შალვა თადუმაძე სამართლიანობის აღდგენაზე: საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა უნდა მოხდეს

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

კითხვაზე, რა ხედვა აქვს მთავარი პროკურორობის კანდიდატს იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ეფექტურად და მალე იპოვოს სამართალი, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში მნიშნელოვანია საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა და დანაშაულებების კლასიფიცირება. როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს რესურსიც არის შესაძლებლობაც. თადუმაძის თქმით, არსებული მონაცემებით, სამართლიანობის აღდგენას 52 530 მოქალაქე ითხოვს, წელიწადში კი მხოლოდ 50 საქმეა გამოძიებული. „მგონია, რომ ის მოლოდინი, რაც ჩვენ გვქონდა უსამართლობასთან დაკავშირებით გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე მოელოდა. საჯარო ინფორმაცია, რომელიც არსებობს საიტებზე, მოქალაქეების მიმართვიანობა პროკურატურისადმი არის 52 ათას 530 განცხადება, ანუ 52 ათას 530 ადამიანი ითხოვს მისი უფლების აღდგენას. პროკურატურას აქვს დეპარტამენტი, შესაბამისად სახელმწიფოს აქვს დეპარტამენტი, რომელიც ამ საქმეებს იძიებს და მისი წლიური ანგარიში აჩვენებს, რომ წელიწადში ის იძიებს 50 საქმეს და ამ 50 საქმეზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. მარტივი არითმეტიკაა - 3038 წელს გვექნება სამართლიანობის აღდგენა. იმიტომ რომ 52 ათასი საქმის 50 საქმე წელიწადში ნიშნავს იმას, რომ 1030 წელი უნდა იძიოს ეს სახელმწიფომ. ბუნებრივია, ეს გამოწვევა რჩება და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უფრო დიდი ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ მიმართულებით მე ჩემი ხედვა გამაჩნია და ჩემი პოზიცია მდგომარეობს შემდეგში: რომ უნდა მოხდეს აღნიშნულის საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა და კომპლექსურ გადაწყვეტაში ვგულისხმობ, ერთის მხრივ 52 ათასი საქმის კლასიფიცირებას დანაშაულებების და მოთხოვნების მიხედვით. არის საქმეები, სადაც მოთხოვნილია იმ ოდენობის ქონება და იმ ოდენობის თანხები და შესაძლებლობები, რომლებიც საერთოდ სახელმწიფოს არ აქვს. ასევე არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს მიმართ გადაცემული ქონების კეთილსინდისიერ შემსყიდველმა ის განავითარა და სხვა საინვესტიციო ღირებულება შეიძინა, არის ქონებები, რომელიც შეიძლება დაბრუნდეს და არის განცხადებები, რომლებიც უბრალოდ ითხოვს, რომ „თქვით, რომ მე ვიყავი უდანაშაულო“. მე ვფიქრობ, რომ ამ კლასიფიცირების შემდეგ შესაძლებელია რაოდენობის შემცირება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამას უნდა კომპლექსური მიხედვა. მიმაჩნია, რომ არის ამის რესურსი და აშესაძლებლობა. მით უფრო, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილებების მიღება არის მთლიანად პროკურატურის საქმე. მაგალითად, მე ვიცი ისეთი საქმეები,სადაც 2008 წლის მერე ადამიანები იმყოფებიან გირაოს ქვეშ, ისე რომ წინასასამართლო პროცესის მერე პროცესი არ ჩატარებულა. დღეს სამართლებრივად ეს ადამიანი, რომ დავაკავოთ ან მასზე სასჯელი მოვითხოვოთ ვერ ვასაბუთებთ იმიტომ რომ სასჯელის მიზანი არის თავიდან ავირიდოთ ახალი დანაშაული და ეს ადამიანი 2008 წლიდან დღემდე გარეთ არის 10 ათასი ლარის გირაოს ქვეშ და მას დანაშაული არ ჩაუდენია. ასეთი საქმეების კლასიფიცირება თუ არ მოხდა 52 ათასი საქმის გამოძიება მოხდება 3038 წელს’,-აღნიშნა შალვა თადუმაძემ. ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძის კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით შეარჩია.


ქრთამის აღების საკემზე დაკავებულს გირაო შეეფარდა

ზუგდიდში, ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დაკავებულ ზაზა ხასაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ზუგდიდის საკრებულოში მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ხმაურია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ განცხადება ცნობად მიიღეს.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების lll სემინარი გაიმართება

19 სექტემბერს 14:00 სთ-ზე სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მესამე სემინარი გაიმართება.

სოფო კილაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ლამბერტო ზანიერს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე უმცირესობის საკითხებში ეუთო-სუმაღლეს კომისარს, ლამბერტო ზანიერს შეხვდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ გაყალბების, ძალადობის, არეულობის და ტყუილების გზით ცდილობს პოლიტიკურ სცენაზე დარჩენას”

პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ ცესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიების გაყალბების შესაძლოფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა.

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ლამბერტო ზანიერის შეხვედრა ცესკოში

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს  ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გაიმართა.

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი 19 სექტემბერს, 14:00 საათზე გერგეთი ქ. №3-ში პრესკონფერენციას გამართავს.

რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა სიყალბის გზით ცდილობს დივიდენდების მიღებას”

„ნაციონალური მოძრაობა სიყალბის გზით ცდილობს დივიდენდების მიღებას“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

"კონსტიტუციური ცვლილებებით საკმაოდ თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მივიღეთ"

"ონსტიტუციური ცვლილებებით საკმაოდ თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მივიღეთ და ვთქვით, რომ პროკურატურა იყოს სრულიად დამოუკიდებელი", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

ნინო წილოსანი: „აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის შესახებ“

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით, ჩოხატაურში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „საპენსიო რეფორმა“.

ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს, რასმუს ვანდალს შეხვდა  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს, ლუნდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წამყვან მკვლევარს, რასმუს ვანდალს შეხვდა.

CEPOL-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გამოცდილების გაზიარების მიზნით ბულგარელ კოლეგას უმასპინძლა

სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) გაცვლითი პროგრამების ფარგლებში აჭარის პროკურატურას ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის  ვარნას სამხარეო პროკურორის მოადგილე სვეტლანა დანევა სტუმრობდა.

მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე ცესკო განცხადებას ავრცელებს

მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.

თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, აშშ-თან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამოეხმაურა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალმა ელჩმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი ჰუბერტ კნირში, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვა განათლების სამინისტროს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

უმაღლესი განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობა გრძელდება.

„ეს იქნება ნაბიჯები, რომლებსაც ყველა შენიშნავს“ – პუტინი „Ил-20“-ის ჩამოგდების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება სირიაში „ტრაგიკული შემთხვევითი გარემოებების ჯაჭვის“ შედეგია და საპასუხო ზომების პირობა დადო.

თამარ გუდავა: ამ ურთიერთშეთანხმების დოკუმენტებით ცესკო, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბევრ სადაო კითხვას პასუხობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, 15 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და 6 პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. 

ირაკლი კობახიძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ლამბერტო ზანიერის შეხვდა.

ქუთაისში ისტორიული თეთრი ხიდის ორნამენტებით მოპირკეთება მიმდინარეობს

ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია სრულდება.

ნინო წილოსანი: „აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის შესახებ“

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით, ჩოხატაურში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „საპენსიო რეფორმა“.