ექიმი, რომელიც მზად არის, გვამური დონორი გახდეს...


მიხეილ ღონღაძე: გარდაცვალების შემთხვევაში, ჩემი სხეულის ორგანოები საჭიროებისამებრ გამოიყენეთ!

ორგანოთა ტრანსპლანტაციამ მედიცინაში გადატრიალება მოახდინა და სასიკვდილოდ განწირულ ადამიანებს სიცოცხლის შანსი მისცა.


მსოფლიოს მასშტაბით, ტრანსპლანტაცია ხდება როგორც ცოცხალი დონორებისგან, ისე გვამური დონაციის გამოყენებით. საქართველოში, 2000 წელს ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ მიღებული კანონის თანახმად, გარდაცვლილის ორგანოების გამოყენება გადასანერგად დასაშვებია, თუმცა, გვამური დონაციით ოპერაცია ჯერ არ ჩატარებულა. ამის ძირითადი მიზეზი მოსახლეობის ნეგატიური წინასწარგანწყობაა. რამდენად მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, ამ საკითხის განვითარების გარდაუვალი აუცილებლობა, რას ნიშნავს, გახდე დონორი, რამდენად მზად არის ქართული მედიცინა გვამური დონაციისთვის? ამ საინტერესო თემის ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს, მედიცინის დოქტორთან, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემოდიალეზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის უფროსთან, მიხეილ ღონღაძესთან, რომელიც ტრანსპლანტოლოგიაში წარმატებული ოპერაციების ავტორია.


მიხეილ ღონღაძემ პრაქტიკული მედიცინა ევროპაში დაიწყო: საფრანგეთში, ნანტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე, დიდი ბრიტანეთის საუნივერსიტეტო კლინიკაში და მოსკოვში, შუმაკოვის სახელობის ორგანოთა ტრანსპლანტაციის ცენტრში, სადაც ტრანსპლანტაციის ასეულობით ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. 


მნიშვნელოვანი დეტალი: მიხეილ ღონღაძე გახლავთ საუკუნის ექიმის, საქართველოში ტრანსპლანტაციის ფუძემდებლის, ელგუჯა ღონღაძის შვილი, რომელმაც 1995 წელს საქართველოში პირველად, ცოცხალი ნათესაური დონაციით თირკმლის გადანერგვის 4 ოპერაცია ჩაატარა. 2014 წელს, კლინიკის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, ჰემოდიალეზისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტს (რომელსაც მიხეილ ღონღაძე ხელმძღვანელობს), ბატონი ელგუჯას სახელი ეწოდა.



- ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა იყოთ მსოფლიოში ცნობილი ტრანსპლანტოლოგის, ელგუჯა ღონღაძის შვილი. აღარ გკითხავთ, რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა, თუმცა საინტერესოა, პირველად როდის დადექით საოპერაციო მაგიდასთან?
- სხვათა შორის, სკოლიდანვე მქონდა ინტერესი და 12-13 წლის ასაკიდან საკმაოდ ხშირად ვესწრებოდი ოპერაციებს, რადგან სულ მაინტერესებდა, როგორ კეთდებოდა ოპერაციები. თავიდან რამდენიმეჯერ ცუდადაც გავხდი (იღიმის). ანალოგიური მოხდა ჩემი შვილის შემთხვევაშიც, 15 წლის იყო, როცა საოპერაციოში შევიყვანე თუმცა, მან უფრო ყოჩაღად გაუძლო ყველაფერს. საქართველოში პირველ ტრანსპლანტაციის ოპერაციას დავესწარი, ეს იყო 1995 წელს უროლოგიის ცენტრში, იმ დროს უნივერსიტეტის პირველ კურსზე ვიყავი. 1997 წელს უკვე შეიქმნა ეს დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელიც დაარსების დღიდან მამაჩემი იყო.



