გიორგი ჩერქეზიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა, რომელიც იმპორტს ჩაანაცვლებს

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმში შპს „ანთ ჯგუფის“ ახალისაწარმო გახსნეს.

ახალი საწარმო  სასახურავე მასალების/ აქსესუარებისა და თაბაშირ-მუყაოს ფილების პროფილების აწარმოებს.


კომპანიამ, ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, ახალი საწარმოს აშენება და მისი თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღჭურვა შეძლო. პირველ ეტაპზე საწარმოში 13 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამომავლოდ ამ მაჩვენებლის გაზრდა იგეგმება.


 შპს „ანთ გრუპ“-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ეკოლოგიურად სუფთა, საიმედო პროდუქცია, რის მისაღწევადაც წარმოებაში მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული გამოიყენება. კომპანია პირველივე წელს 3 333 911 ლარის პროდუქციის წარმოებას და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, კიდევ ერთი იმპორტის ჩამნაცვლებელი კომპანია შეიქმნა ბათუმში, აჭარისრეგიონში, სადაც ძალიან სწრაფად და დინამიურად ვითარდება მშენებლობა. 


„კომპანიის ადმინისტრაცია გეგმავს სამომავლოდ საწარმოში დამზადებული პროდუქციაექსპორტზე გაიტანოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ აწარმოოს საექსპორტო პროდუქცია, რაშიც აუცილებლადდავეხმარებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხელისუფლება ფოკუსირებულია, რათა ბიზნეს პროექტები სხვადასხვა სექტორებში განხორციელდეს.


მისი თქმით, სასტუმრო კომპლექსების მიმართულების განვითარების გარდა,   გვჭირდება საწარმოები, რომელიც აწარმოებს, მათ შორის, სამშენებლო მასალებს. 


"მოგეხსენებათ, ჩვენი ეკონომიკა მზარდია, ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს რეგიონსა და ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება საწარმოები, რომლებიცადგილზე აწარმოებენ პროდუქციას და მოამარაგებენ ადგილობრივ ბაზარს,“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.


საწარმოს გახსნას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი. მისითქმით, მომავალ კვირას იგეგმება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელობის შეხვედრა აჭარაში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლის დროსაცისინი მიიღებენ მეტ ინფორმაციას აღნიშნული პროგრამის შესახებ.


შპს „ანთ გრუპი“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერითსარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 186 150 ლარს შეადგენს.


 


 


 


 


 


 


19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს

ხვალ, 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

ნინოწმინდაში საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს დუპირისპირდა, რის შედეგადაც კლინიკაში ორი დაშავებულის გადაყვანა გახდა საჭირო.

ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

გმირთა მოედანთან პოლიციამ ნატა ფერაძე დააკავა

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდნეიმე წუთის წინ პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავა.

შიდა ქართლში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

მიხეილ ჩხენკელმა 2019 წლის საუკეთესო ნაკრების ტიტული წყალბურთის ეროვნულ ნაკრებს გადასცა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - „წლის სპორტსმენი“ გაიმართა.

ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

პროკურატურის შენობასთან დაკავებულ ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

ექსპერტი: გამორიცხულია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დე-ფაქტო მთავრობასთან რაიმე სახის ხელშეკრულება გააფორმოს

ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში ზაზა ცოტნიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის, იმ მოთხოვნით, რასაც ისინი აჟღერებენ, გამორიცხულია რაიმე სახის ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ეს მათი “დამოუკიდებლობის” აღიარებას გულისხმობს.

 

პოლიციამ სოფელ ნუკრიანში სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

50 წლის არჩილ ჯანგულაშვილი პოლიციამ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება მკვლელობის ფაქტზეც.

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ მაჭარაში ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

შამბა: საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს

"საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს",- ამის შესახებ პარტია "ეძინაია აფხაზიას" ლიდერმა სერგეი შამბამ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

გურამ ნიკოლაშვილი NDI-ის კვლევებზე: „რეალური რეიტინგი დგინდება არჩევნებზე“ - POSTV - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად"

„NDI-ს ბოლო და ასევე წინა წლებში ჩატარებულ კვლევებს არანაირი შეხება არ აქვს რეალურ რეიტინგებთან, ის მედიაში მანიპულაციის ინსტრუმენტად გამოიყენება, რეალური რეიტინგი კი დგინდება არჩევნებზე“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად", განაცხადა.

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განხილვას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას მიესალმება, თუმცა აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსის განხილვას არ აპირებს 

ალექსეი გონჩარუკი ზელენსკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა კოემნტარი გააკეთა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მან გონჩარუკის მიერ თანამდებობის დატოვებას მხარი არ დაუჭირა.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფისა და ფარნავაზის ქუჩების კვეთაზე, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

სურამში მეუღლემ ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდა ნაჯახით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

საქართველოს რკინიგზა 2019 წელს 3 000 000 მგზავრს მოემსახურა

საქართველოს რკინიგზამ 2019 წელს 3 000 000 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია.   

პროკურატუტასთან ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს

გენერალური პროკურატურის შენობასთან პოლიციამ ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს დარგობრივი ინგლისურის ტრენინგი ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს სასერთიფიკატო კურსი-“დარგობრივი ინგლისური გარემოსდაცვასა და სოფლის მეურნეობაში” ჩაუტარდათ.

სავალუტო ჯიხურის ჯგუფურად დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ირანის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.