

ავსტრალია საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობს

ავსტრალიის მთავრობა უერთდება საერთაშორისო პარტნიორებს და გმობს საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ განხორციელბულ კიბერშეტევას.

გიორგი ვოლსკი: ზუსტად ისეთივე პოლიტპატიმარია გიგი უგულავა, როგორიც ვანო მერაბიშვილი

„ზუსტად ისეთივე პოლიტპატიმარია გიგი უგულავა, როგორიც ვანო მერაბიშვილი“ ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას.

გიორგი გახარია რუსულ კიბერშეტევაზე: ეს შეუწყნარებელი აქტი ჩვენი სუვერენიტეტითვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად

"საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას".

ესტონეთი საქართველოს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის გამო მხარდაჭერას უცხადებს

ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის გამო. 

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს პასუხის გაცემა მოუწევს 

„სახელმწიფო დგამს აუცილებელ ნაბიჯებს იმისთვის, რომ კიბერთავდასხმების ნეიტრალიზაცია შეძლოს, თუმცა, ასეთ გამოწვევებთან ბრძოლა რთულია და ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან“,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რუსული კიბერშეტევა საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის გამოვლინებაა  

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება. 

დავით ზალკალიანი: კიბერსაფრთხეების შესამცირებლად აშშ-სთან მჭიდრო პარტნიორობას გავაგრძელებთ 

"ჩვენ გავაგრძელებთ აშშ-სთან მჭიდრო პარტნიორობას ასეთი რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად"- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "ტვიტერში" რუსეთის მხრიდან საქართველოზე კიბერშეტევის საკითხთან დაკავშირებით წერს.

ნორვეგია საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ საერთაშორისო შეშფოთებას იზიარებს

ნორვეგია იზიარებს საერთაშორისო შეშფოთებას საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ. 

ვის გაუხსნის ციხის კარს „ხელისუფლების დამხობის“ შემდეგ - „ყველა არის პოლიტპატიმარი“

„მე გაძლევთ გარანტიას, წლის ბოლომდე ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარიფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის... ვამბობ, რომ ვინც მევიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არის პოლიტიკური პატიმარი“, - ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.

ლიეტუვა მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოზე კიბერთავდასხმები

ლიეტუვას რესპუბლიკა მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოზე კიბერთავდასხმები. ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრეტეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

თბილისის აეროპორტში 304  არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს

20 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები (ჯამში 304 ცალი) აღმოაჩინეს.

მაიკ პომპეო რუსულ კიბერშეტევაზე: საქართველოს გაძლიერებაში ტექნიკური მხარდაჭერით დავეხმარებით

„ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვგმობთ ქართველი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას".

მიხეილ ჩხენკელი: თსუ-ს მალე ექნება ისეთი მეორე კორპუსი, როგორიც ეკადრება მის ისტორიას და თანამედროვეობას

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მასშტაბური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომლის ღირებულება 21,3 მლნ ლარს შეადგენს.

გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას

გაერთიანებული სამეფო განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს.

აშშ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.