- მოდით, მკითხველს ავუხსნათ, რა არის გვამური დონაცია?
- თავდაპირველად მოგიყვებით, როდის დაიწყო საქართველოში ტრანსპლანტაცია: ჩვენს ქვეყანაში, პირველად, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ბატონი რაული მანაგაძის და ვალერი შუმაკოვის ხელმძღვანელობით, ოთხი გვამური გადანერგვა 1977 წელს გაკეთდა. სამწუხაროდ, იმ დროს, არ არსებობდა იმუნიტეტის დამთრგუნავი პრეპარატები, ვინაიდან ორგანიზმი ყველა გადანერგილ ორგანოს აღიქვამს, როგორც უცხო სხეულს და იწყებს მის მოცილებას, რასაც შემდგომი გართულებები მოჰყვება. მოსკოვში ვალერი შუმაკოვის სახელობის ძალიან დიდი ტრანსპლანტაციის ინსტიტუტია, სადაც მეც მიმუშავია, იქ ფაქტობრივად, ყველაფერი კეთდება, გულის გადანერგვის ჩათვლით. შემდეგ უკვე 1995 წელს, თბილისში, ფრანგი კოლეგების დახმარებით, ჩატარდა პირველი ნათესაური ტრანსპლანტაცია. აქვე განვმარტავ, რით განსხვავდება ნათესაური და გვამური ტრანსპლანტაცია ერთმანეთისგან: პირველი ნიშნავს, როცა ოჯახის წევრები ნებაყოფლობით აძლევენ პაციენტს ორგანოს, საუბარია თირკმელზე, ღვიძლის წილზე და ა.შ. ხოლო გვამური დონაცია ნიშნავს, ადამიანის არაბიოლოგიურ გარდაცვალებას _ როცა დადგინდება ტვინის სიკვდილი და მოხდება ამის კონსტატაცია, ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანი განხილულ იქნას, როგორც პოტენციური დონორი. გვამური დონაციით ჩვენ შეიძლება გადავარჩინოთ 6 ადამიანის სიცოცხლე, ხდება გულის, ფილტვის, ღვიძლის, თირკმლის, ნაწლავის, თვალის რქოვანას გამოყენება.



- სპეციალისტთა რა ჯგუფი ადგენს, ადამიანის ტვინის სიკვდილს, რომლის შემდეგაც შესაძლებელია გვამური დონაცია?
- ამას სჭირდება ეთიკური კომისია, სადაც შედიან სხვადასხვა ჯგუფის ექიმები და არაექიმებიც - ამ შემთხვევაში, იურისტები. პირველ რიგში, სხვადასხვა გამოკვლევებით, ექიმები ადასტურებენ ადამიანის ტვინის უცილობლივ სიკვდილს, ასეთ დროს პაციენტი აპარატზეა შეერთებული, თუმცა გული ცოცხალია. ამის შემდგომ კი, უკვე დგება დონაციის საკითხი, ამას ჰქვია გვამური დონაცია.



- საქართველოში, რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, ასეთ პაციენტს აპარატიდან არ რთავენ. როგორ შეიძლება ეს მენტალობა შემოვაბრუნოთ და ხალხი დავარწმუნოთ, რომ გვამური დონაციით, შეიძლება სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა?
- ჩვენთან სასწაულების  სჯერათ, არადა, როცა ტვინის სიკვდილი დაფიქსირდება, იქ ვერანაირი სასწაული ვეღარ მოხდება. თუ `სასწაული~ მაინც მოხდება, მაშინ გამოდის, დიაგნოზი არ იყო სწორად დასმული _ გამორიცხულია, ტვინის რეალური სიკვდილის შემთხვევაში, რაიმე სახის აღდგენა და რეინკარნაცია. ასეთ დროს, ადამიანი გარდაცვლილად ითვლება, იმის მიუხედავად, რომ გული მუშაობს და ორგანიზმი აგრძელებს ფუნქციონირებას. უხეშად რომ ვთქვათ, როცა პაციენტის ორგანოები ვეღარ გაუძლებს აპარატზე ყოფნას, ამ შემთხვევაში უკვე ბიოლოგიური, ანუ ორგანიზმის სრული სიკვდილი ფიქსირდება. ასეთ დროს დონაცია უკვე აღარ შეიძლება.



- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გვამური დონაციის წინააღმდეგი არ არის, ამ საკითხზე აზრი ეკლესიაში და მრევლში ორად არის გაყოფილი...
- ამ საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია დადებითია. სასულიერო პირებთან საჭიროა მუშაობა, მათ კარგად უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ, რაზეა აქ საუბარი. ჩემი ღრმა რწმენით, ვფიქრობ, რომ როცა ადამიანი გარდაიცვლება, მის სულს უკვე ორგანოები აღარ სჭირდება, ამ ორგანოებით კი, შეიძლება კიდევ რამდენიმე ადამიანი გადავარჩინოთ. რაც შეეხება ხალხს _ მე ვფიქრობ, საქმე გვაქვს მენტალობის პრობლემასთან და ექიმების მიმართ უნდობლობასთან. ეს არის ორი ძირითადი ფაქტორი და კლიშე, რომელიც დასანგრევია. ვფიქრობ, გვჭირდება აქტიური პროპაგანდა, რომ ეს დარგი ავაღორძინოთ ქვეყანაში. როგორც იცით, უცხოეთში წასვლა და ტრანსპლანტაციის გაკეთება ძალიან ძვირია და თუ ჩვენ აქ ავაღორძინებთ აღნიშნულ დარგს, ამ შემთხვევაში, ვიმედოვნებ, რომ უკვე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში მოხდება ამ ყველაფრის უფასოდ ჩატარება. საქართველოში ამჟამად მხოლოდ თირკმლის ტრანსპლანტაცია ფინანსდება სრულად.



- იქნებ მკითხველს ავუხსნათ, გვამური დონაციის უპირატესობა რა არის?
- ოჯახის წევრისთვის გვამური დონაცია ყოველთვის არის დამზოგავი, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ თირკმლისა და ღვიძლის გადანერგვაზე, მაგრამ ამის გარდა, არსებობს კიდევ ე.წ. კენტი ორგანოები - მაგალითად, გული, რომელიც ადამიანს აქვს ერთი და მისი გაყოფა, უბრალოდ, გამორიცხულია. სწორედ კენტი ორგანოების შემთხვევაში, გვამური დონაცია არის უდიდესი გამოსავალი, იგივე კარდიომიოპათიების დროს და ისეთი პათოლოგიების შემთხვევაში, რომელიც, ფაქტობრივად, შეუქცევადი პროცესია. გვამური დონაცია, გვაძლევს შანსს, რომ დავიწყოთ უკვე კენტი ორგანოების გადანერგვაც, რაც ჯერჯერობით ჩვენთან საერთოდ არ ჩატარებულა.



- არის საქართველო მზად იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბური ოპერაციები გაკეთდეს? არსებობს ჩვენთან სპეციალისტთა გუნდი, რომელიც თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობას აიღებს და ამ რთულ ოპერაციას წარმატებით დაასრულებს?
- ვინაიდან ჩვენთან ჯერჯერობით არ არსებობს ასეთი მიმართულებები, უცხოეთის მაგალითზე გეტყვით: იქ არსებობს საერთო ბაზა, სადაც არის მომლოდინეთა სია _ ასეთი სია საქართველოშიც არის. სიაში შედიან ის პაციენტები, ვინც ელოდება ორგანოს და დონორის გამოჩენის შემთხვევაში, კარდიოლოგების, უროლოგების, ქირურგების ბრიგადა ყველა თავის ორგანოს `იღებს მომლოდინე პაციენტის გადასარჩენად. ვფიქრობ, ჩვენთან თავიდან უფრო ადვილი იქნება თირკმლის და ღვიძლის გვამური დონაციის დაწყება, რადგან ეს თემები უკვე საქართველოსთვის გავლილი ეტაპია და ასე თუ ისე, ამ მიმართულებებით ბევრი გამოცდილებაა დაგროვილი. თუ ეს დარგი დაინერგა, შემდეგ უკვე სხვა მიმართულებების კუთხით მუშაობის დაწყებას მხოლოდ და მხოლოდ მონდომება და კარგი ორგანიზებაღა უნდა. ამას სჭირდება სხვადასხვა მიმართულება - ლაბორატორია, კვალიფიციური კადრები და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მართალია, საქართველოში ლაბორატორია გვაქვს, მაგრამ აქ არის ოპერატიულობაზე საუბარი, ვინაიდან ის ანალიზები, რომელიც ჩვენ გადანერგვისთვის გვჭირდება, არის ასეთი ტიპის - შეთავსებადია თუ არა დონორის ორგანო მომლოდინეთა სიაში მყოფი პაციენტის ორგანიზმთან? ამას სჭირდება სწრაფი მუშაობა და ესეც მოგვარებადია. აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ხალხში არსებული მენტალური კლიშე და უნდობლობა ვერ გადავლახეთ - საუბრით ყველა საუბრობს, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ყველა თავს იკავებს. ამ კუთხით პროპაგანდაა საჭირო, როგორც გითხარით, და პროპაგანდის სლოგანად ეს მიმაჩნია - იღუპება ადამიანი, მაგრამ მას შეუძლია გადაარჩინოს 5-6 ადამიანის სიცოცხლე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დონაცია დასაშვებია 60-65 წლამდე, რადგან ამ ასაკის შემდგომ იწყება ორგანოების ცვეთა.



