ათეა-ს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი პროექტები დაიგეგმება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დირექტორის მოადგილე კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების კავშირის ( SMO CR ) და უცხოური განვითარების თანამშრომლობის მეწარმეთა პლატფორმის (PPZRS) ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.


ღონისძიებაზე, რომელიც კაჭრეთში გაიმართა, ნათია ღვინაშვილმა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა - მალხაზ ჭრელაშვილმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებაში ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრის ძირითადი თემა კახეთის განვითარების, ასევე რეგიონში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაციას დაეთმო, რის შემდეგაც ღონისძიება სასმელი და მარაგი წყლის ეკოლოგიური მართვის, ასევე სანიტარული მომსახურებისა და აღნიშნული სერვისების ეფექტიანობის განხილვით გაგრძელდა. 

სტუმრებმა განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ისაუბრეს და ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა, სადაც მხარეებმა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და მისი განხორციელების გზებზე ისაუბრეს.


ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა რესპუბლიკის მთავრობა დაითხოვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ქ. ჰიუსტონს ეწვია

19-20 თებერვალს, ტეხასის შტატში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ  ქ. ჰიუსტონის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონემ სისტემაში ავტომანქანის ნომერი უნდა მიუთითოს

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

ლარის კურსი

21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6570 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6574 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.04 თეთრი შეადგინა.
 

ზუგდიდში ხვალ ყინულის სახლი გაიხსნება

ზუგდიდში 22 თებერვალს ყინულის სახლი გაიხსნება.

 

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოქალაქეებს საჩუქრად გადასცა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების თარიღთან დაკავშირებით, მოქალაქეებს საჩუქრად მოქმედი კონსტიტუცია გადასცა.

ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა „EUROJUST“-ის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ, „Eurojust”-ის პრეზიდენტთან, ლადისლავ ჰამრანთან შეხვედრა გამართა.

საქართველო მთავრობათშორისი ფორუმის - IGF-ის წევრი გახდება

საქართველო სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათშორისი ფორუმის (IGF) წევრი გახდება - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივა მთავრობამ მოიწონა.

„კლიპარტმა“ ლადო აფხაზავას მხარდამჭერი აქცია #ლადოცვლის - BecauseHeCares დაიწყო

მედიაჰოლდინგ „კლიპარტმა“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგის ლადო აფხაზავას მხარდამჭერი Facebook- აქცია #ლადოცვლის - BecauseHeCares დაიწყო.

ირანმა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტესთან მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სპარსეთის ყურეში მასშტაბური სწავლება დაიწყეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრები გაიხსნება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრები გაიხსნება.

ისნის გამგეობა ავლაბარში ავტოფარეხების დემონტაჟს ახორციელებს

უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ თბილისის მერის ინიციატივას ავლაბარში, ქეთევან წამებულის N76 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობაც შეუერთდა.

თბილისის საკრებულოში საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიში განიხილეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიში და 2019 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

მოლდოვაში კიდევ ერთი რუსი ჟურნალისტი არ შეუშვეს

მოლდოვას სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში რუსული ტელეარხის „როსია1“-ის ჟურნალისტი ოლგა იურიევა ქვეყანაში არ შეუშვა.

თიანეთში საბავშვო ბაღების, კულტურის სახლისა და გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

„სემეკი“ მუხიანი 2-ის დასახლებაში GWP-ის წყალმომარაგების საინვესტიციო პროგრამას განიხილავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 21 თებერვლის საჯარო სხდომაზე განიხილა მუხიანი 2-ის დასახლების წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხი.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ოკუპირებულ აფხაზეთში რეპატრიანტის სტატუსი ათასზე მეტ ადამიანს მიანიჭეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში რეპატრიანტის სტატუსი 1029 ადამიანმა მიიღო.

მარიამ ქვრივიშვილი: „აქსის თაუერსში“ განთავსებული სასტუმრო „პულმანი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა იქნება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის

ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებარე „აქსის თაუერსში“ განთავსებულმა სასტუმრო PULLMAN-მა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს უმასპინძლა.

ლაშა დარსალია საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა.

მარტოხელა მშობლისთვის თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდება

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში შესატან ცვლილებაზე დააყენა ინიციატივა.