სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით გირგვლიანი, #8 პენიტეციალურ დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა.

საპყრობილედან გამოვლის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა დეტალები მოუყვა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ შავი მანქანით ხადას ხეობაში მივიდა მისთვის უცხო ორი უცხოელი. ამის შემდეგ ამ პირებმა მოკლეს სმიტების ოჯახი. მკვლელობის შემდეგ კი 19 წლის მწყემსს აიძულეს, რომ დანაშაული საკუთარ თავზე აეღო, თანხმობის მიღების შემდეგ კი ორმა უცხოელმა შავი ავტომობილით ისევ დატოვა ხეობა,"- აცხადებს დავით გირგვლიანი.


შეგახსენებთ, 5 ივლისს სმიტების ოჯახი ხადას ხეობაში დასასვენებლად იმყოფებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ადგილობრივმა მწყემსმა ჯერ მამაკაცი მოკლა, ქალი კი, რომელიც გაქცევას ცდილობდა, ხევში გადავარდა. ბრალდებულმა ამის შემდეგ 4 წლის ბავშვს ესროლა.


სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 19 წლის მამაკაცი დააკავეს.


ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა

სემეკისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.

თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა.  

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაიხსნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ოზურგეთში რეაბილიტირებული საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საზეიმოდ გახსნა.  

გაფიცულ მძღოლებს ფინანსთა მინისტრი ხვდება

ლილოში სატვირთო ავტომანქანების მძღოლების აქციაზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მივიდა. ის ადამიანი, რომელიც შენობის სახურავზე იყო ასული და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, შენობიდან ჩამოვიდა და ამ წუთებში მინისტრს ხვდება.

სოფიო ქაცარავა: პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ვიზიტს აფასებს.

მარიამ ჯაში: ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა არგუმენტსა და კითხვას გავივლით სამინისტროს, ექსპერტთა და რექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

გიორგი ქობულიამ და ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA(ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს.

რუსთავში მარნეულის მერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის მერის თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

Accor ჯგუფი AXIS Towers-ში

Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციულ ნაწილში სენიორ აიდენ მაკოლეი თბილისში სპეციალურად AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდა.

მოძრაობის თეატრში დღეს პრემიერა გაიმართება, პირველად საქართველოში მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი „ასტიგმატისტები“

დღეს, 20 სექტემბერს, მოძრაობის თეატრში ახალი სეზონი პრემიერით, მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლით „ასტიგმატისტებით“ გაიხსნება.

ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ყველას, როგორც ჩვენს თანაგუნდელებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მთავარი კანონმდებელი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პირველი“ უცვლელად გთავაზობთ:

დუბლინში საერთაშორისო კონკურსში ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერებმა მესამე ადგილი მოიპოვეს

ირლანდიაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა დუბლინში ჩატარებული ახალგაზრდა გამომგონებლების კონკურსში გამარჯვებულ ქართველ ახალგაზრდებთან.

შსს-ში დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ყაბარდო-ბალყარეთში ეთნიკურ ნიადაგზე არეულობა გრძელდება

ყაბარდო-ბალყარეთში 19 სექტემბერს დაწყებული კონფლიქტი ღრმავდება.

ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება

სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება.

ინტერპოლის წევრი ქვეყნების საერთაშორისო შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს

ინტერპოლის წევრი ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს.

GWP კახეთის გზატკეცილზე 7.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მაგისტრალურ ქსელს სრულად აახლებს.

ჯოშ ჰამილტონი: კანაფის დაბეგვრისგან მისაღები ეკონომიკური და სოციალური სარგებელი

კანაფის დაბეგვრისგან მისაღებ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელზე TheJist.co.uk-ის რედაქტორმა ჯოშ ჰამილტონმა ვრცელი სტატია მოამზადა.

ეკატერინე გალდავამ ანაკლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა დაათვალიერა

დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონებში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობები შენდება.

ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საჯად კარიმი ხელმძღვანელობდა.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება“

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს მნიშვნელოვნად შეესაბამება“.