რეფორმების ახალი ტალღა ენერგეტიკაში - სემეკმა მომსახურების ხარისხის მონიტორინგის ინოვაციური პროექტი წარადგინა

სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ ინოვაციური პროგრამის - მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის - „ელექტრონული ჟურნალის“ შესახებ ღონისძიება გახსნა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის, სამთავრობო უწყების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი გამანაწილებელი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. „ელექტრონული ჟურნალის“ შესახებ პრეზენტაცია წარადგინა კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა.


„ელექტრონული ჟურნალი“, რომელიც უნიკალური პროგრამაა და ანალოგი არ გააჩნია, სემეკის თანამშრომლების მიერ შეიქმნა. პროგრამა 2016 წლის ბოლოს ამოქმედდა და მისი საშუალებით, სემეკი რეალური დროის რეჟიმში მონიტორინგს უწევს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი გამანაწილებელი და წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების მიერ მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტების შესრულების პროცესს.


ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტები მოიცავს გეგმურ  და არაგეგმურ წყვეტებს; ქოლ-ცენტრის მომსახურებას; ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებას; აბონენტად რეგისტრაციას; დავალიანების გადაუხდელობის გამო გამორთული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენას; მომხმარებლის წერილობით მოთხოვნაზე კომპანიის მიერ პასუხის გაცემას ან/და რეაგირებას; აღრიცხვის ხელსაწყოს შემოწმებას; მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმებას. მათი დარღვევის შემთხვევაში კომპანიას წარმოეშვება აბონენტისთვის კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულება.  საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც „ელექტრონული ჟურნალის“ საშუალებით, ყველა ზემოაღნიშნული სტანდარტის შესრულებაზე, სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში კი  - კომპენსაციის გაცემაზე კონტროლს, ასევე,  სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას მოახდენს დისტანციურად - რეალური დროის რეჟიმში.


„ელექტრონული ჟურნალის“ საშუალებით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის პერიოდში სტანდარტების დარღვევისათვის, გამანაწილებელი კომპანიების მიერ აბონენტებზე გაცემული კომპენსაციების ოდენობამ 2 164 520 ლარი შეადგინა. მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში გაცემული კომპენსაციების ოდენობამ შეადგინა 234 480 ლარი; ბუნებრივი გაზის სექტორში - 731 655 ლარი, წყალმომარაგების სექტორში - 1 198 385 ლარი. 


კომპენსაციების ყველაზე დიდი ოდენობა - 1 173 585 ლარი გაცემულია შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ; შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ გაცემული კომპენსაციების ოდენობამ შეადგინა 601 710  ლარი; სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ  - 137 980 ლარი; სს „საქორგგაზის“ მიერ – 106 665 ლარი; სს „თელასის“ მიერ   -  96 500 ლარი; შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მიერ – 23 210 ლარი; შპს „რუსთავის წყლის“ მიერ -  22 835 ლარი; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ  - 1 665 ლარი; შპს „ბათუმის წყლის“ მიერ – 300 ლარი, ხოლო სხვა მცირე კომპანიების მიერ გაცემული კომპენსაციების ოდენობამ - 70 ლარი.


დარიცხული კომპენსაციები სტანდარტების მიხედვით ასე გადანაწილდა:  ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სტანდარტის დარღვევის გამო გაცემული კომპენსაციების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 93%-ს; ხოლო დანარჩენი 7%  მოიცავს აბონენტად რეგისტრაციის, მომარაგების აღდგენის, წერილობითი პასუხის გაცემა/რეაგირების; აღრიცხვის ხელსაწყოს მოწყობის; მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმების სტანდარტების დარღვევას. 


„ელექტრონული ჟურნალის“ პროგრამაში ჩართულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი 37 გამანაწილებელი კომპანია. მათ შორის შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, სს „თელასი“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“; შპს „რუსთავის წყალი“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, სს „ენერგო- პრო ჯორჯია“, შპს „ბათუმის წყალი“ და სხვა კომპანიები.  


სემეკის ამოცანაა, რომ კომპანიების მიერ მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი. ამ მიზნით უახლოეს მომავალში “ელექტრონული ჟურნალს” ასევე დაემატება, სამივე რეგულირებად სექტორში, მიწოდების საიმედოობის მონიტორინგის ფუნქცია.


 


ქთევან ციხელაშვილი აიბღაზე : ეს რეგისტრაცია ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა სოფელ გუგუტიანთკარის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოფელ გუგუტიანთკარში განხორციელებულ ბორდერიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

ოსურმა მხარემ დაკავებული ქართველები გაათავისუფლა

სოფელ ერგნეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგნლებმა დაკავებული 8 მოქალაქე ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ბიძინა ივანიშვილი განმუხურში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს

ბიძინა ივანიშვილი განმუხურში სასტუმროს აშენებს. თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ სამუშაოები რამდენიმე თვის წინ განახლდა. 

მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია საქართველოს რაგბის ნაკრებზე გადაღებულ ფილმში ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე საუბრობს

„საქართველო – რაგბის მომავალი სუპერძალა“ – მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია საქართველოს ნაკრების შესახებ გადაღებული აღნიშნული ფილმის მეორე ეპიზოდში ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე საუბრობს.

m3 - დეველოპმენტის ახალი განზომილება m2-სგან

„m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო. 11,5 ჰექტარზე დაგეგმილი თანამედროვე უბნის მშენებლობა ოთხ ფაზადაა დაყოფილი.

მეტროპოლიტენის მუშაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო

მეტროსადგურ ვარკეთილში მატარებელი გაფუჭდა

ეროვნული ვალუტა გაუფასურდა

20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9275 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9225 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.50 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ბანკმა  Deutsche Bank-ისგან  Operational Excellence Award-ი მიიღო

Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს  2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო  STP ( Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის ნოდარ მელაძე გაათავისუფლა, მის ადგილას კი ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილება.

უშგულელებმა აქცია შეწყვიტეს

მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში მოსახლეობამ აქცია შეწყვიტა და გზა გახსნა. 

პაატა სალია : ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე სამსახურიდან გავათავისუფლე

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა.

ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა შეწყვიტოს უკანონო ქმედებები.

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - შესაბამისად მოწოდება, რომ "ის უნდა გაგრძელდეს” რელევანტური არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოწოდებები არარელევანტურია.

სეს : საქართველოში ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

საქართველოში ანთრაქსის იგივე ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ "პირველს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, წელს, 41-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტი - „აბიტურიენტების მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან".

კაჭრეთში ტყე იწვის

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა.

ოკუპირებული გაგრის სოფელი აიბღა რუსეთის ტერიტორიად მიუთითეს

ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას მთის კალთაზე მდებარე გაგრის რაიონის ნაწილი რუსეთის რეესტრის ბაზაში შეტანილია, როგორც რუსეთის ტერიტორია.

"ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიას"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმებას, საქართველოს რეგიონების ანექსის პროცესის გაგრძელებას უწოდებს.