უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევა "ჰელსიკორში"

ისრაელისა და საქართველოს პირველი ერთობლივი  კლინიკა “ჰელსიკორი” გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით  დაავადებულ პაციენტებს 2014 წლიდან ემსახურება. 

თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული მედპერსონალი კლინიკის  მთავარი სიამაყეა.


“ჰელსიკორში” მნიშვნელოვანი სიახლეა! 11 ივისიდან - 11 აგვისტომდე საქართველოში მცხოვრებ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს და პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უფასოდ მიიღონ მთელი რიგი სამედიცინო მომსახურებები, რისთვისაც საჭიროა წინასწარი ჩაწერა.


“ჰელსიკორის”  ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, წამყვანი კარდიოლოგი,  ნანა გოთონელია გვესაუბრა, მის დაქვემდებარებაში მყოფი განყოფილების ძლიერ მხარეებსა და იმ მომსახურებებზე, რისი მიღებაც 1 თვის განმავლოაში უფასოდაა შესაძლებელი.         


ნანა გოთონელია: პროფესიით ექიმი-კარდიოლოგი ვარ და 30 წელზე მეტია პრაქტიკულ საქმიანობას ვეწევი. ჩემი პედაგოგი ქალბატონი გულიკო ჩაფიძე გახლდათ, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. სამი წელია რაც კლინიკა “ჰელსიკორში“ ვმუშაობ, ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელი  ვარ და  ნელ-ნელა შევძელით ეს განყოფილება გვექცია ადგილად, სადაც პაციენტებს პროფესიონალი და მზრუნველი ექიმები გაუწევენ დახმარებას, ვფიქრობ, კარგად გამოგვდის ჩვენი საქმე, თუმცა,  წინ კიდევ ბევრი  საინტერეო გეგმაა განსახორციელებელი.


“ჰელსიკორში” ძალიან საინტერესო სიახლეა, რა მომსახურებების მიღება შეუძლიათ პაციენტებს უფასოდ?


ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც “ჰელსიკორში” უფასოდ მიიღებენ უმაღლესი დონის შემდეგ სამედიცინო მომსახურებას: ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, კარდიოგრამა, კარდიექოსკოპია, კორონაროგრაფია / სტენტირება (საჭიროების შემთხვევაში).


რა როლი აქვს ამბულატორიულ სამსახურს პაციენტის მკურნალობაში?


ამბულატორიული სამსახური გულისხმობს იმ პაციენტების მომსახურებას, რომლებიც კლინიკაში არ წვანან, მაგრამ ჭირდებათ ექიმის დაკვირვება დინამიკაში. თითქმის ყველა დაავადება, რითვისაც ჩვენ მოგვმართავენ ქრონიკულია და ჩვენი მხრიდან დაკვირვებას მოითხოვს. ჩვენი მიზანია, დავასწროთ დაავადების გართულებას და რაც მთავარია, დავიყოლიოთ პაციენტი მკურნალობაზე, ზოგადად პაციენტის დამყოლობის პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას და ექიმის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ის პაციენტისთვის მდგომარების სწორად ახსნას და მის დაყოლიებას შემდგომ მკურნალობაზე.


როგორ  დაახასიათებთ “ჰელსიკორის” ამბულატორიულ დეპარტმენტს, რა გამოარჩევს მას სხვებისგან?


შედარებით  ახალი  განყოფილებაა და ყველაფერი  ძალიან  მოწესრიგებულია, ჩვენი ექიმები პაციენტების მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩევიან  და უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით  მომსახურების  სრულ პაკეტს ვთავაზობთ  პაციენტებს.  ”ჰელსიკორის” ამბულატორიული  სამსახური  დაკომპლექტებულია ძლიერი და გამოცდილი სპეციალისტებით. გვყავს არაჩვეულებრივი ექოსკოპისტები, ანგიოლოგები, გვაქვს ძლიერი ენდიკრინოლოგიური სამსახური, ჩვენთან კეთდება კუჭ-ნაწლავის დეტალური ულტრაბგერითი კვლევა და მაღალ დონეზე ვაკეთებთ ყველა ტიპის ლაბორატორიულ გამოკვლევას.


თქვენთვის, როგორც პროფესიონალისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია “ჰელსიკორში” მუშაობა?


”ჰელსიკორში” ვგრძნობ განსაკუთრებულ კეთილგანწყობას კლინიკის მედპერსონალის ნებისმიერი რგოლის მიმართ და ეს ძალიან მხიბლავს. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მომართულია პაციენტების დახმარებისა და მაქსიმალური კომფორტის შექმნისკენ, რაზეც რეგისტრატურიდან დაწყებული, ექიმით დამთავრებული, ყველა თანაბრად ვზრუნავთ.


