ბინის მეპატრონე ჰყვება, რომ მდგმურებს ინტერნეტის "ვაი ფაის" პაროლად თემირლანი ჰქონდათ

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა ვარკეთილში მდებარე იმ ბინის მისამართი, სადაც გარკვეული პერიოდი საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები – შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი ცხოვრობდნენ. 

რას ჰყვება ბინის მეპატრონე და რა კავშირი ჰქონდა აღნიშნულ პირებთან 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, რომლის ოჯახი კატეგორიულად მოითხოვს თემირლანის უდანაშაულოდ ცნობას? გასულ კვირას პანკისის ხეობაში ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გაიმართა. 26 დეკემბერს სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილისამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ახლობლები ირწმუნებიან, რომ 19 წლის თემირლანს ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია. ისინი სპეცოპერაციაში მონაწილე პირებისა და ორგანიზატორების დასჯას მოითხოვენ. 


"ფაქტობრივად, დასრულებულია ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევის პერიოდი და ცალსახად ხაზგასმულია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არის უდანაშაულო. მეორე საკითხია, რა დარღვევებია, ჩვენ არ გვაქვს წვდომა საქმის მასალებზე, არ გვაქვს სურათი", – ამბობს მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.


ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან, ეს მართლაც ცალკე თემაა და ცხადია, ამ მიმართულებით არსებულ კითხვებს პროკურატურამ დროულად უნდა უპასუხოს, თუმცა აქვე ისმის კითხვა – სპეცრაზმელის მიერ ძალის შესაძლო გადამეტება გამორიცხავს თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს საერთაშორისო ტერორიზმში მხილებულ პირებთან? 


სანამ ამ კითხვაზე შევეცდებით პასუხის გაცემას, მანამდე შეგახსენებთ, როგორ გაჩნდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სახელი "ტერორიზმის საქმეში".


26 დეკემბერს პანკისის ხეობაში, კერძოდ, სოფელ ომალოსა და დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციას წინ უძღოდა 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზეჰმედ ჩატაევის დაჯგუფებასა და ქართველ სამართალდამცველებს შორის მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი ვანო გოლაშვილი გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაიჭრა. დაპირისპირების დროს მთლიანად განეიტრალდა ბინაში მყოფი შეიარაღებული დაჯგუფება, მათ შორის საერთაშორისო ტერორისტი აჰმედ ჩატაევი, ასევე, რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი. სპეცოპერაციის დროს დააკავეს ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი შოაიფ ბორზიევი. 


აღნიშნული სპეცოპერაციის შემდეგ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან სამართალდამცველებმა მთელი რიგი მტკიცებულებები ამოიღეს.


"სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან  ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობიდან მოპოვებულია აუდიოჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანი იყო დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები", – ასეთია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია.


ამავე ინფორმაციით ირკვევა, რომ სწორედ ჩატაევის კომპიუტერში დაცული მონაცემებისა და ბინიდან ამოღებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიკვეთა კავშირი პანკისის ხეობაში მცხოვრებ რამდენიმე პირთან. მტკიცებულებებს შორის აღმოჩნდა თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო და მობილურის საგარანტიო დოკუმენტებიც, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც ასახავს, როგორ გადაადგილდება თემირლან მაჩალიკაშვილი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტერორიზმში მხილებულ პირებთან ერთად მობილური ტელეფონის საყიდლად. 


26 დეკემბერს პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილის გარდა, ასევე, აიყვანეს ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი. 


"გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით  საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა, ასევე, უზრუნველყვეს  დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების  თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში", – განმარტეს უსაფრთხოების სამსახურში.


ასევე, ირკვევა, რომ უცხოეთიდან ერთი და იგივე პირის მიერ სისტემატურად ირიცხებოდა თანხები ზემოხსენებული პირების, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ანგარიშზე. 


თემირლან მაჩალიკაშვილისა და პანკისში მცხოვრები კიდევ ოთხი პირის მიმართ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოს სოფელ ომალოსა და დუისში ჩხრეკისა და  დაკავების განჩინების თხოვნით მიმართა. სწორედ სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევიდნენ სამართალდამცველები 26 დეკემბერს მაჩალიკაშვილების სახლშიც. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სპეცრაზმს მისამართი შეშლოდა და თემირლანის ნაცვლად სხვა პირის აყვანა იგეგმებოდა, როგორც ამას მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს. 


ომალოსა და დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისთანავე, ცხადია, მედია დაინტერესდა, რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა საერთაშორისო ტერორიზმთან 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა? ამ მიზნით ჟურნალისტებმა შეისწავლეს სოციალურ ქსელში თემირლან მაჩალიკაშვილის აქტივობა. ინტერნეტგამოცემა „ტაბულას“ ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილს ეკუთვნის FB გვერდი Temirlan Pankiski. 


