ლევან გოგიჩაიშვილი „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისთვის მადლობას უხდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შეთავაზებისთვის მადლობას უხდის.

მისი განმარტებით, თუკი შეთავაზებული საკითხები ჩაჯდება ჭარბვალიანობის შესახებ შედგენილი იმ კანონპროექტის იდეაში, რომელსაც პარლამენტი მალე მეორე მოსმენით განიხილავს, შესაძლოა, ისინი კანონმდებლობაში აისახოს კიდეც.


“ადვოკატთა ასოციაცია” ძალიან კვალიფიცური ორგანიზაციაა და კიდევ უფრო მეტ რეგულაციას ითხვოვს. ჩვენ ამ იდეებზე ვიმსჯელებთ. თუ ახლა არ მოესწრება, შეგვეძლება ეს საკითხები საშემოდგომო სესიაზე განვიხილოთ. ამ პროცესში ჩართულია მთავრობა და პარლამენტი, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებს გავაანალიზებთ და თუ იმ კანონპროექტის იდეაში ჯდება, რომლის მეორე მოსმენაც უკვე მალე შედგება, გავითვალისწინებთ და პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაძლოა, კანონპროექტში ავსახოთ. თავად ფაქტი, რომ ასეთი კვალიფიციური ორგანიზაციები ამ პროცესში ჩაერთნენ და მხარს უჭერენ მთავრობის ინიციატივას, უფრო სწორად კი, ხალხის დაკვეთას, აბსოლუტურად მისაღებია და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის,” -განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სწორედ ჭარბვალიანობის მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად არსებული გარემოს გაჯანსაღებას ისახავს. მისივე თქმით, საბანკო სისტემა წლების მანძილზე უსამართლოდ მუშაობდა.


“საბანკო სისტემა, წმინდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპით თუ შევხედავთ, არავითარი რისკის მატარებელი არ ყოფილა. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რისკი ყოველთვის ცალმხრივი ყოფილიყო. ამ შემთხვევაში, რისკავდნენ ის ადამიანები, რომლებიც ბანკში მიდიოდნენ და კრედიტს იღებდნენ. ეს, ბუნებრივია, არ არის სამართლიანი. საბაზრო ეკონომიკას განვითარება და თამაშის სამართლიანი წესები სჭირდება. მამუკა ბახტაძემ ამ მიმართულებით არსებული ვითარების დალაგება ზუსტად სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით დაიწყო”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.


ვახტანგ მახარობლიშვილი შვეიცარიის ელჩის გამოსამშვიდობებელ საღამოს დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის, ლუკას ბეგლინგერის გამოსამშვიდობებელ საღამოს დაესწრო.

ჯივიპიმ ნაძალადევის რაიონში, ხეხილ-სანერგეს დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ნაძალადევის რაიონში, ხეხილ-სანერგეს დასახლებაში 7.6 კმ სიგრძის წყალსადენის ახალი ქსელი მოაწყო. კომპანიამ პროექტში 0.5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეორედ გამოაცხადა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეორედ გამოაცხადა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად პაპუნა ლეჟავას კანდიდატურა წარუდგინა.

სუსი თემურ გორგაძის მიერ დანაშაულის ჩადენის ამსახველ ვიდეომტკიცებულებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის და ამჟამად პატიმრობაში მყოფ თემურ გორგაძის მიერ დანაშაულის ჩადენის ამსახველ მტკიცებულებას ასაჯაროვებს. ვიდეოს თან ერთვის უწყების განცხადება.

ხობში ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ხობის მინიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.

"სააკაშვილის დროს 9 ახალგაზრდა მოგვიკლეს, მათ შორის ორი ცოცხლად დაწვეს" - პანკისელი უხუცესი მალხაზ მაჩალიკაშვილს პასუხობს

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხასო ხანგოშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას პასუხობს, სადაც მაჩალიკაშვილი პანკისელებს არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის წინასასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა.

ნოდარ კერესელიძე USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

ქ. ქუთაისის დემოკრატული ჩართულობის ცენტრში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.

კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -სა და გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება

ხევი-უბისას გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

ბოხუას ქუჩაზე სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

დიდუბის გამგეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, რაიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.

გიორგი ქობულია: ავეჯის წარმოების ინდუსტრიის განვითარებისთვის, ექსპორტი უნდა გავაძლიეროთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია  ავეჯის მწარმოებლებს შეხვდა.

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული  ბ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19,108-ე მუხლით.

ესპანეთის კურორტ ტენერიფში გიგანტურმა ტალღამ სასტუმროს აივნები ჩამოანგრია

ესპანეთის კურორტ ტენერიფთან ძლიერი შტორმის შედეგად წარმოქმნილმა გიგანტურმა ტალღამ სასტუმროს აივნები ჩამოანგრია.

 

სალომე ზურაბიშვილი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა დ ა მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან.

სალომე ზურაბიშვილი: სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ

სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ.

თსუ-ში პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

ხვალ, 15:00 საათზე, თსუ-ში პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

სტამბოლში გაზსადენი „თურქული ნაკადი“ გაიხსნა

სტაბოლში გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ საზღვაო მონაკვეთის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესწრებოდნენ.

ლარი გამყარდა

19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6593 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6727 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.34 თეთრი შეადგინა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ლაშა დარსალია და ალექსანდრე ხვთისიაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას შეხვდნენ.

თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.