ღვარცოფები, მათი პროგნოზირება და მართვა - ტექნიკური უნივერსიტეტი აქტუალურ პრობლემას საერთაშორისო კონფერენციით ეხმიანება

ღვარცოფული პროცესების პროგნოზირება, მონიტორინგი, რისკების შეფასება და მართვა პლანეტის პრობლემურ საკითხთა ნუსხაშია.

აღნიშნულ თემატიკას, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაც განსაკუთრებულად აქტუალურია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა, სახელწოდებით - „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“.


ხუთდღიან საერთაშორსო კონფერენციას, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის დიდ სააქტო დარბაზში დღეს გაიხსნა, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, 22 ქვეყნის 200-მდემეცნიერი და მკვლევარი შეუერთდა, მათ შორის UNESCO-ს ექსპერტებიც. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ  საქართველოს სამთავრობო უწყებების - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროების, ასევე, საქართველოს მთავრობასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.


სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა ყურადღება გაამახვილა კონფერენციის საერთაშორისო მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რაც მსოფლიო საზოგადოების წინაშეღვარცოფული კატასტროფების მართვისა და პროგნოზირების კუთხით დგას.  


„ღვარცოფული პრობლემები გლობალურია და ჩვენს ქვეყანასაც ეხება. შესაბამისად, ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები განიხილავენ და ახლებურად გაიაზრებენ იმ რისკებსა და პროგნოზებს, რაც ღვარცოფული მოვლენების თანმდევია და ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებასა და ინფორმაციას რისკების მართვის უახლეს სისტემებზე. ეს კი უდავოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო მასშტაბით. ამ მიმართულებით საქართველოში მე-19 საუკუნიდან მიმდინარეობს კვლევები, შეიქმნა არაერთი ინსტიტუტი, მათ შორის წყალთა მეურნეობის და ჰიდრომეტეოროლოგიის. ისინი მრავალი წელია შეისწავლიან ამ პრობლემებს და საერთაშორისო თანამშრომლობის დიდი გამოცდილება დააგროვეს. ეს შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო კვლევებში და დაამყაროს ახალი სამეცნიერო და კვლევითი კონტაქტები“, -  აღნიშნა არჩილ ფრანგიშვილმა.  


როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, მისი სამსახურისთვის მნიშვნელოვანია კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.


„ღვარცოფები და მათგან მომდინარე პრობლემები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რისკების შკალაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტულია სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობა და მკვლევარების ჩართვა საგანგებო სიტუაციების მართვაში. მითუმეტეს, რომ ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს სამსახურის საქმიანობაში სამეცნიერო წრეების ჩართულობასა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნას. იმედი გვაქვს, რომ ამ ხუთი დღის მანძილზე და შემდეგაც, საინტერესო სამუშაო გველის“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის, მოსკოვის ლომონოსივის სახ. უნივერსიტეტის პროფესორის, სერგეი ჩერნომორეცის თქმით, ეს პირველი უდიდესი საერთაშორისო კონფერენციაა, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემის ირგვლივ მრავალი ქვეყნის 200-მდე მეცნიერისა და მკვლევარის მობილიზება შეძლო.  


„კონფერენციის სახელწოდება მრავლისმეტყველია და კარგად გამოხატავს მსოფლიოს წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებს. დარწმუნებული ვარ, ეს საერთაშორისო ღონისძიება საფუძველს ჩაუყრის არაერთ ახალ იდეას, ახალ პროექტსა და დისკუსიას. ჩვენ, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გვეძლევა, ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გავუზიაროთ. რაც მთავარია, სამეცნიერო თვალსაზრისით ჩვენი შეკრება ძალიან საინტერესო იქნება, განსაკუთრებით კი - კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი გასვლითი სემინარები”, - განაცხადა სერგეი ჩერნომორეცმა.


კონფერეციის გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას, ასევე, მიმართეს სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახ. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. გივი გავარდაშვილმა,სორბონის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფ. ვენსან ჟომელმა, მთის საშიშროებათა და გარემოს დაცვის ჩინეთის აკადემიის ჩუნჩისკის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფ. ფანგქ იანგ ვეიმ და UNESCO-ს ექსპერტმა, პროფ. კრისტინ ტოვმასიანმა.


ღონისძიების პირველივე დღეს, ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა სამეცნიერო ნაშრომთა 700-გვერდიანი ილუსტრირებული კრებული, რომელიც სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახ. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით, კონფერენციის მხარდაჭერის მიზნით გამოიცა.



კონფერენციის მსვლელობის პერიოდში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო აქტივობა, მათ შორის: UNESCO-ს სესია ღვარცოფულ პრობლემებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და წევრები. ასევე, 4-5 ოქტომბერს, კონფერენციის მონაწილეებისათვის  ჩატარდება პროფესიული ექსკურსია-სემინარი საქართველოს ღვარცოფული ტიპის ისეთ აქტიურ მდინარეებზე, როგორიცაა: დურუჯი, თელავის ხევი, არაგვი და თერგი.


საერთაშორისო კონფერენცია მუშაობას 5 ოქტომბერს დაასრულებს.


ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს

მუხიანისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს მიღებული ორ მნიშვნელოვან საკითხზე:

18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა

წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიამ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ლაბორატორიაში უმასპინძლა.

საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდი 32 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გასცემს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა.

პრეზიდენტი შეწყალებაზე: მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სადავო შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში 65 წლის კაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში მცხოვრები 65 წლის მამაკაცი კრაზანას ნაკბენით გარდაიცვალა.

წყნეთში სპორტული ცენტრი აშენდა

დაბა წყნეთში, ამილახვარის ქ. N21-ში სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ფაზა იწყება

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს.

 

ბიზნესდაჯილდოება 2019 იწყება

ბიზნესდაჯილდოება 2019 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება.

არჩილ თალაკვაძემ სომხეთის სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

 

სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე: ეს არის შეფასება გარემოებების, მოცემულობის პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ გამორიცხავს შეცდომებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ სადავო შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მან, ვინმეს ჩარევის გარეშე მიიღო.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრისას 2020 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებზე იმსჯელა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალური საკითხების მოგვარების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს. 

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

ხათუნა თოთლაძემ ჟენევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

ქ. ჟენევაში ბავშვთა ვაჭრობის, პროსტიტუციის, ბავშვთა პორნოგრაფიისა და შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ, ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმების შესრულების თაობაზე პირველადი ანგარიშების განხილვა.

 
პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

თბილისში  ,,რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენცია“ იმართება

სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ში ,,რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენცია“ მიმდინარეობს.

რუსთავის საავადმყოფოში 19 წლის გოგო ცხვირის ოპერაციის დაწყებამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგო გარდაიცვალა.

კომუნიკაციების კომისიამ საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს „გამარჯობა რუბით“ სწავლების მეთოდი გააცნო

კომუნიკაციების კომისიამ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა.

ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

სახალხო დამცველი პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

133 000 ლარის ქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავა. ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.