„2016-2017 წლებში, Temirlan Pankiski-ის არაერთი ვიდეო აქვს ატვირთული და გამოქვეყნებული, რომელშიც ის „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდას ეწევა. ერთ-ერთ ვიდეოში ის გლოვობს ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს თარხან ბათირაშვილს. გარდა ამისა, ის ფოტოებსა და ვიდეოებს დებდა ISIS-ის მებრძოლების შესახებ. Cover-ის ფოტოდ კი ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილი უყენია. „ისლამური სახელმწიფოს“ ვიდეოს, რომელსაც Temirlan Pankiski ავრცელებდა, აწერია, რომ ისინი ალაჰისთვის კლავენ და ალაჰისთვის კვდებიან“, – წერს „ტაბულა“.


ცნობილია, რომ დუისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა ვენაში იგეგმებოდა, თუმცა ავსტრიის სახელმწიფომ პაციენტი არ მიიღო. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა განმარტა ის მიზეზები, რომელთა გამოც ავსტრიამ თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ მიღებაზე უარი თქვა. კიკლი გამოცემა Krone-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ავსტრიას აქვს მკაფიო პოლიტიკა, მის საზღვარზე არ შეუშვას ტერორიზმთან კავშირში მყოფი პირები, აღნიშნული პოლიტიკა მათ სამკურნალო მიზნით ვიზიტებსაც ეხება.


„ავსტრიაში ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილის ჩამოყვანა, ცხადია, უსაფრთხოების რისკებს შეიცავდა. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, ქვეყანაში არ შემოვუშვათ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი პირები. ეს ეხება მკურნალობის მიზნით ვიზიტებსაც“, – განაცხადა ჰერბერტ კიკლმა.


„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, შემდგომი გამოკვლევის მიზნით, შეერთებულ შტატებში გაიგზავნა და მიღებული მონაცემები ქართულ მხარეს გადმოეცა, თუმცა უცნობია, აპირებს თუ არა გამოძიება ამ ინფორმაციის გასაჯაროებას. 


გამოძიება ამ დრომდე, ასევე, არ ასაჯაროებს იმ ბინის მესაკუთრის ვინაობას, სადაც აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები – შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი ცხოვრობდნენ, მანამ სანამ ისინი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში გადაინაცვლებდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კალაუბნის ქუჩაზე მდებარე ეს ბინა ვინმე კოტე გუჯეჯიანს ეკუთვნის. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გუჯეჯიანი ამბობს, რომ ზემოხსენებულ პირებს მაკლერის მეშვეობით ბინა თვეში 500 ლარად მიაქირავა, თანხა კი რამდენჯერმე მათთან ერთად მცხოვრებმა თემირლან მაჩალიკაშვილმა გადაიხადა. მეტიც, ბინის მეპატრონე ჰყვება, რომ მდგმურებს ინტერნეტის WI-FI-ს პაროლად „Temirlani“ ჰქონდათ დაყენებული.


კოტე გუჯეჯიანი:  


– დიახ, ჩემს ბინაში ცხოვრობდა ეს ბიჭიც. თემირლანთან ერთად იყო ხოლმე მეორე, ახლა ვინც დაჭერილია. ინტერნეტზეც მისი სახელი ჰქონდათ დაყენებული პაროლად. 


– ქირის თანხას უშუალოდ ვინ გიხდიდათ?


– ერთი-ორჯერ მომცა თემირლანმა ხელზე. ზოგჯერ აი, ის, დაკავებული ვინც არის, ის მაძლევდა. 


– თავიდან როგორ დაგიკავშირდნენ?


– მაკლერის საშუალებით. რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ. ვიცოდი, რომ თემირლანიც იქ ცხოვრობდა. არაფერი საეჭვო არ შემინიშნავს, პირიქით, მეზობლებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ.


„პრაიმტაიმი“ გუჯეჯიანის მეზობელსაც ესაუბრა. ის, ასევე, ადასტურებს, რომ აღნიშნულ ბინაში ტერორიზმში ბრალდებულ ბორზიევთან ერთად თემირლან მაჩალიკაშვილიც ცხოვრობდა. 


„კი, მაჩალიკაშვილიც მინახავს ხშირად. აქ ცხოვრობდა ისიც, მე ასე ვიცი. ძირითადად ორნი იყვნენ ხოლმე. სხვათა შორის, ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ. ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ საქმეში თუ იქნებოდნენ. ბიძა გვიხდის თანხასო, ასე ამბობდნენ, მაგრამ რამდენად მართალი იყო, არ ვიცი. სტუდენტები ვართო, ასე უთხრეს კოტეს“, – ამბობს გუჯეჯიანების მეზობელი ქალბატონი.


რატომ ცხოვრობდა თემირლან მაჩალიკაშვილი ვარკეთილში ტერორიზმში ბრალდებულ პირებთან ერთად? რატომ იხდიდა ის ბინის ქირას და რატომ ავრცელებდა საკუთარ „ფეისბუკზე“ ტერორიზმის პროპაგანდის შემცველ ვიდეომასალას? ამ კითხვების დასმა მაჩალიკაშვილების ადვოკატთან გვსურდა, თუმცა მარიამ კუბლაშვილმა ჩვენი არაერთი სატელეფონო ზარი, ისევე როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინება, უპასუხოდ დატოვა. 


