„მენაშენეთა ასოციაცია“ ბინის შეძენის მსურველებს მეექვსე რეკომენდაციას სთავაზობს

„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც ყოველთვის დაეხმარება მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

მენაშენეების თქმით, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანისა და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც ფულის გადახდას აპირებს.


რეკომენდაცია #6 – სწორად გააფორმეთ დოკუმენტები:



  • მოითხოვეთ და ნახეთ კომპანიისაგან საჯარო რეესტრის ამონაწერი მიწაზე – ამონაწერის არარსებობა დეველოპერის სახელზე გამორიცხავს ამ მიწაზე მშენებლობის წარმოების უფლებას.

  • იკითხეთ შენდება თუ არა სახლი ბანკის კრედიტით - გადაამოწმეთ ბინა ან/მიწა ხომ არ არის დატვირთული იპოთეკით ბანკის სასარგებლოდ. თუ მიწა დატვირთულია იპოთეკით მითხოვეთ ბანკის მიერ ბლანკზე დაწერილი ოფიციალური წერილი, სადაც ნათლად ეწერება,  რომ თქვენს მიერ ბინის საფასურის გადახდის შემდეგ, ბანკის იპოთეკა მოიხსნება უშუალოდ თქვენს ბინაზე.

  • მოითხოვეთ და ნახეთ სახლის საჯარო რეესტრის ამონაწერი, თუ სახლი დასრულებულია

  • შემოთავაზებული ჩაბარების კონდიცია დააფიქსირეთ ხელშეკრულებით-ჩაბარების ყველა პირობა, რომელიც გაყიდვების მენეჯერმა საუბრისას შემოგთავაზათ, უნდა დაფიქსირდეს ხელშეკრულებაში.Yასევე ყველა ზეპირსიტყვიერი დაპირება, უმჯობესია ხელშეკრულებაში იყოს ასახული

  • მოიკითხეთ აქვს თუ არა კომპანიას სახლის ფასადის დაცვის ხელშეკრულება. თუ არ აქვს, ეს ნიშნავს რომ დროთა განმავლობაში სახლი დამახიჯდება და მისი ღირებულება დაეცემა – ვინაიდან, დროთა განმავლობაში აუცილებლად დაიწყება სახლის იერსახის დამახინჯება - მიშენება/მოშენებები. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში არსებობდეს ასეთი ხელშეკრულება და ყველა თითოეულ მომხმარებებლთან ფორმდებოდეს ის. ფასადის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით თავს იზღვევთ მომავალში სახლის გარედან დამახინჯებისაგან. სახლის ფასადის დამახინჯება ამცირებს თქვნი ბინის ღირებულებას.

  • არ გადაიხადოთ ბინის ღირებულების თანხა ხელზე, აუცილებელია რომ ანგარიშსწორება      ხორციელდებოდეს ბანკში.


მენაშენეთა პირველი ხუთი რეკომენდაცია სამშენებლო კომპანიისა და ბინის სწორად შერჩევის, მშენებლობის ხარისხში გარკვევის, საცხოვრებელი გარემოს სწორად შერჩევის და ფინანსების სწორად დათვლის საკითხებს ეხებოდა.


„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს, სულ, 8 რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც სასურველია, გაითვალისწინონ ბინის შეძენისა და შემდგომი სარგებლობისას. მენაშენეთა რეკომენდაციებს ეტაპობრივად გაგაცნობთ.


საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონემ სისტემაში ავტომანქანის ნომერი უნდა მიუთითოს

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

ლარის კურსი

21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6570 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6574 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.04 თეთრი შეადგინა.
 

ზუგდიდში ხვალ ყინულის სახლი გაიხსნება

ზუგდიდში 22 თებერვალს ყინულის სახლი გაიხსნება.

 

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოქალაქეებს საჩუქრად გადასცა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების თარიღთან დაკავშირებით, მოქალაქეებს საჩუქრად მოქმედი კონსტიტუცია გადასცა.

ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა „EUROJUST“-ის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ, „Eurojust”-ის პრეზიდენტთან, ლადისლავ ჰამრანთან შეხვედრა გამართა.

საქართველო მთავრობათშორისი ფორუმის - IGF-ის წევრი გახდება

საქართველო სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათშორისი ფორუმის (IGF) წევრი გახდება - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივა მთავრობამ მოიწონა.

„კლიპარტმა“ ლადო აფხაზავას მხარდამჭერი აქცია #ლადოცვლის - BecauseHeCares დაიწყო

მედიაჰოლდინგ „კლიპარტმა“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგის ლადო აფხაზავას მხარდამჭერი Facebook- აქცია #ლადოცვლის - BecauseHeCares დაიწყო.

ირანმა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტესთან მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სპარსეთის ყურეში მასშტაბური სწავლება დაიწყეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრები გაიხსნება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრები გაიხსნება.

ისნის გამგეობა ავლაბარში ავტოფარეხების დემონტაჟს ახორციელებს

უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ თბილისის მერის ინიციატივას ავლაბარში, ქეთევან წამებულის N76 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობაც შეუერთდა.

თბილისის საკრებულოში საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიში განიხილეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიში და 2019 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

მოლდოვაში კიდევ ერთი რუსი ჟურნალისტი არ შეუშვეს

მოლდოვას სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში რუსული ტელეარხის „როსია1“-ის ჟურნალისტი ოლგა იურიევა ქვეყანაში არ შეუშვა.

თიანეთში საბავშვო ბაღების, კულტურის სახლისა და გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

„სემეკი“ მუხიანი 2-ის დასახლებაში GWP-ის წყალმომარაგების საინვესტიციო პროგრამას განიხილავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 21 თებერვლის საჯარო სხდომაზე განიხილა მუხიანი 2-ის დასახლების წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხი.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ოკუპირებულ აფხაზეთში რეპატრიანტის სტატუსი ათასზე მეტ ადამიანს მიანიჭეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში რეპატრიანტის სტატუსი 1029 ადამიანმა მიიღო.

მარიამ ქვრივიშვილი: „აქსის თაუერსში“ განთავსებული სასტუმრო „პულმანი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა იქნება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის

ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებარე „აქსის თაუერსში“ განთავსებულმა სასტუმრო PULLMAN-მა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს უმასპინძლა.

ლაშა დარსალია საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა.

მარტოხელა მშობლისთვის თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდება

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში შესატან ცვლილებაზე დააყენა ინიციატივა.

მერაბ ქვარაია: ჩაკეტილი, დახურული სასამართლოდან გახსნილ, თავისუფალ სასამართლომდე მოვედით

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მაჭახელას ხეობაში, სადაც მდინარემ გუშინ სოფელი დატბორა, აქცია გრძელდება

სოფელ მარადიდის მოსახლეობას მაჭახელას ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა "კირნათიჰესის" შესასვლელი და კომპანიას მძიმე ტექნიკის მუშაობის საშუალებას არ აძლევდა.