გიორგი ქობულია: ეკონომიკის შემოსავლების თანაბარი განაწილება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისთვის ერთადერთი მიდგომაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს წარუდგინა.

„ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არამარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არის ერთადერთი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ქობულია მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს წარუდგინა.


როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლისა და რეგიონების განვითარებას.


„ჩვენ ვიცით, რომ რეგიონებსა და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით უფრო მაღალია, ამიტომ ვგეგმავთ სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ და მომიჯნავესექტორებში, ასევე სერიოზულ ღონისძიებებს ვგეგმავთ საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.


ქობულიას თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას, რისთვისაც ასევე იგეგმება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.


„რა თქმა უნდა, პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან, მაღალ ტექნოლოგიებთან და ინდუსტრიალიზაციასთან, მოითხოვს სერიოზულინვესტირებას განათლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში. ყველა ამ გეგმასთან ერთად ასევე აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინისგამყარებას. ეს ნიშნავს, რომ შევქმნით ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ რასაც ჩვენ დავგეგმავთ, იყოს შესრულებული", – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.


მინისტრობის კანდიდატმა მედიასთან თავის შრომით გამოცდილებაზეც ისაუბრა.


„ბოლო 18 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი საერთაშორისო, ერთ-ერთ მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც მომსახურებას უწევს მსოფლიოს მოწინავე კომპანიებს. პირადად ვუწევდი კონსულტაციას მსოფლიოს ლიდერ, საერთაშორისო კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც ეხებოდა როგორც მართვის სისტემებს, ასევე სტრატეგიებს, საოპერაციო და ძალიან დეტალური საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. ვთვლი, რომ გამოცდილება, რომელიც შევიძინე 18 წლის განმავლობაში, შეიძლებაგამოადგეს დღეს საქართველოს და მზად ვარ, ეს გამოცდილება მოვიტანო ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის წარდგენისას მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, კომპანია McKinsey-სთან, სადაც ბოლო 18 წლის განმავლობაში გიორგი ქობულია მუშაობდა, ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის დახვეწის ძალიან დიდი ნაწილი.


„გიორგი ქობულიას აქვს დიდი გამოცდილება ბევრ სექტორში, მათ შორის არის ენერგეტიკა, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, ასევე კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, რომ იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების ეფექტურად განხორციელებაში,რომელიც დავაანონსეთ და შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში",  - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია


ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა

სემეკისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.

თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა.  

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაიხსნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ოზურგეთში რეაბილიტირებული საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საზეიმოდ გახსნა.  

გაფიცულ მძღოლებს ფინანსთა მინისტრი ხვდება

ლილოში სატვირთო ავტომანქანების მძღოლების აქციაზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მივიდა. ის ადამიანი, რომელიც შენობის სახურავზე იყო ასული და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, შენობიდან ჩამოვიდა და ამ წუთებში მინისტრს ხვდება.

სოფიო ქაცარავა: პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ვიზიტს აფასებს.

მარიამ ჯაში: ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა არგუმენტსა და კითხვას გავივლით სამინისტროს, ექსპერტთა და რექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

გიორგი ქობულიამ და ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA(ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს.

რუსთავში მარნეულის მერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის მერის თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

Accor ჯგუფი AXIS Towers-ში

Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციულ ნაწილში სენიორ აიდენ მაკოლეი თბილისში სპეციალურად AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდა.

მოძრაობის თეატრში დღეს პრემიერა გაიმართება, პირველად საქართველოში მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი „ასტიგმატისტები“

დღეს, 20 სექტემბერს, მოძრაობის თეატრში ახალი სეზონი პრემიერით, მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლით „ასტიგმატისტებით“ გაიხსნება.

ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ყველას, როგორც ჩვენს თანაგუნდელებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მთავარი კანონმდებელი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პირველი“ უცვლელად გთავაზობთ:

დუბლინში საერთაშორისო კონკურსში ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერებმა მესამე ადგილი მოიპოვეს

ირლანდიაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა დუბლინში ჩატარებული ახალგაზრდა გამომგონებლების კონკურსში გამარჯვებულ ქართველ ახალგაზრდებთან.

შსს-ში დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ყაბარდო-ბალყარეთში ეთნიკურ ნიადაგზე არეულობა გრძელდება

ყაბარდო-ბალყარეთში 19 სექტემბერს დაწყებული კონფლიქტი ღრმავდება.

ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება

სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება.

ინტერპოლის წევრი ქვეყნების საერთაშორისო შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს

ინტერპოლის წევრი ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს.

GWP კახეთის გზატკეცილზე 7.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მაგისტრალურ ქსელს სრულად აახლებს.

ჯოშ ჰამილტონი: კანაფის დაბეგვრისგან მისაღები ეკონომიკური და სოციალური სარგებელი

კანაფის დაბეგვრისგან მისაღებ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელზე TheJist.co.uk-ის რედაქტორმა ჯოშ ჰამილტონმა ვრცელი სტატია მოამზადა.

ეკატერინე გალდავამ ანაკლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა დაათვალიერა

დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონებში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობები შენდება.

ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საჯად კარიმი ხელმძღვანელობდა.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება“

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს მნიშვნელოვნად შეესაბამება“.