- ფაქტობრივად, თქვენ თავად შექმენით აღნიშნული სლოგანის პრეცედენტი _ სიცოცხლის დაზღვევის ბარათში გიწერიათ, რომ თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში, იქნებით სხვა ადამიანების დონორი.
- საქართველოში მე ვარ ერთ-ერთი, თუ არ ვცდები, იმ 40 ადამიანიდან, ვისაც ხელი აქვს მოწერილი, რომ გარდაცვალების შემთხვევაში, ჩემი სხეულის ორგანოები საჭიროებისამებრ გამოიყენონ.



- მაგალითად, ღვიძლის გადანერგვის დროს, რამდენ ხანს ცოცხლობს პაციენტი, რამდენად უმჯობესდება მისი ჯანმრთელობა და ნათესაურ დონაციას, ანუ ღვიძლის წილობრივ გადანერგვას გვამური დონაცია რით სჯობს?
- აგიხსნით, არის ღვიძლის ორი სახის გადანერგვა - წილობრივი და მთლიანი გადანერგვა. საქართველოში კეთდება მხოლოდ და მხოლოდ წილობრივი გადანერგვა, ნათესაური დონაცია და მივესალმები, რომ ნათესაური დონაციის საკითხი ჩვენს ქვეყანაში დაიძრა, მაგრამ ამასთან ერთად, საჭიროა გვამური დონაცია, რომ მოხდეს მთლიანი ღვიძლის გადანერგვა. ასეთ დროს, ჩვენ აღარ დაგვჭირდება დონორების ტრავმირება, ყველა ოპერაცია არის დიდი რისკის მატარებელი და ამ მეთოდით რისკებს ავიცილებთ თავიდან. გვამური დონაცია თავიდან აგვარიდებს შემდგომში ძალიან ბევრ საშიშ გართულებას. ვისაც სჭირდება კენტი ორგანოს გადანერგვა, მათთვის ეს იქნება სასიცოცხლოდ აუცილებელი, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნათესავი დონორი არ ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნათესავთა წრე ფართოა.



- ვინ ადგენს ნათესაურ კავშირს?
- ნათესაობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს ის კლინიკა, სადაც კეთდება აღნიშნული ტრანსპლანტაცია, შემდგომ კი დოკუმენტაცია წარედგინება სამინისტროში არსებულ ტრანსპლანტოლოგთა საბჭოს. რაც შეეხება მეგობრების დონორობას: საქმე შედის სასამართლოში და სასამართლო განიხილავს, ნამდვილად პაციენტის მეგობარია თუ არა პოტენციური დონორი და შეუძლია თუ არა მას, მისცეს თირკმელი თავის მეგობარს? ანუ აქ ექიმი არ წყვეტს, პაციენტი და პოტენციური დონორი მეგობრები არიან თუ არა, ამას წყვეტს სასამართლო და ის ამბობს - კის, ან არას.