აქვე საინტერესოა ერთი დეტალიც... 26 დეკემბერს ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა თურქეთის ქალაქ ტრაპზონშიც, სადაც საქართველოს მოქალაქე გოჩა საგინაძე დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ პიროვნებას უშუალო კავშირი ჰქონდა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევთან. დაკავებისას მას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ატრიბუტიკა აღმოაჩნდა. 


ცნობილია, რომ საქართველოში შემოსვლამდე ჩატაევი თავს სწორედ თურქეთს აფარებდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ მისი სახელი ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ტერორისტულ აქტს უკავშირდება. კერძოდ, აჰმედ ჩატაევს მოიაზრებენ 2016 წლის მარტში ათა თურქის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის უკან, რომელსაც 41 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 240-მდე კი დაშავდა. 


აჰმედ ჩატაევი საერთაშორისო ტერორისტთა სიაში 2015 წელს  სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი შენაერთის „იარმუკის“ ხელმძღვანელად გამოჩნდა. ამ შენაერთში იბრძოდნენ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები, ძირითადად ჩეჩნები, თუმცა მათ შორის იყვნენ საქართველოდან, კერძოდ, პანკისის ხეობიდან წასული ახალგაზრდებიც. 


 

წყარო: primetime.ge

მესტიაში 12 წლის გოგოს მამა შემოაკვდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანში, უბედური შემთხვევის შედეგად, თოფიდან გასროლით შუახნის კაცი დაიღუპა. დაღუპულს თავის არეში მოხვდა საკუთარი შვილის, 12 წლის გოგოს მიერ, შემთხვევით გასროლილი ტყვია.

პოლიციამ მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, "112"-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე 1987 წელს დაბადებული ნ.რ. მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დავით მათიკაშვილი: კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ოპოზიციამ პოლიტიკური შოუსთვის გამოიყენა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა "პირველთან" საუბარში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.

ზელენსკის პრესმდივანს დაკითხვაზე იბარებენ

უკრაინის სამხედრო პროკურატურამ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის პრესმდივანი, იულია მენდელი დაკითხვაზე დაიბარა. უწყებაში მას 26 ან 27 ივნისს ელოდებიან.

პროკურორი: გამოკითხული პოლიციელები ვიდეოფირებში ნიკანორ მელიას გვერდით ფიგურირებენ

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის გულუაშვილის თქმით, პარლამენტში ადგილი ჰქონდა მტკიცებულებების არასწორად ინტერპრეტირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

5 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 101 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 1.1 მილიარდი  აშშ დოლარია, (ზრდა +9.8%) რაც 101 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

თიკო თვალაძე: დაზარალებულების მკურნალობას „ქართუ“ აფინანსებს?

ბლოგერი თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში წერს კითხვას სვამს დაზარალებულების მკურნალობის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ეზო და მინი სტადიონი მოეწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის ეზოსა და მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა.

დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს

თბილისის მერიის დაკვეთით, დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს.

პროკურორი: მელიას მიმართ ბრალდების გამოტანისას არსებობდა კანონით გათვალისწინებული საჭირო სტანდარტი

ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტაზე მსჯელობენ.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს

გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს.

"ჯი პი აი ჰოლდინგმა" ეკოისტების პროგრამა წარადგინა

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მასშტაბური ლოიალობის პროგრამა "ეკოისტები" წარადგინა. ეს არის კამპანია, რომელიც განსაკუთრებულ პირობებს მოიცავს როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.

მეტროსადგურ "ნაძალდევში"დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეჩერდა

მეტროსადგურ "ნაძალადევში" ვაგონში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეჩერდა.

“ორანჟერეას” პროექტის ავტორებმა მოსახლეობას საკითხის დეტალები გააცნეს

“ორანჟერეას” პროექტის ავტორებმა, სამშენებლო კომპანია “ანაგის” წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას და საკითხით დაინტერესებულ პირებს ახალი პროექტი წარუდგინეს.

ლევან დავითაშვილი: თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ბარტოლის და კომპანიის „Ferrero“ აღმასრულებელ დირექტორს, მარკო გონკალვესს შეხვდა.

პროკურორი: მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა ნიკა მელია მიტინგზე მყოფებს, ნებისმიერი გზით, პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა

ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტაზე მსჯელობენ.

რუსთავი2-ის შენობის თავზე შემჩნეულ "უცნობ საფრენ აპარატთან" დაკავშირებით ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საფრენი აპარატი, რომელიც რუსთავი2-ის შენობის თავზეა შემჩნეული ისრაელის ავიაკომპანიას ეკუთვნის და საავიაციო სამუშაოებს თბილისის მერიის დაკევთით ახორციელებს.

ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანიის „Air Astana“ - ს პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანიის „Air Astana“ - ს პრეზიდენტს პიტერ ფოსტერს შეხვდა.

უკრაინაში რუსი დეპუტატი არ შეუშვეს

რუსეთის დუმის დეპუტატი უკრაინაში არ შეუშვეს.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ,,მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“ იმართება

სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები შეიკრიბნენ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაში ,,მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“ მონაწილეობის მისაღებად.