ზაფხულის პერიოდში იზრდება პაციენტების მომართვიანობა?


სიცხე აპროვოცირებს გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებებს და ხშირად უჭირთ პაციენტებს სახლიდან გამოსვლა და მათი უმეტესობა ტელეფონის საშუალებით ცდილობს ექიმისგან კონსულტაციის მიღებას.


რა რეკომენდაციებს მისცემთ ჩვენს მკითხველს ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დასაცავად?


ზაფხულის სიცხეები განსაკუთრებით ძნელი ასატანია მათთვის ვისაც გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები აწუხებს. ყველას, მათ შორის მათაც, ვისაც შეშუპება და გულის უკმარისობა აქვთ, ნუ შეეშეინდებათ ბევრი სითხის მიღება, ვინაიდან სიცხეში სხვადასხვა გზით იმდენად დიდი რაოდენობით სითხე გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმიდან, რომ აუცილებელია მისი ანაზღაურება. ყველას ვურჩევ დეზინტოქსიკაციისთვის მიიღონ რაც შეიძლება მეტი  სხვა რეკომენდაციების გაცემა უკვე ინდივიდუალურად ხდება, ამიტომ დანარჩენ შემთხვევებში აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს.


როგორია თქვენ დეპარტამენტის სამომავლო გეგმები?


ვაპირებთ კიდევ უფრო გაფართოებას და შესაბამისად, სპეციალისტების დამატებას, რათა კომპლექსურად შევძლოთ პაციენტების მიღება და ერთი ვიზიტის ფარგლებში, ერთ სივრცეში ჰქონდეთ მათ სრული მომსახურების მიღების შესაძლებლობა.


 


 


 


 


 


პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული 6000-მდე პრაქტიკოსი  პენსიონერი პედაგოგი ფულად ჯილდოს ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს

ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი  დასრულდა!

 

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების" გამო, ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს.

რომან გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოზე: ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს

„ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს“, - საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ სქელში სტრასბურგის სასამართლოზე საუბრობს.

შსს-მ ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ბ.ქ. დააკავეს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზბეკეთში პრეზენტაცია გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში ადგილობრივი წამყვანი ტურ-ოპერატორებისათვის პრეზენტაცია გამართა.

აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას გეგმავს.

გიორგი შენგელია კომბინატში ადგილობრივებს შეხვდა

ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია, პირველ მოადგილე გიგა ფარულავასა და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთანერთად, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ავთანდილ წერეთლის ბრალის წარდგენაზე: "ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ"

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი, პროკურატურის მიერ, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას საგამოძიებო უწყების მხრიდან დაშანტაჟებას უწოდებს.

პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

ზუგდიდში ლგბტქი თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

"არა გარყვნილების პროპაგანდას" - ამ დევიზით ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ხელმოწერებს აგროვებენ.

აბონენტის უპასუხისმგებლობა და აფეთქების საფრთხე - საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

კომპანია „თბილისის ენერჯის“ ცხელ ხაზზე ნაძალადევის რაიონიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ მანჯგალაძის ქუჩის #31-ში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის შრომითი მიგრაციის შესახებ მოლაპარაკება შედგა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების ოფიციალური რაუნდი გაიმართა.

შორენა შავერდაშვილი: იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს გვარამიას ამ განცხადებაში...

„იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს გვარამიას ამ განცხადებაში...“ - ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.

პროკურატურამ ავთო წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენის დადგენილება გამოიტანა

გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ავთო წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენის დადგენილება გამოიტანა.

სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 8 სახლის მშენებლობას ახორციელებს.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა ბექას ქუჩიდან შეიზღუდება

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის გადაღებებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა ბექას ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მონაკვეთს მოიცავს.

ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

პოლიციამ იმერეთში ძარცვის ფაქტზე 1 პირი დააკავა

პოლიციამ იმერეთში ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი. 

ბაკურ სვანიძე: მერაბიშვილი რომ აძლევდა „ვიორსტკას“, მაშინ არ უგრძნია შეზღუდვები

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

თბილისის მეტროში მოძრაობა განახლდა

თბილისი მეტროში მოძრაობა აღდგა. დაზიანებული მატარებელი ჩიხში გადაივანეს.

ბაკურიანსა და წაღვერში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბაკურიანისა და დაბა წაღვერის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.