გიორგი მარგველაშვილი: საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტებს აკმაყოფილებს

 „საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც უაღრესი პასუხისმგებლობა აჩვენა გლობალური უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ჩვენი 870 სამხედროს ყოფნა ავღანეთში ის სტანდარტია, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს.

„იმ თემაზე, რაზეც დღეს ალიანსი მსჯელობს - ტვირთის სამართლიანად გაზიარების საკითხზე, საქართველო ძალიან მხრებში გაშლილია, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე მიმართავს, ამ თანხის 20%-ს კი მიმართავს შეიარაღების შეძენაზე, რაც ის სტანდარტებია, რომლებიც ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაა დადგენილი. საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც უაღრესი პასუხისმგებლობა აჩვენა გლობალური უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. მე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ის, რომ ჩვენი 870 სამხედროს ყოფნა ავღანეთში ის სტანდარტია, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს, როდესაც საქმე ეხება სულ მოსახლეზე გათვლას. საქართველო ამ შემთხვევაში ლიდერია და არაწევრი ქვეყნების თვალსაზრისით, რაოდენობითაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მატარებელია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ავღანეთის მომავალზე, უსაფრთხოებაზე და იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩვენი სამხედროები ასრულებენ. კიდევ ერთხელ, ამ ბრიფინგიდანაც მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ სამხედროებს, რადგან მათი გმირობის შედეგია ის მიღწევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


ოსლოში ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი გახსნეს

ოსლოს ცენტრში მდებარე მოედანზე ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი ​გახსნეს. მონუმენტი წარმოადგენს გამჭვირვალე კედელს, რომელზეც დაღუპულთა სახელებია ამოტვიფრული.

ქართველი წყალბურთელების პირველი გამარჯვება

ბარსელონაში, ევროპის საწყალბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

"საპარტნიორო ფონდის" ოფიციალური დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს

"საპარტნიორო ფონდის" დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს.

როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

ჩხოროწყუში მეტალურგიული კვლევისთვის არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება

ჩხოროწყუში, სოფელ ლეწურწუმეს უბან ჯუმითში ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 11 ათას ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც

დაიტბორა საცხოვრებელი სახლები ვაქირში, ანაგასა და მაღაროში. წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სამაშველო ბრიგადები ახორციელებენ.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მედიკოსები საუბრობენ

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირადი ექიმები საუბრობენ.

"ბეკოს" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს

გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე "ბეკოს" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს

სტიქია კახეთში - ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა

დატბორილია რამდენიმე სოფელი და ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები.

პატრიარქი სამების ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დროს, შეუძლოდ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას 20 წელი შეუსრულდა

სანაპირო დაცვის დღესთან დაკავშირებით, ფოთში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ გახსნა.

კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

გლოვის კვირა ტყიბულში -54 წლის მეშახტეს დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში, გლოვის კვირაა. მუნიციპალიტეტი, ელიზბარ მინდელის შახტში აფეთქების შედეგად დაღუპულ მეშახტეებს გლოვობს.

"ექსპერტიზა გაყალბებულია, ჩემი შვილი ამერიკელ ქალს არ გააუპატიურებდა"- ბრალდებული მწყემსის დედის პირველი კომენტარი

ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა, მარინა მარტიაშვილი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს.

საგამოძიებო კომისია მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას საპატიმროში გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ბრალდებულებს – მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავენ.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მწყემს, ადვოკატი დავით გირგვლიანი აღარ დაიცავს

ამერიკელი ოჯაიხს მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ინტერესებს, ადვოკატი დავით გირგვლიანი აღარ დაიცავს.

მთაწმინდის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია დაასრულდა

ვერაზე, რჩეულიშვილის ქუჩის IV და VI კორპუსების მიმდებარედ, ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 1 პირი დააკავა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თ.კ. თბილისში დააკავეს.

შსს საპატრულო პოლიციის საინფორმაციო "ქოლ-ცენტრის" მომსახურება რეგიონებშიც დაინერგება

საპატრულო პოლიციის საინფორმაციო "ქოლ-ცენტრის" მომსახურება დედაქალაქის შემდეგ რეგიონებშიც ინერგება.

"იმედი": ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმითი გაუპატიურებულია, მისი შვილი კი მოკლულია თოფის მიბჯენით

„ქრონიკისთვის“ სმითების ოჯახის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

დავით დონდუა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჟენევის მოლაპარაკებებზე ესაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, სიტყვით გამოვიდა ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეების შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.