სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტი დაინერგება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების“ სახელმწიფო პროგრამა იწყება.  

სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და მათთვის მარკეტინგული  მასალების მომზადებას,  ბრენდირებას.


პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება მომსახურების შესყიდვა, რომელიც მოიცავს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას კოოპერატივების კუთვნილ საწარმოში.


პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთაც  საკუთრებაში გააჩნია რძის გადამამუშავებელი საწარმო. მათი მხრიდან თანამონაწილეობის თანხა შეადგენს მომსახურების ღირებულების 10%- ს .


რაც შეეხება ბრენდირებას, ამ კომპონენტში პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო დაეხმარება წარმოებული პროდუქციისათვის შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინის და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნის პროცესში. ბრენდირების კომპონენტში გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმოებული პროდუქციისათვის  საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო დანადგარის შესყიდვაში 70%-იანი თანადაფინანსება.         


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და მათი წარმოებული პროდუქციის ბრენდირება, ხელს შეუწყობს კოოპერატივების  პოტენციალის გაძლიერებას, მათი ეფექტურობის და მდგრადობის ამაღლებას. 


კატალონიაში საყოველთაო გაფიცვას არეულობა მოჰყვა - ათობით ადამიანია დაშავებული

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვის აქციაზე 28 ადამიანი დაშავდა.

ლევან დავითაშვილი ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაია: მორალურ კოდექსს არასოდეს აუკრძალავს ჭირისუფალთა და ახლობელთა მიცვალებულთან გამოთხოვება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის საზოგადოებას მიმართავს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა რესპუბლიკის მთავრობა დაითხოვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ქ. ჰიუსტონს ეწვია

19-20 თებერვალს, ტეხასის შტატში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ  ქ. ჰიუსტონის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონემ სისტემაში ავტომანქანის ნომერი უნდა მიუთითოს

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

ლარის კურსი

21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6570 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6574 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.04 თეთრი შეადგინა.
 

ზუგდიდში ხვალ ყინულის სახლი გაიხსნება

ზუგდიდში 22 თებერვალს ყინულის სახლი გაიხსნება.

 

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოქალაქეებს საჩუქრად გადასცა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების თარიღთან დაკავშირებით, მოქალაქეებს საჩუქრად მოქმედი კონსტიტუცია გადასცა.

ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა „EUROJUST“-ის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ, „Eurojust”-ის პრეზიდენტთან, ლადისლავ ჰამრანთან შეხვედრა გამართა.

საქართველო მთავრობათშორისი ფორუმის - IGF-ის წევრი გახდება

საქართველო სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათშორისი ფორუმის (IGF) წევრი გახდება - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივა მთავრობამ მოიწონა.

„კლიპარტმა“ ლადო აფხაზავას მხარდამჭერი აქცია #ლადოცვლის - BecauseHeCares დაიწყო

მედიაჰოლდინგ „კლიპარტმა“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგის ლადო აფხაზავას მხარდამჭერი Facebook- აქცია #ლადოცვლის - BecauseHeCares დაიწყო.

ირანმა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტესთან მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სპარსეთის ყურეში მასშტაბური სწავლება დაიწყეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრები გაიხსნება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრები გაიხსნება.

ისნის გამგეობა ავლაბარში ავტოფარეხების დემონტაჟს ახორციელებს

უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ თბილისის მერის ინიციატივას ავლაბარში, ქეთევან წამებულის N76 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობაც შეუერთდა.

თბილისის საკრებულოში საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიში განიხილეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიში და 2019 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

მოლდოვაში კიდევ ერთი რუსი ჟურნალისტი არ შეუშვეს

მოლდოვას სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში რუსული ტელეარხის „როსია1“-ის ჟურნალისტი ოლგა იურიევა ქვეყანაში არ შეუშვა.

თიანეთში საბავშვო ბაღების, კულტურის სახლისა და გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

„სემეკი“ მუხიანი 2-ის დასახლებაში GWP-ის წყალმომარაგების საინვესტიციო პროგრამას განიხილავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 21 თებერვლის საჯარო სხდომაზე განიხილა მუხიანი 2-ის დასახლების წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხი.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ოკუპირებულ აფხაზეთში რეპატრიანტის სტატუსი ათასზე მეტ ადამიანს მიანიჭეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში რეპატრიანტის სტატუსი 1029 ადამიანმა მიიღო.