- საქართველოში როდის ჩაატარეთ პირველად ტრანსპლანტაცია და რა ორგანოზე?
- ეს იყო თირკმლის ტრანსპლანტაცია 2013 წელს. საერთო ჯამში, 300-ზე მეტი ამ და მსგავსი ტიპის ორგანოთა გადანერგვის ოპერაციებში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მათგან, მინიმუმ, 150 ოპერაციის დროს მთავარი ოპერატორი გახლდით. მოვიდა უკვე ის დრო, როცა საქართველოდან არ უნდა მიდიოდნენ უცხოეთში პაციენტები და პირიქით, აქეთ უნდა ჩამოდიოდნენ და ყველაფრის პარალელურად, ჩვენ უნდა შევძლოთ სამედიცინო ტურიზმის განვითარებაც. აღნიშნული მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სფეროა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის ფაქტობრივად, შეუფასებელი სიკეთე იქნება.


 



ნინო სიხარულიძე


 


სამტრედიის შემოვლით გზაზე ბალახებს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი უკიდია.

"ქართულმა ოცნებამ" დღეს საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა აღნიშნა (ფოტოკოლაჟი)

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ორ­გა­ნი­ზე­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ევ­რო­საბ­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა გაიმართა, რომელიც სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნით და­ი­წყო.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა.

ალექსანდრე თევზაძე: მომავალში ჩვენი უნივერსიტეტი გახდება ევროპული განათლების სივრცის ღირსეული წევრი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას გამოეხმაურა.

ეკა ლეკაშვილი: ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხი

„ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხი“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას.

გიორგი ღაღანიძე: ჩვენი ქვეყნისათვის ევროპული, ევროატლანტიკური მისწაფებები ყოველთვის წარმოადგენდა იმ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლისკენაც ყოველთვის იყვნენ ორიენტირებული თაობები

თსუ-ს პროფესორი, დეკანი გიორგი ღაღანიძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

სერგი კაპანაძე: "ქართული ოცნების" აქციის საბაბი ძალიან სასაცილო იყო

"ამ აქციით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, როგორ ცუდ მდგომარეობაში არიან",- ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციას.

გიორგი გახარია: თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა თქვენგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან

„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 20 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას მიეძღვნება.

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ!

„ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციოდ განვითარებისთვის საჯარო შეხვედრა გაიმართა

ევროპის საბჭოს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის "საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება" ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული "მწვანე სკოლაში" მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში",-ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

კახა კალაძე: გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა

„გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა“ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მიმდინარე აქცია-ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზალკალიანი: საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს ამ ორგანიზაციის გაძლიერებას

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ღონისძიება, "საქართველოს გზა ევროპისკენ" ახალგაზრდების ძალიან კარგი ინიციატივაა, რომ ერთად აღინიშნოს საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, რაც ქვეყნისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

ზალკალიანი: მაქსიმალურად ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ დასრულდეს გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა

"არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მინისტერიალების ერთობლივი განცხადებები იქნა მიღებული მოწოდებით, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა",-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა

გიორგი გახარია: უსამართლობაა, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი სურვილებით, დღეს იყოს ასეთ მდგომარეობაში

"უსამართლობაა, ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით, დღეს იყოს ასეთ მდგომარეობაში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილი: ჩვენი აგრესიული ოპონენტები მალე თავად დარწმუნდებიან სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკის უპერსპექტივობაში

"ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილი: ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია

"დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა - სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გახარია: ევროპა არის საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი

"ევროპა არის საქართველოს წარსული, ევროპა არის საქართველოს დღევანდელი დღე და ევროპა არის საქართველოს მომავალი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარია: საქართველოში ყოველთვის იყო ევროპა და ჩვენი ისტორია ამის დამადასტურებელია

"აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

კახა კალაძე: ადვილია ქართველისთვის ევროპაში თავის დამკვიდრება, რადგან მათ ზუსტად ჩვენსავით ესმით თავისუფლების ფასი

"დღეს ჩვენი ცივილიზაციის, ორი უმთავრესი საყრდენის თავისუფლების და ტოლერანტობის ცენტრია ევროპა, ამ ღირებულების გამო ვართ ისტორიულად ერთად",-ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა თბილისის მერმა პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მიმდინარე აქცია-ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ქართული ოცნების" აქცია "საქართველოს გზა ევროპისკენ" დაიწყო

თავისუფლების მოედანზე, "ქართული ოცნება" საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ აქცია- ღონისძიებას "საქართველოს გზა ევროპისკენ" მართავს.